მთავარი დავთარი

დავთარი

რევაზ არველაძე: სასაცილო იქნება, თუ ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე ვერ გავალთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ამ დროისთვისაც აქტიურად არის ჩართული ფეხბურთში - არის „ფონდი არველაძის“ დამფუძნებელი და ხშირად უცხოეთშიც უწევს წასვლა. ესწრება ჩემპიონთა ლიგის გამოირჩეულ მატჩებს და აქვს შეხვედრები ფიფა-უეფას წარმომადგენლებთან. რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი...

გინდა ვენგერი იყავი და…

ოთხ დღეში ორჯერ, კაცოო! (ზურაბ ქაფიანიძის ხმით). ორივეჯერ 3:0! ჯერ ლიგის თასის ფინალში და მერე ჩემპიონატის მორიგ ტურში. გაგონილა?! ჩემპიონატის ტურში პენალტიც კი ააცილეს ამ საცოდავებმა... არადა, ფინალის მერე თქვა იმ კაცმა, ეს როგორ მოგვივიდა, ტაქტიკა სულ მათემატიკურად გვქონდა...

სხვა ოლიმპიადა…

ზამთრის ოლიმპიადა დამთავრდა. ნორვეგიის ნაკრებმა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. სკანდინავიელებმა ჯამში 39 მედალი (14 ოქროს, 14 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს) მოიპოვეს. თუ გვათვალისწინებთ, რომ პიონჩანგში სულ მედლების 102 კომპლექტი გათამაშდა,...

გაზაფხულდა, ვიწყებთ…

თითქმის 28 წელი გავიდა... ქვეყნის უმთავრესი სარბიელი მაყურებელს ვერ იტევდა – 1990 წლის 30 მარტს ფეხბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. იმ დღეს, სტადიონზე მისული და ტელევიზორებს მიჯაჭვული ათიათასობით ადამიანიდან, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, ასე უღიმღამო მომავალი თუ ექნებოდა...

ერთიც შემოულაწუნე, ჯენარო!

რა ხდება „მილანში“? გუნდმა 12-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო და შემოდგომასთან შედარებით საჩემპიონთალიგო ზონასთან სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა. რაშია ჯენარო გატუზოს საიდუმლო? დეკემბრის სკეფსისი ქომაგთა აღტაცებამ შეცვალა, გუნდი კი მზადაა, კედლად გადაეფაროს რინოს. მოკლედ: გაუთლელმა, პროვინციელმა გატუზომ კიდევ ერთხელ დაიპყრო არისტოკრატული მილანი....

კაცი საშიში ზონიდან

კაცმა კვირაში 50 გირვანქად ოთახი იქირავა და იქიდან ბინოკლით „ლივერპულის" ვარჯიშებს უყურებდა. ეს კაცი კოლუმბიელი ხუან კარლოს ოსორიოა, მექსიკის ნაკრების მწვრთნელი, რომელიც გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამზადებს. მექსიკის ნაკრები F ჯგუფში გერმანიას, შვედეთს და სამხრეთ კორეას უნდა ეთამაშოს. ოსორიოს „სანი"...

არსენალში არსენს შეუტიეს

არსენ ვენგერის 22 წლიანი არსენალური საგა  ახლა, ეტყობა, საბოლოოდ მიუახლოვდა დასასრულს. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანულ მედიას თუ დავესესხებით,მომავალ სეზონს „მეთოფეები“ სავარაუდოდ ახალი მწვრთნელით დაიწყებენ. კანდიდატებსაც ასახელებენ. გერმანიის ნაკრების თავკაც იოაჰიმ ლიოვს, „სელტიკის“ მენეჯერ ბრენდან როჯერსს და „სიტიში“ გვარდიოლას თანაშემწე მიკელ...

ჩრდილოეთის მარგალიტის ოქრო გოგო

მთების, მყინვარების და რაც მთავარია, ულამაზესი ფიორდების ქვეყანა, რომელიც სულ რაღაც 5.2 მილიონ მაცხოვრებელს ითვლის. ვიკინგების ქვეყანა, რომლის მუზეუმებშიც IX საუკუნის მუხისგან შეჭედილი ხომალდები ინახება - ჩრდილოეთის მარგალიტი ნორვეგია. ერთი შეხედვით, ადვილია ნავთობითა და გაზით მდიდარ, თევზჭერით განთქმულ და ჩრდილოური...

