მთავარი დავთარი

დავთარი

მოულოდნელი ლიდერი

რაღაც უცნაურად დაიწყო ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონი. ვინც ცხრილში ზემოთ უნდა იყოს, ქვემოთაა და პირიქით. დებიუტანტმა „სპაერმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით. ამჯერად მათ „სამგურალი“ დაამარცხეს 4:1, 9 ქულა მოაგროვეს  და კვლავ ლიდერობენ გათამაშების ცხრილს. 4 პუნქტით უსწრებენ უშუალო...

სამყაროს მინი-მოდელი

მოხდა ის, რის საშიშროებაც დიდი ხანია არსებობდა და რის შესახებაც საუბარს „სარბიელი“ არასდროს მორიდებია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დომინაციას ტიერ 2-სა და კერძოდ, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, წერტილი დაესვა. იმედია, დროებით, თუმცა დღეს ფაქტია - 17-გზის ჩემპიონმა ბორჯღალოსნებმა კვირას მადრიდში პორტუგალიელ...

მხოლოდ ჩემპიონობისთვის

კვირას, 15 მარტს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის სატელიტ-ქალაქ ლეგანესში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. 14-ათასკაციან „ესტადიო ონტაიმ ბუტარკეს“ იმ დღეს დიდი რაგბობა ელის. საფეხბურთო კლუბ „ლეგანესის“ საშინაო არენაზე ჯერ ესპანეთი და რუმინეთი გამოავლენენ მესამეადგილოსანს, ხოლო 21:45-ზე ფინალში საქართველოსა...

სრული ტური

გასულ უქმეებზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ამჯერად ყველა შეხვედრა ჩატარდა. მოგეხსნებათ, პირველ ტურში დიდთოვლობის გამო სამი თამაში გადაიდო და ისინი 11 მარტს გაიმართება. გამარჯვებით გახსნა სეზონი ქვეყნის ბოლო ორი წლის ჩემპიონმა, „იბერიამ.“  თანაც გუგა ნერგაძის გუნდმა შარშანდელი მთავარი...

წინ მადრიდი და ფინალია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალაზე“ რუმინეთი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა (53:30), ანთიმოზ ივერიელის საზიარო თასი 20-გზის მფლობელი გახდა და მადრიდის საგზურიც მოიპოვა. მოგეხსენებათ, 15 მარტს ესპანეთის დედაქალაქში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, რომლის მეორე მონაწილეც მოგვიანებით, პორტუგალიისა და...

პირველი და მეასე

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-18 ტურში ქართული რაგბისთვის ერთობ სიმბოლური ფაქტი დაფიქსირდა: ბოლო წლების საუკეთესო ბორჯღალოსანმა 8 ნომერმა ბექა გორგაძემ ევროპის უძლიერეს ლიგაში საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა, ხოლო ახალი თაობის გამორჩეულმა წარმამოადგენელმა, 20-წლამდელთა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავგამოჩენილმა მიხეილ შიოშვილმა...

ამსტერდამში ერთი დებიუტანტით

საქართველოს ბორჯღალოსნები კვირას, 15 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს გამართავენ. მარკო ბორტოლამის ბიჭები 16 საათზე ნიდერლანდების ნაკრებს შეერკინებიან, რომელმაც პირველ ტურში ესპანეთს ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა - 33:51. საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფის...

შვეიცარიაში ხუთი დებიუტანტით

8 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჩაებმება ტურნირში, რომლის გამარჯვებულიც სხვა დანარჩენ მონაწილეებზე ბევრად მეტჯერ გამხდარა. კვირას, 16 საათზე დაიწყება „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის მატჩი, რომელშიც შვეიცარიის ნაკრები საქართველოს ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს. ეს იქნება პიერ-ანრი ბრონკანისა და მარკო ბორტოლამის სამწვრთნელო...

ვიდრე ნაკრებში წავიდოდნენ…

საინტერესო რამ მოხდა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასულ ტურში. მოგეხსენებათ, მომდევნო უიქ-ენდზე „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატი იწყება და ბრონკან-ბორტოლამის სამწვრთნელო დუეტმა 34 მორაგბეს უხმო შვეიცარიასთან მატჩის წინ. სიტყვამ მოიტანა და ვთქვათ, რომ ილია სპანდერაშვილმა ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და...

