მთავარი დავთარი

დავთარი

ყვითელი დინამო

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჩატარდა, ლიდერი სამჯერ შეიცვალა. ჯერ „იბერია“ გაპირველდა, შემდეგ „დილა,“ ბოლოს კი „ბათუმმა“ ცენტრალურ მატჩში „დინამო“ დაამარცხა და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. „ბათუმისა“ და „დინამოს“ შეხვედრაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ვიხილეთ თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი...

საქართველოს ბობოლების ტოლ-სწორია

ქართველმა 18-წლამდელებმა იტალიაში გამართულ სარაგბო ფესტივალზე მესამე მატჩი ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ გამართეს და მოსაგები თამაში ბოლო წუთებზე 19:26 დათმეს. მარცხიცაა და მარცხიც. ეს თამაში აშკარად არ იყო დასათმობი, უფრო მოსაგები იყო, მაგრამ ამ დონეზე თამაშის გამოუცდელობამ, სოლიდური უპირატესობის ვერგამოყენებამ, დასანანმა...

ალონსოს დარჩენა ყველას არ გაუხარდა

ლევერკუზენში ალონსოს დარჩენა ყველას არ გაუხარდა. საინტერესოა, რატომ? „ბედნიერი ვარ, რომ ის აქ ბედნიერია. ცოტა მრცხვენია, რადგან მინდოდა ყველაფერი ცოტა სხვაგვარად განვითარებულიყო. ეს ჩემთვის საოცნებო სცენარი არ ყოფილა,“ - ეს სიტყვები იოზიფ სტანისიჩს ეკუთვნის, რომელიც ჟურნალისტებს „დიუსელდორფთან“ გამარჯვების შემდეგ (4:0)...

დედა, რა იყო ეს?!

ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. აქამდე ლიდერ „ბათუმს“ხუთიდან  ხუთივე მატჩი მოეგო. ამჯერად კი „იბერიასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:3. ცოტა უცნაური ანგარიშია. მაგრამ გიორგი მიქაძის შეგირდები უკეთესები იყვნენ. დუბლი მიითვალა გიორგი კოხრეიძემ. ეს მისი მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. სტუმრებს...

მეშვიდე სეზონური და მეორე ელიტური…

დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის მთავარი სარაგბო ლიგის მორიგ ტურში მეშვიდე სეზონური ლელო მიითვალა, ხოლო მეორე ელიტურ დივიზიონში ზედიზედ მეორე ტური ბადრი ალხაზაშვილის ლელოთი აღინიშნა. ტოპ 14 ამ ლიგაში ლიდერი უცვლელია - „სტად ფრანსემ“ „მონპელიეს“ გასვლით მატჩში უდიდეს ბრძოლაში 12:10 აჯობა და 63...

გაამოთ !!!

ორთვენახევარიღა დარჩა პირველ თამაშამდე. დორტმუნდში. სადაც თურქეთის ნაკრები გვიმასპინძლებს. დიახ, თავად დორტმუნდში ხომ თურქული დიასპორაა უცხოელთაგან უდიდესი, ამას დორტმუნდის ახლო თუ შორს მდებარე გერმანული ქალაქებიდან და უშუალოდ თურქეთიდან ჩასულებიც დაუმატეთ და ნათელი გახდება, რომ ტრიბუნაზე ძირითადად თურქეთის ნაკრების მხარდამჭერები...

ბათუმი პირველზე მყარად დადგა

„ბათუმმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ჯერჯერობით ეროვნულ ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს - 5 მატჩი, 5 მოგება. ამჯერად ბათუმელებს საკმაოდ რთული შეხვედრა გამოუვიდათ „ტორპედოსთან,“ ერთი ხანი აგებდნენ კიდეც, მაგრამ მაინც მოიგეს. გამარჯვების გოლი 97-ე წუთზე გაიტანა ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით. „კოლხეთზე“...

უფალი დიდია, აღდგომა და ხვალეო!

- დილა მშვიდობისა, მეტ! - დილა მშვიდობისა, სერ! - როგორ ხარ, მეტ? ფინჯანი ყავა? - სიამოვნებით, სერ! - აი, მიირთვი. - გმადლობთ, სერ! - ახალი რა ხდება ქვეყანაზე? - ყველაფერი ძველებურად არის, სერ. რუსეთი უკრაინას ეომება, ისრაელი - პალესტინას, სომხეთი - აზერბაიჯანს, თურქეთი კი ყველას ეომება,...