მიდი-მოდი

ამ თებერვლის თვის ბოლოსკენ, აგვისტოდან რომ მოვთვალოთ, ინგლისში ოცდამეთორმეტე მენეჯერი მოიხსნა.  ამჯერად ეს თურინგიელი უვე როსლერი იყო, ჩვენი ძველი ნაცნობი, გიო ქინქლაძის დროიდნელ „სიტიში“ რომ იყო მეგოლედ. როსლერი  პირველი ლიგის „ფლიტვუდ თაუნის“ მენეჯერობიდან გადააყენეს. ოთხ ლიგაში, ექვსი თვის განმავლობაში გათავისუფლებული...

ხარაიშვილის ახალი სახლი – გიოტებორგი

ბავშვობაში ფეხბურთის ყურება რომ დავიწყე, შვედეთის „გიოტებორგი“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი უცხოური გუნდი იყო. დავით ქლიბაძის გადაცემებითა და უცხოური ჟურნალებიდან ვიცოდი ეს კლუბი, ლურჯი შორტებით, თეთრ-ლურჯი კომბინირებული მაისურით და სწრაფი ფლანგელებით. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ „გიოტებორგში“ ქართველი ფეხბურთელი გადავიდოდა?! იმ დროს...

მენთეშაშვილი – საყრდენი მწვრთნელი 

ზურაბ მენთეშაშვილმა კარიერა დაასრულა. ის ქართული მასშტაბითაც არასოდეს ყოფილა ვარსკვლავი და თვითონაც არასოდეს ჰქონია პრეტენზია, მაგრამ შეუპოვარი, ბოლომდე მებრძოლი და გუნდისთვის საჭირო კაცი იყო. გუნდისთვისაც და ნაკრებისთვისაც, სადაც 38 მატჩი მოაგროვა და ერთი გოლიც გაიტანა. სომხეთთან, 2:1 ამხანაგურში გადამწყვეტი...

პიონჩანგის ქართველი ლეგენდა

ეთერ თუთბერიძე - ადამიანი, რომლის ცხოვრებაც დაუჯერებელ კინოსცენარად მოგეჩვენებათ. დღეს ოლიმპიადაზე ჟურნალისტთათვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწვრთნელია  და ინტერვიუს რიგში „ვოგი“,„კოსმოპოლიტენი“ და „სპორტ ილუსტრეიტედი“ დგანან. პატარა ქართველმა გოგონამ ყველაზე ცნობილი საბჭოთა მწვრთნელების - ჩაიკოვსკაიას და ტარასოვას  სკოლა გაიარა, მაგრამ ხერხემლის ბზარმა...

აღმზრდელი!

საფეხბურთო აკადემიები სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. 21-ე საუკუნეში ისინი საკლუბო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახდა. ადრე ვიცოდით „აიაქსის“ ლეგენდარული აკადემიის შესახებ, რომელიც ვარსკვლავების სამჭედლოდ ითვლებოდა. მერე მათ სხვებმაც მიბაძეს და ბოლო 10-15 წლის განმავლობაში სოკოებივით მომრავლდნენ. ახლა ყველა...

ინგლისური ფეხბურთის ჯონ ტერიერი

გასული წლის 21 მაისს "ჩელსის" ლეგენდამ ბოლო 26 წუთი ითამაშა "სტემფორდ ბრიჯზე", 22-წლიან კარიერას წერტილი დაუსვა და კაპიტნის სამკლავური გარი კეჰილს გადაულოცა. საფინალო სასტვენის შემდეგ გამოსამშვიდობებელი სიტყვისას მასთან ერთად არამხოლოდ გადაჭედილი "სტემფორდ ბრიჯი"-ინგლისის ნაკრების ფანობაც ტიროდა: "დიდი მადლობა ყველაფრისთვის...

