შოთა არველაძე: ფეხბურთელები არ გვყავს – ყველაზე ნაკლებად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ!
საქართველოს ნაკრებში ჯერაც ყველაზე მეტი, 26 გოლის გამტანი შოთა არველაძე ახლა ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელია.
შოთას უზბეკეთის დედაქალაქში დავუკავშირდით და იქაური ამბების გარდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზე და ქართულ ფეხბურთზეც ვესაუბრეთ.
მოკლედ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შოთა ისევ „სარბიელის“ კითხვებს პასუხობს...
...
როჯერ ფედერერმა 110 მილიონს დაუმიზნა
როჯერ ფედერერს შეუძლია გახდეს პირველი მეჩოგნე, ვისაც კარიერის განმავლობაში კორტზე 110 მილიონი დოლარი მოუნაგრავს. ამჟამად ყველაზე დიდი ფულის მშოვნელ კაც მეჩოგნეთა ჩამონათვალში პირველი ადგილი „დიდი მუზარადის“ 12 ტურნირის გამარჯვებულსა და ამქრის ყოფილ პირველოსან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს უპყრია. 2016 წლის ივნისში...
ფრენბურთი საქართველოში ლეგენდების თამაშია
დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა ვებ-გვერდს ვაწყობდით, თბილისის ოლიმპიური სასახლე ფრენბურთელ ქალთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდა. ბოლო დროს მასშტაბური საერთაშორისო ტურნირები ჩვენთან მრავლად ჩატარადა, მაგრამ სტატუსით ფრენბურთმა მაინც ბევრი დაჩრდილა.
ფრენბურთში საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. ოლიმპიური ოქრო ვაჟა კაჭარავამ საბჭოთა კავშირის...
ვექტორები
ათადან და ბაბადან ასე იყო - ყველა საქმეს სწორი მიმართულბა სჭირდებოდა და თუ რამ გულყრა მომხდარა, ყველა არასწორი მიმართულების ან მიმართულების საერთოდ არქონის გამო.
პოლიტიკას, მათ შორის, საფეხბურთოსაც, არჩეული ადამიანები წარმართავენ და ვინ როგორ მოირგო პიჯაკი, კაბინეტი და რეგალიები, ცალკე...
საქართველო – ილიასი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჩვენებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა და გუნდს, ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისკენ წაუძღვება. ილიას ზუროსი საქართველოში ერთი კვირა იმყოფებოდა და თუ კი რამ, სადმე კალათბურთის ბურთი გათამაშებულა, ყველა შეჯიბრს დაესწრო....
არჩი და სხვა ამბები
სქოთების ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა და მენჯერმა გორდონ სტრაჩანმა, წავედიო, იქაურმა ფეხბურთის ასოციაციამ კი უკვე დაიწყო ახალი მესაჭის ძებნა.
ასეთი რამე ხშირად ხდება ხოლმე და თან ბევრ ქვეყანაში. თვითონ სქოთებიც, აგერ, მეოცე წელიწადი სრულდება მსოფლიო თასზე ვერ...
ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?! ანუ უძინართა მზე
ხან ბოსკამპს დავაბრალეთ ჩვენი ფიასკო, ხან ჟირესს, ტოპმიოლერს და კუპერს. ახლა ვაისს. ქართველებზე აღარაფერს ვამბობ. საშა ჩივაძეზეც კი, ორჯერ მესამეზე რომ გაგვიყვანა და არც სხვები იყვნენ ხურდა ბიჭები. ჰოო, შუშაკიც იყო, ერთი ისტორიული გამარჯვების გამო ივო...ივო...ივო... მონაგარისაც მადლობლები რომ...
მოლაპარაკე ფაქტები
„ვხედავ, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, კობა იქნება ეს თუ სანდრო, პრობლემა არის ლევან კობიაშვილი. პრობლემა არის რომ ფედერაციის პრეზიდენტი არის ლევან კობიაშვილი, თორემ მათი ანალიზი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არაადეკვატურია, რაც საწყენია ასეთი კომპეტენციის ადამიანებისგან...“ - რაოდენ გასაკვირიც უნდა...
ქართველების წასაკითხი კაცების საგა
საგების მწერალი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად დავწერდი დღევანდელი ისლანდიის ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელების, მათი მამა-პაპის და კიდევ იმათ წინაპართა ისტორიებს. ეს გულადი ხალხი მართლაც იმსახურებს ამას.
საგა უძველესი სკანდინავიური თხზულებებია, რომლებშიც, სანამ მოქმედ პერსონაჟზე მოგვითხრობდნენ, ლამის ყველა მის წინაპარს ჩამოთვლიდნენ ხოლმე. ეს პატივსცემის...
თანდართულები…
„90-იანები, გზის ფული, „სარბიელის“ ფული და თუ დაგრჩებოდა, ხაჭაპურის ფული... სულ სხვა რაღაც იყო, გაზეთი სულაც არ იყო მგონი... ან ჩემთვის არ იყო. „სარბიელი“ იყო და რაღაცას ბევრს სწავლობდი, ისრუტავდი, ბევრჯერ კითხულობდი... ვიღაცას რომ ათხოვებდი და თვალი სულ იქით...