14 ქართველი ტოპ 14-ში

საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ 14-ში მე-19 ტურის 7 მატჩი შედგა და სასიხარულოა, რომ ქართველთა გარეშე არცერთ მათგანს ჩაუვლია. მთლიანობაში გასულ უქმეებზე 14-მა ჩვენებურმა ითამაშა, რაც ნამდვილად არაა ურიგო რიცხვი. ლიდერის პოზიციაზე დედაქალაქური „სტად ფრანსე“ დაბრუნდა, რომელმაც „ლიონს“ უმასპინძლა და 22:13 იმარჯვა....

რა ჰქენი, ბუდუნა, ეს?

ლუქსემბურგი დაამარცხე, ბუდუ? ორი გოლი გაუტანე? აღფრთოვანების ღირსი მონდომებით და ოსტატობით ითამაშე? მანამდე ძელსაც გაარტყი? კიდევ ერთი გოლი არ ჩაგითვალეს? ორთაბრძოლებს იგებდი, მოპოვებულ ბურთს წამოწეულ თანაგუნდელებს ახვედრებდი, რბილ პასებს აყოლებდი ზონაში. ვიცი, რომ გუნდურ სახეობაში ერთი კაცი არ იგებს,...

მადონინები

როცა იტალიელს უნდა თქვას „ღმერთო ჩემო“, იტყვის - „მადონა“. იქ მარიამ ღვთისმშობელს ყველაზე მეტს უგებენ და მას ყველაზე მეტჯერ ახსენებენ. ამ ქვეყანაში ბევრი მადონაა, ფლორენციაში მთავარ ტაძარს სანტა მარია დელ ფიორე ჰქვია, ქალწული მარიამის საპატივსაცემოდ; იქ არის სანტა მარია...

ხარისხი და გონება…

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩამდე საგურამოში ივარჯიშა, რომლის დაწყებამდე ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „გუნდში სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ფეხბურელებს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ კონცენტრაციაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია გონივრულად ვითამაშოთ და...

დაიწყო…

საქართველოს ნაკრები შეიკრიბა და ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალისთვის  მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული მატჩებითვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები საგურამოში, სასტუმრო „სევსამორაში“ დაბინავდა და „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს. გუნდი ჯერ არასრული შემადგენლობით ემზადება. საქართველოს ნაკრებში...

რატომ აქვთ ესპანელ მსაჯებს ორი გვარი?

მატეუ ლაოსი, ერნანდეს ერნანდესი, ხილ მანსანო... რა აქვთ საერთო ამ ესპანელ მსაჯებს? ან რით ჰგვანან ისინი ძველ არბიტრებს იტურალდე გონსალესს, დიას ვეგას ან უნდიანო მალენკოს? მიხვედრა ძნელი არ არის — ორი გვარით. და რატომ აქვთ ესპანელ მსაჯებს ორი გვარი?...

„მხოლოდ ამ ფორმისთვის“ – რომაული ბრაზი და სიყვარული

„როდესაც ლონდონი და ბერლინი არ არსებობდა, პარიზი კი მწყემსებს საძოვრად გაეხადათ, რომს იმპერია ჰქონდა“ რომს რომოლუსი და რემუსი არ დაუკარგავს - მხოლოდ მეტამორფოზა განიცადეს. რომაელებს რომ ჰკითხო, ისინი გარიბალდის შვილები არიან - არა იმპერიის, არამედ იტალიის. ამას ამბობენ, თუმც ისევ...

16-გზის საქართველო!

საქართველოს ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის დედაქალაქში ბეჭედი დაუსვეს იმ ამბავს, რომ ე.წ. სარაგბო ტიერ ორზე ბადალი არ ჰყავთ. 36:10 - ასეთი ანგარიშით დასრულდა „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის. ცხადია, ქართველებმა მოიგეს და თავისი სტატუსი...

გოლი კუთხურიდან ლორიას გაძევებით

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შემდეგ უდანაკაგო მხოლოდ მოქმედი ჩემპიონი „ბათუმია.“ ზღვისპირელებს 100 პროცენტიანი შედეგი აქვთ - 4 თამაში, 4 მოგება. ამჯერად მათ „თელავი“ დაამარცხეს სტუმრად დავით მუჯირის გოლით. პირველად დამარცხდა გორის „დილა.“ გორელებმა „ტოპედოსთან“ მინიმალური ანგარიშით წააგეს. ქუთაისელებმა ზედიზედ ორი...