პირველთუხუცესი

როჯერ ფედერერი რეიტინგის სათავეს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ მელბურნში დიდი მუზარადის ტურნირებზე თავისი მეოცე ტიტული მიითვალა და მსოფლიო რეიტინგის პირველადგილოსან რაფაელ ნადალს 155 ქულის მანძილზე (9 605 → 9 760) მიუახლოვდა, ალბათ ჩოგნებზე ჩამოსათვლელ ხალხსღა თუ ეპარებოდა...

მაგრები მაგრებზე

ექვსი ერის სარაგბო პირველობის საპასუხისმგებლო თამაშს შოტლანდიის ნაკრებთან ინგლისის ეროვნული გუნდი მომეტებული სერიოზულობით უდგება: ლეტიმერის უძველესი სკოლის (ჰამერსმითის რაიონი, დასავლეთ ლონდონი) სარაგბო მოედანზე სპარინგისთვის ქართველ მორკინალებს უხმო. მილტონ ჰეიგი და ედი ჯოუნსი დოსტები არიან, ამიტომ ოზმა კივთან პირადი კონტაქტები გამოიყენა...

ფოჩიანი კანფეტი ზესტაფონს

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ დატრიალებული ამბები და მისი მოკვეთის ისტორია ქართულ ფეხბურთში მეტნაკლებად ჩახედულმა ქომაგმა იცის და თავს აღარ შეგაწყენთ. ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რეაბილიტაციისთვის ბრძოლა წუთითაც არ შეუწყვეტიათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ იმერლებმა ერთგვარი დაპირებაც კი მიიღეს...

ჩვენ ერთად ვართ მთავარია…

ზამთრის ოლიმპიადა რამდენიმე დღის დაწყებულია, მაგრამ უკვე ნათელია, რომ რაც  უნდა მოხდეს, როგორი სასწაულებიც უნდა აკეთონ სპორტსმენებმა, პიონგჩანგის თამაშები უპირველესად ორი კორეის სპორტული გაერთიანებით დაამახსოვრდება მსოფლიოს. 1945 წლამდე კორეა იაპონიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი „განთავისუფლებული,“ ორად...

ალბერტო ტომბა გახსოვთ?

მიყვარს ზამთრის ოლიმპიადა. საოცარი ხიბლი აქვს. ზიხარ ტელევიზორთან კომფორტულად, მიირთმევ ყავას და მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი საუკეთესო გოგო-ბიჭების შესრულებულ ილეთებს უყურებ: ან საიდან ხტებიან, ან როგორ ბზრიალებენ, ან რა სისწრაფით მოქრიან... მაგრამ, თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ პიონგჩანგში შეჯიბრებებს ცოტა ხალხი ესწრება?...

იხვის ჭუკი ლივორნოდან

ჯორჯო კიელინი იტალიური საფეხბურთო ტრადიციის ნაღდი წარმომადგენელია. უკომპრომისო მცველი ქუჩის ბიჭის მენტალიტეტით. მას ოთხჯერ ჰქონდა გატეხილი ცხვირი. გატანილ გოლს კინგ კონგის მსგავსად მკერდზე მუშტების ბრაგუნით აღნიშნავს, ხოლო როცა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაელმა ლუის სუარესმა მხარზე უკბინა, გაიძახოდა: არანაირი პრობლემა, არანაირი...

ასეთი დამამახსოვრდა

ორშაბათი, 19 იანვარი, სტამბოლის აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი. საქართველოს დელეგაცია ბრიუსელიდან ბრუნდება. აქ, ყოფილ კონსტანტინეპოლში თვითმფრინავს ვიცვლით - თბილისისკენ მიმავალ მგზავრებს ორ საათში მიგვიწვევენ ჩასასხდომად, მანამდე კი დროს ვკლავთ. ნოდარ ახალკაცს სიარული უჭირს, ხელჯოხს ეყრდნობა, ფეხზე დიდხანს ვერ ძლებს. იგი ბარგთან სკამზე...

