გასულ უქმეებზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ამჯერად ყველა შეხვედრა ჩატარდა. მოგეხსნებათ, პირველ ტურში დიდთოვლობის გამო სამი თამაში გადაიდო და ისინი 11 მარტს გაიმართება.
გამარჯვებით გახსნა სეზონი ქვეყნის ბოლო ორი წლის ჩემპიონმა, „იბერიამ.“ თანაც გუგა ნერგაძის გუნდმა შარშანდელი მთავარი კონკურენტი, გორის „დილა“ დაამარცხა. იბერიელებმა გიორგი ჯინჯოლავას გატანილი პენალტით 1:0 მოიგეს. სხვათა შორის, ტრადიცია გაგრძელდა: „იბერიამ“ ხომ გასულ სეზონშიც ოთხივე წრეში აჯობა გორელებს.

ჩემპიონის ამბები, ცხადია ყველას განსაუთრებით აინტერესებს და ისიც ვთქვათ, რომ იბერიელთა შემადგენლობაში 6 დებიუტანტი გამოჩნდა. მათ შორის, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი იმედი, 16 წლის ანდრია ბართიშვილი და შარშან სკანდალებით „გამორჩეული“ ექს-გარეჯელი 22 წლის ვახო ბედოშვილი, რომლის რუსეთში წასვლა-წამოსვლის ამბავიც ერთობ ბუნდოვანია.
ამ მატჩში არბიტრმა გიორგი ყურაშვილმა 7 ფეხბურთელი გააფრთხილა.
შარშანდელის არ იყოს, ისევ ცუდად დაიწყო სეზონი ტიტულის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ქუთაისის „ტორპედომ.“ დირკ შუსტერის შეგირდები ორიდან ორივე მატჩში დამარცხდნენ, თანაც დებიუტანტებთან, „სპაერთან’ და „რუსთავთან.“
შეგახსენებთ, გასული სეზონის დასაწყისშიც „ტორპედომ“ „გაგრასთან“ გამარჯვების შემდეგ ზედიზედ 4 შეხვედრა წააგო. საბოლოოდ ქუთაისელებმა ცხრილში მესამე აგილი დაიკავეს და ევროთასების საგზურიც მოიპოვეს.
გამარჯვებით დაიწყო სეზონი თბილისის „დინამომაც. დინამოელებმა სტუმრად „სპაერი“ 2:1 დაამარცხეს.
უმაღლეს დივიზიონში ისტორიული პირველი მატჩი გამართა ტყიბულის „მეშახტემ.“ გუნდი, რომელიც ორი წლის წინათ მე-3 ლიგის ბინადარი გახლდათ. ტყიბულელები ამჯერად „სამგურალს“ უგოლოდ დაუზავდნენ.
იბერია 1:0 დილა
1:0 ჯინჯოლავა (63)
სპაერი 1:2 დინამო
0:1 უგრეხელიძე (9), 0:2 მონტეირუ (35), 1:2 სამხარაძე (68 პენ)
რუსთავი 1:0 ტორპედო
1:0 ალმეიდა (7)
ბათუმი 1:1 გაგრა
1:0 კალანდარიშვილი (86 პენ), 1:1 ცინცაძე (90+5)
მეშახტე 0:0 სამგურალი
[table id=55 /]
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