მორიგი ცეკვა მგლებთან

კვირას, 17 მარტს, ღამის 12 საათზე პარიზის „ჟან ბუენზე“ „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის მთავარი მატჩი დაიწყება: საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ. ბორჯღალოსნებისთვის ეს მატჩი უპრინციპულესი რომაა, ეს ცალკე ისტორიაა. მოგეხსენებათ, შარშან, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე სწორედ „ლობუშმა“ („მგლებმა“) ჩატოვა ჩვენი ნაკრები...

ჯაბა დაბრუნდა!!!

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს და ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, „დინამო არენაზე“ გამართავს. დღეს კი ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული მათცისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები საგურამოში, სასტუმრო „სევსამორაში“ შეიკრიბება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობას...

სალია და მისი რაზმი

ექვსი წელიწადია „ტორპედო“ თბილისში ვერ იგებს. ეს „ტრადიცია“ არც ამჯერად დაირღვა. ჭაბუკმა თბილისელებმა 16 წლისა და 193 დღის ვახო სალიას გოლით გაიმარჯვეს, რომელიც დავით პეტრიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის შემდეგ მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც „დინამოს“ მაისურით გაუტანია. სალიამ ლამაზი თავური...

ერთადერთი 32 ქართველიდან

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორივე ელიტურ ლიგაში მორიგი ტური გაიმართა: ტოპ 14-ში - მე-18, ხოლო პრო დ2-ში - 23-ე. ჰოდა, ორივე ლიგის ჯამურ 15 მატჩში ერთბაშად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ამ 32-დან თავის გამოჩენა მხოლოდ „მონტობანის“ კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა...

სამი უდანაკარგო

ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის შემდეგ მხოლოდ სამი უდანაკარგო გუნდი დარჩა: „ბათუმი,“ „დილა“ და „იბერია 1999“, ცხრილის პირველ სამეულსაც ესენი შეადგენენ. ლიდერი „ბათუმია“ ბურთების უკეთესი სხვაობით. ტურის გვიან მატჩში ანდრი დემჩენკოს შეგირდებმა „გაგრას“ მოუგეს თბილისში „დავით პეტრიაშვილზე.“ „დილამ“ ‘სამგურალი“ სტუმრად დაამარცხა, ხოლო...

არაგვი, ახლები და მიზნები…

დუშეთის „არაგვმა“ ახალი სეზონის დაწყების წინ ახალწვეულები წარადგინა და ქართული სპორტული მედიისათვის პრესკონფრენცია გამართა სასტუმრო „ათლეტიქსში“. პრესკონფერენციაზე ისაუბრეს „არაგვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ხუბეჯაშვილმა, სპორტულმა დირექტორმა ილია ვეკუამ და მთავარმა მწვრთნელმა, დავით ქოქიაშვილმა. ვთქვათ, რომ ლიგა 2 - ის ახალი სეზონის...

დებიუტანტები, გოლები და წითელები

1-3 მარტს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს. შესრულდა ერთი დუბლი. ოთხი ფეხბურთელი გააძევეს და ერთიც ავტოგოლი დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისის „ტორპედომ“ იმარჯვა. სტივ კინის შეგირდებმა „სამტრედიას“ 4:1  მოუგეს და პირველ ადგილზე დადგნენ. დუბლი შეასრულა...

ვილი იმედიანი

ბოლო სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე, საქართველოს საკალართბურთო სუპერლიგას  მეტი ფასი დაედო. დანიასთან და სერბეთთან მატჩებში სულ ოთხი ლეგიონერი გვყავდა, დანარჩენები კი სუპერლიგიდან იყვნენ. შედეგად, ჩვენი ჩემპიონატიდან ნაკრებში მოხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ გვყავს საინტერესო კალათბურთელები. ერთ-ერთი მათგანი ვილი...

ძველი მეტოქე

შაბათს, 2 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალს ითამაშებს. მეტოქე - რუმინეთის ნაკრები, გუნდი, რომელსაც საქართველოს ბორჯღალოსნები არსებობის ისტორიაში ყველაზე ხშირად შეხვედრიან. ათწლეულების შემდეგ ჯამური ანგარიში ასეთია: 28 დაპირისპირებიდან 18 ქართველებმა მოიგეს, 9 - რუმინელებმა და ერთიც...