ბასბის ბავშვებიდან სარბიელის რედაქციამდე…

დღეს 60 წელიწადი შესრულდა საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი  ტრაგედიიდან  - „მანჩესტერის“ ავიაკატასტროფიდან. იმ საბედისწერო დღეს, 1958 წლის 6 თებერვალს, თვითმფრინავის ჩამოვარდნამ 23 ადამიანის სიცოცხლე შეწყვიტა, მათ შორის მეტ ბასბის დიდებული გუნდის რვა წევრის. ამ საშინელებამ ფეხბურთის მოყვარულებს საშუალება მოუსპო...

კეინმა შირერს ასით შეუტია

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს, არსებობდა ეგრეთ წოდებული, გრიგორი ფედოტოვის ასიანთა კლუბი, რომელშიც 100  და მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელები ხვდებოდნენ.  ქართველთაგან კლუბში შვიდი მოთამაშე მოხვდა: რამაზ შენგელია 161 გოლი, ბასა ღოღობერიძე - 143.  ზაურ კალოევი - 139, ბორის პაიჭაძე -...

… ვისთვისაც დინამო დინამოა

თურქულ სიდეში მოსამზადებლად მყოფმა თბილისის „დინამომ“ ამჯერად პოლტავის „ვორსკლასთან“ წააგო, თანაც, წააგო დიდი ანგარიშით - 1:4. უკვე რაღაცნაირად ყურს მიეჩვია ეს წაგებები, მაგრამ ამ რამდენიმე სტრიქონს მათთვის დავწერთ, ვისთვისაც „დინამოს“ სახელი სულერთი არაა, ვისაც გული შესტკივა და ვისთვისაც ძვირფასია...

ორჯერ არ მოკვდე, ბაბუ

ისე უნდა იცხოვრო ბაბუ, ორჯერ არ მოკვდე სიცოცხლეშიო-გვასწავლიდა ბაბუა შვილიშვილებს. მე არ ვიცი რა დაუბარა და რას ასწავლიდა დიდი ბაბუა ჟირუ პატარა ოლივიეს მაგრამ,ამ დღეებში მისი უკვე ზრდასრული შვილიშვილი უნიკალურ სიტუაციაში მოხვდა - ერთ ტურში ჟირუ ორჯერ დამარცხდა. ორ დღეზე განაწილებული...

ქართული ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე

ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა. დღეს მის ცხედარს საბურთალოს მიწას მიაბარებენ და თითქოს ამით დასრულდება ქართული ფეხბურთის ისტორიის ერთი დიდი ამბავი. წარსული დიდება თბილისის „დინამოსი“ ნელ-ნელა, დროის კანონის შესაბამისად იქცევა ისტორიად, შორეულ მოგონებად. მოგონებადვე იქცევა წარმატებათა, ჩვენი ფეხბურთისთვის განუმეორებელი ნუსხაც, რომლის ბოლოსაც...

რატომ წუწუნებს კობიაშვილი?!

რთული საქმეა სპორტული ჟურნალისტობა. პირველ ადგილზე ოპერატიულობა როცა დგას, ხშირ შემთხვევაში ემოციები გძალავს. არადა, ემოციურობის გარეშე ამ სფეროში არაფერი გესაქმება. ევროპის საფეხბურთო ერთა ლიგის წილისყრას მინდა დავუბრუნდე. ვინც გვერგო, გვერგო: ლატვია, ყაზახეთი და ანდორა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, უფრო სუსტი...

გატუზო: აკოცე ჯიჯის ფრანგულად

ნოემბერში, როცა ჯენარო გატუზომ „მილანი“ ჩაიბარა და პირველივე შეხვედრაში უმწეო „ბენევენტოსთან“ ფრედ ითამაშა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ მისი კარიერა ამ პოსტზე ორიოდ მატჩის შემდეგ დასრულდებოდა. უკვე იანვარი მიიწურა, „მილანმა“ კი ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხში იმარჯვა. მათ შორის ბოლო მსხვერპლი კი...

ესპანური ამბები თბილისში ჩამოტანით

13-14 იანვარს  „ზამთრის თასი“ მინი-ფეხბურთში მეორედ გაიმართა და ესპანეთის ვეტერანთა ნაკრებიც მეორედ  ესტუმრა თბილისს. ორი დღე ესპანელებთან ერთად გავატარე - რისთვისაც მადლობა ფეხბურთის ფედრაციას - და ცოდვა იქნებოდა, არ მესარგებლა  შანსით და რამდენიმე  საინტერესო ამბავი არ დამეცინცლა მათთვის, ვისაც...