აფრიკაში ვამთავრებთ…
აფრიკის გარდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ყველა კონფედერაციაში დამთავრდა. გაირკვა რუსეთში წამსვლელი ბევრი გუნდის ვინაობა, თუმცა დარჩა პლეი ოფი, რომლის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ რამდენიმე გუნდი გაირკვევა.
მაშ, ასე:
ევროპა
A ჯგუფი
1.საფრანგეთი 10 7 2 1 18:6 ...
მამუკა გორგოძე: არ მინდა წაგებული წავიდე
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, წლეულს ჩვენმა სარაგბო ნაკრებმა რუმინეთთან წააგო და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო მაისის დასაწყისში მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა: მამუკა გორგოძე ნაკრებიდან წავიდა!
საქართველოს რაგბის კავშირის საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ კაპიტანთან, სადაც მამუკა ამბობს: „არ მინდოდა, გამოსათხოვარი...
გაისად ვაისი?
დამთავრდა შესარჩევი შეჯიბრება. ახლა ის დროა ვიკითხოთ: ვაისი გამოგვადგა? რა ჯობს, დარჩეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თუ წავიდეს?
ამ კითხვაზე ჩემი მოკრძალებული პასუხი მარტივია: თუკი ვაისს რომ გავეყრებით მერე ვუისს შევეყრებით, მაშინ დარჩეს.
რამდენი ხანია ჩვენში ერთსა და იმავეს ბჭობენ. ზოგი უცხოელ...
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ
გოდერძი ჩოხელს აქვს ასეთი მოთხრობა: ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ. მოთხრობა ცხრა ნაწილისგან შედგება და კითხვა-პასუხით არის შედგენილი.
ფეხბურთის სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!
ეს ციტატა ერთი სიტყვის გამოკლებით ამ მოთხრობიდანაა მოყვანილი, ეს...
ცოტა რამ ჭადრაკზეც…
ჩაიგრიალა საჭადრაკო მსოფლიო თასმა ქალაქ თბილისში და რამდენიმე დღის გამოშვებით "სარბიელის" ახალი სიცოცხლეც დაიწყო. გაქცეულ ცხენს აღარ გავედევნებით, მკითხველს კი იმის პირობას მივცემთ, რომ ამიერიდან ჭადრაკში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს არ გამოვაპარებთ. მანამდე კი კონსპექტურად იმაზე, რაც გასული თხუთმეტი წლის...
დარდის ანალიზს აქ აკეთებენ? არა, გენაცვალე, შარდის… რა ვუშველოთ ამ ჩვენს ვაის-ს
ცოტა შორიდან დავიწყებ... ოთხმოცდაათიანებიდან მოყოლებული, კინოინდუსტრიაში საოცარი დუეტი ჰქონდათ ქვენტინ ტარანტინოსა და რობერტ როდრიგესს (ხამესს არა, რობერტს). ჰოდა იმ ამბავმა, რაზეც ახლა უნდა დავწერო, მათი ერთ-ერთი ეპოქალური ფილმის გენიალური მონაკვეთი გამახსენა. მოკლედ, ორნი ბარში შედიან ნარკოტიკის ასაღებად და სანამ...
ახდება შავი სიზმარი?
მესის მისია-გადაარჩინე არგენტინა!
ცოტაც და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ისტორიის კუთვნილება გახდება. რაღა დარჩა? დღეს და ხვალ ევროპაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, რომელსაც ნოემბერში უკვე გადამწყვეტი პლეი ოფები მოჰყვება და... სადღეისოდ,...
ორიოდ სიტყვა ჩე გევარაზე
ლეგენდარული არგენტინელი რევოლუციონერის, ბოევიკის, კუბის მრეწველობის მინისტრის, მწერლის, ექიმის, დიპლომატის, სამხედრო თეორეტიკოსის და უბრალოდ სისხლიანი კაცის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობიდან ზუსტად 50 წელი გავიდა და ესპანურ გაზეთ "მარკას" გაახსენდა 1952 წლის 6 ივლისი, როდესაც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას "ესტადიო ნემესიო...
ჩემი კარში შევყარე
ეს რა სახალისო ამბავი მომხდარა რუსეთში: თამაში 11:9 დამთავრებულა და ოცივე გოლი თავის კარში გაუტანიათ. სპორტის სახეობა: ბურთიანი ჰოკეი. ანუ ის ჰოკეი კი არა, დარბაზში რომ ტარდება და ყველამ რომ იცის — შაიბიანი, არამედ სხვა, რომელსაც ღია სტადიონებზე თამაშობენ,...
ოპტიმისტური რეპლიკა
მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი: როდესაც ქართველ ფეხბურთელს წილად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თამაშის პატივი გერგება, შესისხლხორცებული უნდა გქონდეს, რომ კარი ის არის ცაბაძის ქუჩისკენ რომ დგას და თუ გოლის გატანა გინდა ბურთი წერეთლის პროსპექტისკენ არ უნდა გადააგდო. წერეთელზე მაგ ადგილას...


