6 ქართული ლელო საფრანგეთში

გასული უქმეები მეტად ნაყოფიერი გამოდგა საფრანგეთის ელიტურ ლიგებში მოასპარეზე ბორჯღალოსნებისთვის. ტოპ 14-ის მე-16 და პრო დ2-ის 21-ე ტურებში ჯამში 6 ქართული ლელო დაფიქსირდა და ზედაც ერთი უმნიშვნელოვანესი საჯარიმო დარტყმაც გავიდა. ტოპ 14 „მონპელიემ“ „ბაიონს“ უმასპინძლა, 28:23 დაამარცხა, თუმცა ბოლოსწინა ადგილს ვერ...

დე ლაურენტისი დიდ მკერდს დაუბრუნდა

ნუთუ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის თამაშამდე ორი დღით ადრე მწვრთნელი შეცვალო? ნუთუ შეიძლება სეზონში მესამე მწვრთნელი მიიყვანო? დიახ, შეიძლება, როდესაც მდგომარეობა გამოუვალია. ვალტერ მაცარის ხელში კი მდგომარეობა სწორედ ასეთი იყო. ჩვენ გულის გადაუდებელი რეანიმაციის პირას ვიმყოფებით. გარსიასგან განკურნება აშკარად...

ჯავახიას დუბლი და სხვა ამბები

გასული უქმეები ქართველი ლეგიონერი მორაგბეებისთვის საკმაოდ წარმატებული იყო: ტოპ 14-ში ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო პრო დ2-ში - ერთბაშად 3. ტოპ 14 საფრანგეთისა და ევროპის უძლიერესი ლიგის მე-15 ტურში მონაწილეობა 10-მა ჩვენებურმა მიიღო, არადა გუნდების განაცხადებში 11 ქართველი იყო. საქმე ისაა,...

ლომებთან 25-ე ჯახისთვის

17 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. „ავჭალაზე“, 16 საათზე ბორჯღალოსნებისა და ესპანელი „ლომების“ რიგით 25-ე მატჩი დაიწყება. წინა 24 მატჩიდან 20 ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, 3 თამაში ესპანეთის ნაკრებმა მოიგო და...

ჯიკიჩი: მიზანი – ევრობასკეტი 2025…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ჟურნალისტებს შეხვდა. მასთან ერთად პრესკონფერენციას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და გენერალური მდივანი ლაშა გამყრელიძე ესწრებოდნენ. შეკითხვაზე, რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც საქართველოს ნაკრებში მუშაობა გადააწყვეტინა, ჯიკიჩმა მოკლედ უპასუხა: – ჩემთვის...

ყვითელი, ლურჯი, წითელი…

ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად, ფეხბურთში, შესაძლოა, ახალი ფერის (ლურჯი) ბარათი გამოჩნდეს. ანონსის შემდეგ, სპორტულ სამყაროში ამ ცვლილებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მის წინააღმდეგ თითქმის ყველამ გაილაშქრა, მათ შორის, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა. როგორც ჩანს Ifab-ში (ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო) ასეთ...

მოგონებები სიზმარეთიდან…

...ქალაქი, რომელმაც ყველაფერი იცის. ეფემერული საზღვრებით დატყვევებული, მარიამპლაცზე დადიხარ და რწმუნდები, რომ ადამიანს შეუძლია იყოს უფრო მეტი, ვიდრე კაცი. უახლოვდები, მაგრამ ვერ ეხები, ცხოვრობ მითოსში, სადაც ყველაფერია და ანგრევს წესრიგს, რომელშიც ცხოვრობდი. მიუნხენი პირობებს ყოველთვის ასრულებს. აქ მცხოვრებ...

კალათები ცნობილია, წილს პარიზში ჰყრიან

ერთა ლიგის ტურნირი, რომელმაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები უნდა გამოავლინოს ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ უკვე ცნობილია 2024-2025 წლის სეზონის კალენდარი და კალათები. საქართველოს ნაკრებს თამაში B დივიზიონში მოუწევს, წილისყრა კი, 8 თებერვალს პარიზში გაიმართება და ვილი სანიოლის...