მწარე ჩხვლეტები

ზოგადად, იანვარი სანაკრებო ფეხბურთისთვის „მკვდარი“ თვეა, მაგრამ ტურნირებსა და ამხანაგურებს ხელს არავინ უშლის. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი 17-წლამდელები მინსკში, 12-გუნდიან ტურნირზე თამაშობენ, ხოლო გიორგი ცეცაძის 21-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში გამართა შეკრება და აზერბაიჯანს 1:1 ეთამაშა. უმცროსებით დავიწყოთ. ყოჩაღი გუნდი ჰყავს ნემსაძეს, კარგი...

ჩვენი წილი ევროპა ლოზანაში გაირკვევა…

დღეს ევროპულ ფეხბურთში ახალი ეპოქა დაიწყება. თბილისის დროით 15.00 საათზე შვეიცარიულ ლოზანაში ერთა ლიგის პირველი გათამაშების წილისყრა გაიმართება. ეს არის ახალი შეჯიბრება, რომელიც ძირითადად ამხანაგურ მატჩებს ჩაანაცვლებს, ხოლო საქართველოს მსგავს დაბალრეიტინგიან ნაკრებებს დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი...

ნოდარ ახალკაცი: ძალიან გულნატკენი ვიყავი, იმდენად, რომ 2009 წლის შემდეგ ახლა პირველად დავთანხმდი ინტერვიუზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, უმცროსი ნოდარ ახალკაცი ცხრა წელიწადი არ გამოჩენილა ქართულ მედიასივრცეში. „სარბიელთან“ უმცროსი ახალკაცი აქტუალურ თემებზე საუბრობს და ვფიქრობ, ყოველივე ეს საინტერესო იქნება ჩვენი გულშემატკივრისთვის, ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის. ჩვენს რესპონდენტს უცხოეთში ტელეფონით დავუკავშირდით და აქეთურ-იქეთურზე ვესაუბრეთ. -...

ჯორი

თუ ვინმეს დღეს თანამედროვე ფეხბურთელი შეიძლება ვუწოდოთ, ალბათ, ეს ბელგიელი კევინ დე ბრუინია. „მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი სწორედ ისაა, ვისაც ყველამ უნდა მიბაძოს, მათ შორის ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, მწვრთნელები კი მათ ყოველდღე უნდა აყურებინებდნენ მის...

თბილისიდან ზესტაფონში მიმავალი მიკროავტობუსის მგზავრის ჩანაწერები

2003 წლის 12 ოქტომბერს მზე ანათებდა. თარიღი ასე ზუსტად იმიტომ მახსოვს, რომ ნაბახუსევზე მძიმედ ვიყავი — ოქტომბრის მეთორმეტე დღეს ყოველ წელიწადს მძიმედ ვარ. თერთმეტში ახლობელთან დალევა მიწევს. მიკროავტობუსის საჭესთან ბატონი ჯუმბერი იჯდა.  სალონში ხუთი-ექვსი კაცი ვისხედით. ზესტაფონისკენ გავეშურეთ....

სამი თითის კომბინაცია

ეს ჩანაწერი შეგიძლიათ არ წაიკითხოთ, რადგან ყოფილი თხუთმეტი წლის ბიჭის მოგონებაა და დღევანდელ ამბებთან კავშირში არ არის.  ბიჭი მე ვარ, ხოლო ის, რაც გამახსენდა დიდი-დიდი ხუთ წუთს გრძელდებოდა. არც კი ვიცი რამ მომაგონა ან ღირდა კი საერთოდ ამ ტექსტის...

გარბენი

რუსეთში გადაუღიათ კიდევ ერთი სპორტული ფილმი, საბჭოთა დროის დიად სურათებზე. ამჯერად, კალთბურთზე. ფილმი აღწერს, 1972 წელს ამერიკასთან მოგებულ ლეგენდარულ ოლიმპიურ ფინალს მიუნხენში და იმ დიდ სულიერ და ფიზიკურ შრომას, რომელიც მწვრთნელმა და მოთმაშეებმა გასწიეს, რათა იმ უდიადეს, ორჯერ გადათამაშებულ...

ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრმა ვენსან კომპანიმ ბარში 2 მილიონი წააგო

„სიტის“ კაპიტანმა ვენსან კომპანიმ წინა წლის ბოლოს მანჩესტერის ბიზნეს-სკოლა დაამთავრა და ბიზნეს ადმინისტრირებაში მაგისტრის ხარისხი მიიღო. კურსზე ისწავლებოდა ბიზნესი და მენეჯმენტი, ხოლო დასრულდა ორი პრაქტიკული პროექტით. ბოლოს, რა თქმა უნდა, იყო დიპლომის დაცვა. კომპანის ჰქონდა ნაშრომი თემაზე -  როგორ...

აქა ამბავი ქართული ტრანსფერებისა…

ქართულ ფეხბურთში ბოლო დღეებში რამდენიმე ფეხბურთელმა მორიგი სამსახური გამოიცვალა. თანამედროვე ფეხბურთისგან განსხვავებით კი ეს ყველაფერი იმდენად სხვანაირად ხდება... ალბათ, ქვეყნად არაფერია იმაზე მოსაწყენი და უინტერესო, როგორც ქართულ კლუბებში მომხდარი ტრანსფერები. დაზამთრდა და დაიწყო რია-რია, ვინ სად გადადის და გადმოდის, კაცი...

ბრეჟნევის კარის თამაშები

რუსეთის გუნდი ზამთრის ოლიმპიადაზე საკუთარი დროშის გარეშე გამოვა და რუსის გამარჯვების შემთხვევაშიც არ აჟღერდება ვარიაცია სსრკ-ის ჰიმნის თემაზე. ეს ყველაფერი არნახული მასშტაბის დოპინგსკანდალის გამოძახილია, რუსებს სოჭის ოლიმპიადაზე გუნდური პირველობის დაკარგვად რომ დაუჯდათ. თავად რუსებმა თემას უმალ პოლიტიკური სარჩული გამოაკერეს -...

კოუტინიო ყველამ გაყიდა, ყველამ… კლოპის გარდა!

სომოსა შესაძლოა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია-ეს ცნობილი გამონათქვამი ამერიკის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს ეკუთვნის და მისი ადრესატი ნიკარაგუას სისხლისმსმელი პრეზიდენტი ანასტასიო სომოსა გახლდათ... ფილიპე კოუტინიოს ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებთან  არ აქვს რაიმე შეხება და რა თქმა უნდა სომოსასავითაც...

გურულივით წესიერი

გია გურულზე საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ქართველი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია. ლეგენდარული „დინამო“ და სსრკ-ის ჩემპიონატი, დამოუკიდებელი პირველობისა  და ეროვნული ნაკრების გარიჟრაჟი, წარმატებული წლები ევროპაში, მუშაობა ეროვნულ გუნდში და კლუბებში... ამას ისიც დაუმატეთ, რომ უწესიერესი კაცი და საინტერესოდ მოუბარია. ჰოდა,...

ქართველი მეკარის უცნაური თავგადასავალი

ანზორ კავაზაშვილს ახალი თაობა არ იცნობს. ძველებსაც კი მიავიწყდათ. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია საზღვარგარეთ (რუსეთში) ცხოვრობს. არადა, იყო დრო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ. ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი კაცია. ბათუმის „დინამოს“ სპორტულ სკოლაში დადიოდა. მერე იყო დედაქალაქური ФШМ (ფე-შე-ემ) და 17...

OK

ეგებ ახლა არც ფიქრობთ სპორტზე, არამედ გოჭზე, საცივსა და ღვინოზე. შამპანურიც მომარაგებული გექნებათ და ამ დღეებში ალბათ ჭიქების, ბოკალების, კათხების და ყანწ-ფიალების აწევ-დაწევაში უფრო ვარჯიშობთ, ვიდრე სხვა რამეში. ეს იქნება ჩვენი სპორტი  ამ კვირაში... წელიწადი კი მიილია და რა იყო იმ...