ოსიმენის გარეშე გოლი არ გადის

„სტადიო ოლიმპიკოზე" ადამიანს ჩამოეძინებოდა, არც სანახაობა იყო და არც ინტენსივობა. 0:0 კარგად ასახავს იმ შეხვედრის შინაარსს, რომელშიც გუნდებმა მოსაგებად ფაქტობრივად არაფერი გააკეთეს. ორიოდ ცოცხალი ეპიზოდი ისევ „ბიანკოჩელესტიმ" შექმნა, მაგალითად კასტელანოსმა მაკრატელა დარტყმით ულამაზესი გოლი შეაგდო, მაგრამ  ის არ ჩაითვალა,...

საფრანგეთში ქართველებს ვეღარ აჩერებენ

გასული კვირის ბოლო ქართველ მორაგბე ლეგიონერთათვის უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა. საფრანგეთის ორ ელიტურ ლიგაში 24-მა ჩვენებურმა ითამაშა და, მათგან ერთს პროფესიონალთა შორის დებიუტი ჰქონდა და გარდა ამისა, ორივე ლიგაში ჯამში 5 ქართული ლელო დაფიქსირდა. ტოპ 14 ტურის სასტარტო მატჩში „სტად ფრანსემ“ „ბორდოს“...

მოაშორა ჩეფერინიმ ნაბიჭვრები?

„ხალხმა ვისაც ფული აქვს და სჯერა, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება, ფეხბურთის გარდა სპორტის ყველა სახეობა იყიდა. ეს ჩვენი გულშემატკივრის, კულტურის და ისტორიის დამსახურებაა. ევროპაში ფეხბურთი ყველა სპორტს დიდი უპირატესობით უსწრებს", — თქვა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ინგლისურ „გარდიანთან" ინტერვიუში,...

ვიქტორი ზაფხულში აუცილებლად წავა

სამჯერ ერთი არის სამი. სამჯერ ორი არის ექვსი. სამჯერ სამი არის ცხრა. გაუგებარია, როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება რატომ სჭირდება ყველაფრის მეორე კლასის მასალამდე გამარტივება. მედიის არაერთი საშუალება მთელი ოთხი კვირის განმავლობაში სიურეალისტურად მსჯელობდა ოსიმენის მომავალზე. არადა, ესკიმოსისთვისაც გასაგები იყო,...

ლეგიონი: 4 ლელო და 28 ქულა!

გასული უქმეები იშვიათად ბარაქიანი გამოდგა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი მორაგბეებისთვის. ჩემპიონთა თასის მატჩებში 2 ქართული ლელო გავიდა, ჩელენჯ კაპზე - ერთი, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში ჩვენებურის ასევე ერთი ლელო დაფიქსირდა, პლუს ამას თედო აბჯანდაძემ ტრავმის მერე დაბრუნება შედეგიანი დარტმებით...

ვინ მისცა და ვინ არ მისცა ხმა ხვიჩა კვარაცხელიას?

ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე, რომელიც მესიმ მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ მეათე ადგილი დაიკავა. ხმების ანალიზი თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ კვარაცხელია მედიაში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ფეხბურთელებსა და მწვრთნელებში. ინებეთ ფაქტები: ნაკრებების მხოლოდ ოთხმა კაპიტანმა მისცა ხვიჩას ხმა. ბარემ ჩამოვთვალოთ. ხვიჩა პირველ ნომრად...

შავი ლომი vs დიდი კლუბი

შაბათს, 17 საათზე, „მიხეილ მესხზე“ სარაგბო ევროტურნირის, კერძოდ კი, ჩელენჯ კაპის მატჩი დაიწყება - ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართული „შავი ლომი“ ფრანგულ „კლერმონს“ უმასპინძლებს. ის, რომ ასეთი ბობოლა კლუბი საქართველოს პირველად ეწვევა - თავისთავად დიდი ამბავია. „კლერმონი“ არათუ საფრანგეთის...

…დანარჩენები იბრძვიან

გასულ უქმეებზე სარაგბო ევროთასების მორიგი ტური გაიმართა, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში მეორე წრე დაიწყო. ხსენებულ ტურნირებში სამ ათეულამდე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჩელენჯ კაპის მონაწილე „შავი ლომის“ შემადგენლობაში ზუსტად 23-მა ქართველმა ითამაშა. ინდივიდუალურად თავი მხოლოდ პრო დ2-ის მოულოდნელი...

შავი ლომი კასტრისთვის მზადაა

შაბათს, 13 იანვარს „შავ ლომს“ მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი თავისი არსებობის ისტორიაში ალბათ ყველაზე ძლიერ მეტოქეს „ჩელენჯ კაპის“ ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დაუპირისპირდება - საფრანგეთის ტოპ 14-ის ბინადარი „კასტრი“ ქვეყნის 5-გზის ჩემპიონია და ბოლოს...

აბზაცი გულზე…

დიღმელი ბავშვები ბედნიერები იყვნენ, დინამოს ბაზა უბანში ჰქონდათ და ღობიდან როცა მოეპრიანებოდათ მაშინ იხედებოდნენ. აძვრებოდნენ, კისერს წაიგრძელებდნენ და უყურებდნენ ყიფიანს, გუცაევს, შენგელიას, ჩივაძეს, დარასელიას... რასაკვირველია, პატარა არც დიღომია და ბაზასთან რომ მოხვდე დიდი ქუჩა უნდა გადაირბინო — გააჩნია სად...

რასინგ 92 – სრული სვლით

ნაახალწლევს ევროპაში სარაგბო ტოპ-ლიგებში მორიგი ტური შედგა, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში პირველი წრე დასრულდა. ტოპ 14 საფრანგეთისა და ევროპის უძლიერეს ლიგაში ლიდერი არ შეცვლილა: „რასინგ-92“-მა „კასტრს“ უმასპინძლა, რთულ ბრძოლაში 34:30 იმარჯვა, „შავი ლომის“ მომავალ მეტოქეს დაცვითი ბონუსი გაატანა, თუმცა ლელოები იმდენი...

ისტორიული ევროს მოლოდინში

10 იანვარს ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული იქნება. ტიტე კალანდაძის გუნდი კონტინენტის უმთავრეს ფორუმზე პირველად ითამაშებს... გუნდმა რამდენიმე შეკრება უკვე გაიარა და გეზი გერმანიისკენ აიღო. გუნდმა რუმინეთი და სლოვენია მოიარა, სადაც ოთხი მატჩი გამართა და სამი მოიგო....

ქართველებმა წელი ლელოებით გააცილეს

საფრანგეთსა და ინგლისში ზედ ახალი წლის დადგომამდე სარაგბო ჩემპიონატების მორიგი ტური გაიმართა. რას იზამ, კალენდარი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება სანაკრებო და საევროთასო ფანჯრების გამო, ჰოდა ევროპის მოწინავე სარაგბო ქვეყნებს პაუზების გარეშე უწევთ არსებობა. ჰოდა, ამ საზეიმო განწყობამ ჩვენი ბიჭების...

… ამიტომ – წერტილი

მხოლოდ ფაქტები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა და საუკეთესოები გამოავლინა. საუკეთესოების გამოსავლენად ანკეტები ჟურნალისტებსაც დაუგზავნეს. შემდეგ ეს ჟურნალისტები ნახსენებ ღონისძიებაზე დაპატიჟეს. აქამდე ყველაფერი წესისა და ეთიკის ნორმების შესაბამისადაა. მთავარი კი ამის მერე იწყება. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს გამოუცხადეს, თქვენ ფოიეში დაგველოდეთ და ჭამა-სმას...

მაგარი კაცების მაგარი გამარჯვება

7:23 - ასე დასრულდა ჩელენჯ კაპის მეორე ტურის მატჩი „სკარლეტსსა“ და „შავ ლომს“ შორის. ქართველებმა უელსელი მასპინძლები პირწმინდად დაჩაგრეს და შეცდომების ფაქტობრივად სიურრეალისტური რაოდენობა რომ არა, ანგარიშში ეს სხვაობა გაცილებით, შეუდარებლად დიდი იქნებოდა. „შავმა ლომმა“ ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი...

შავი ლომი უელსს აჭაშნიკებს

15 დეკემბრის შუაღამე ქართული რაგბის მორიგი დიდი გამოცდის თარიღი და დროა. უელსის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰლანეჰლის სარაგბო სტადიონ „პარკ ი სკარლეტსზე“ ჩვენი „შავი ლომი“ ადგილობრივ ფრენჩაიზ „სკარლეტსს“ დაუპირისპირდება. ეს იქნება EPCR-ის (ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის) ეგიდით მიმდინარე რანგით მეორე ევროტურნირის...