პაბლო აიმარი: რიკელმე და მესი ცხოველები არიან

"ვალენსიას" არგენტინელ ლეგენდას, პაბლო აიმარს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ უთამაშია. "ვალენსია" ვახსენეთ, თორემ არგენტინის 17 წლამდელთა ნაკრების 38 წლის მწვრთნელს "რივერ პლეიტშიც" გაუგორებია ბურთი, "სარაგოსაშიც", "ბენფიკაშიც" და მალაიზიის "ჯოჰორ დარულ ტაზიმშიც", რომელსაც მეორედ აღარ ვახსენებთ, რადგან კაცმა არ იცის...

სარბიელის საახალწლო, ანუ ზემოდან ეს ქვეყანა სხვანაირი ჩანს!

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი, — ასე თქვა გალაკტიონმა. ცხოვრებაში იგულისხმა, ჩვენ კი წელიწადზე ვთქვათ. 2017-ზე. ღმერთმა დალოცოს ლაშა ტალახაძე, რაც მაგან გაგვახარა, მაგრამ უცბად, თვალებს რომ ვხუჭავ, რა მახსენდება, იცით? „ოლ ბლექსი“ საქართველოში. 20 წლამდელი, მაგრამ ძალიან მაგარი. თუმცა, რატომ,...

ზიდანი მოურინიზმით დაავადდა

ზინედინ ზიდანი "რეალში" შთამბეჭდავად მუშაობს, მაგრამ მისი კოზირი ადამიანური რესურსების მენეჯმენტია და არა ტაქტიკოსობა — წერს ესპანური "მარკას" მიმომხილველი რობერტო პალომარი. მისი აზრით, "რეალს" დიდი ტაქტიკოსი არც სჭირდება. მას ზიდანი სჭირდება, ოღონდ მაშინ, როდესაც იმას აკეთებს, რაც ეხერხება. საკმარისია,...

ჭადრაკის შვიდი საოცრება

ჭადრაკი სპორტია (მეცნიერება და ხელოვნებაც). სპორტს კი რეკორდები უხდება. ქვემოთ, 64 უჯრაზე შვიდი ყველაზე ფანტასტიური მიღწევის შესახებ მოგიყვებით. მოგებათა ყველაზე გრძელი სერია: მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი რობერტ ფიშერი - 20 პარტია 1972 წლის საჩემპიონო მარათონში ჩაბმულმა ამერიკელმა შესარჩევი ეტაპები წარმატებით დაიწყო. ჯერ...

ჟერარდ პიკე — ფიქრები კატალონიაზე და ფეხბურთზე

ინგლისური გამოცემა The Telegraph "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მცველს, ჟერარდ პიკეს ესაუბრა. ჟურნალისტი სემ უოლესი შესავალში წერს, რომ მართლაც ცოტაა მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელი, რომელიც სახელს, დიდებასა და ვარსკვლავის ტკბილ ცხოვრებას პოლიტიკური პოზიციების გამოხატვით გაირთულებს. პიკე აშკარად განსხვავებული ადამიანია და...

პეპის გრძელი წინდა

... მას არც წითელი თმები აქვს და არც მარტო ცხოვრობს დიდ სახლში. არც მამამისია მეზღვაურების უფროსი და არც სხვადასხვა ფერის წინდები აცვია. თუმცა, ბოლო დროს ისეთ რამეებს სჩადის, ონავარ პეპილოტა გრძელწინდასაც კი გაუკვირდებოდა. ზღაპარია, აბა რა, -  პეპ გვარდიოლა ზედიზედ...

ზესტაფონი წითელზეა და მწვანეს ელის

უნდა დაუშვან საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ ეროვნული ლიგა 2-ში? ქომაგის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემპიონატში ზესტაფონელთა დაბრუნების მომხრეა. „სარბიელმა“ დაახლოებით ერთი თვის წინ ექსკლუზიურად გაცნობათ, რომ „ზესტაფონის“ ლიგა 2-ში დაშვებაზე დაიწყო მსჯელობა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აღმასკომზე გაარკვევდა „ზესტაფონის“ დაშვება-არდაშვების საკითხს,...