ოთხი ლელო, ოთხი დარტყმა…

გასულ უქმეებზე საფრანგეთსა და ინგლისში 24-მა ქართველმა მორაგბე ლეგიონერმა ითამაშა. 2-2 ქართული ლელო ტოპ 14-სა და პრო დ2-ში დაფიქსირდა, ხოლო ამ უკანასკნელში კიდევ ორმა ჩვენებურმა ქულები ზუსტი დარტყმებით აგროვა. ტოპ 14 ირაკლი აფციაური „რასინგ-92“-თან პარიზში წაგებულ მატჩში „ლიონის“ რიგებში მე-60 წუთზე...

ჭუმბაძის დუბლი და ნინიაშვილი-მელიქიძე

სარაგბო ევროპაში კონტინენტური საკლუბო ტურნირების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და აბა, როგორ იქნებოდა, ქართველ ლეგიონერებს თავი ინდივიდუალურად არ გამოეჩინათ. ბაჩუკი ჭუმბაძემ „ექსეტერის“ შემადგენლობაში სადებიუტო ლელო გაიტანა, შემდეგ მეორეც მიაყოლა, ხოლო დავით ნინიაშვილმა და გიორგი მელიქიძემ თავთავიანთი საოცარი სეზონები კიდევ თითო...

ძებრეს ბონუსით დასამარცხებლად

შაბათს, 17 საათზე თბილისის სარაგბო სტადიონ „ავჭალაზე“ პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზ „შავი ლომის“ არსებობის ისტორიაში ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩი დაიწყება - ბორჯღალოსნების საბაზო გუნდი დაუპირისპირდება იტალიის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ დონორს - პარმულ ფრენჩაიზ „ძებრეს“. თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს: თუკი...

მსოფლიოს ახალგაზრდული – თბილისსა და ქუთაისში

„მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, მორაგბე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ამიერიდან მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის სახელით იარსებებს და მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, 2017 წელს საქართველომ ისტორიაში პირველად უმასპინძლა ხსენებულ ტურნირს და საყოველთაო აღიარებით, ეს იყო სანიმუშოდ ორგანიზებული სპორტული ღონისძიება. მაშინ ჩემპიონი ახალი...

შეუჩერებელნი

მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე ევროპაში საკლუბო თასების ჯგუფური ეტაპი განახლდა და ჩელენჯ თასზე ჩვენი „შავი ლომის“ ისტორიული ბონუსიანი გამარჯვებითაც გავიხარეთ. ჩემპიონთა თასი ევროპის მთავარი ევროთასის მესამე ტურში სამიოდე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი ძმანაშვილი თავისი „კლერმონის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა „ვულკანები“ საშინაო მატჩში...

შავი ლომი წელიწადს საფრანგეთში იწყებს

„შავი ლომი“ 2026 წელს მის მე-10 დღეს გახსნის. სწორედ 10 იანვარს, შაბათს, საფრანგეთის პატარა ქალაქ მონტობანის სტადიონ „საპიაკზე“ პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი ტოპ 14-ის აუტსაიდერს შეერკინება. ახლანდელი „მონტობანი“ იმ გაკოტრებული და გაუქმებული კლუბის სამართალმემკვიდრეა, რომელშიც უამრავ სახელოვან ბორჯღალოსანს უთამაშია....

პსჟ: 2025 წლის ათი საუკეთესო გოლი

პარიზელთა ყურადღების ცენტრში ახალი წლის ღამეს „პარი სენ ჟერმენი’’ მოექცა. ტრიუმფალურ თაღს 2025 წლის დაუვიწყარი გამოსახულებები მიანათეს ― კლუბის დიდების დარბაზს ამ წელიწადს ექვსი ჯილდო შეემატა. საახალწლოდ კი გულშემატკივარმა საჩუქრად 2025 წელს გატანილი 178-ივე გოლის ჩანაწერი მიიღო. ჩანაწერი 35 წუთიანია,...

მელიქიძის ფენომენი

ტოპ 14 „სტად ფრანსეს“ ქართველმა ბურჯმა გიორგი მელიქიძემ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-6 ლელო გაიტანა! ბურჯისთვის ეს თავისთავად უნიკალური შედეგია, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერჯერობით პირველობის ეკვატორიც არ გადალახულა... ლელოცაა და ლელოც: „ასპინძა“ „რასინგ-92“-თან მატჩში 49-ე წუთზე მარქაფიდან ჩაერთო და უკვე...

ირლანდიური კოშმარი – 0:52

დიახ, ასეა. სხვა ეპითეტს ძნელად თუ მოუძებნი იმას, რაც „შავ ლომს“ ირლანდიის ქალაქ გალუეის „დექსკომ სთედიუმზე“ შეემთხვა. ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ირლანდიის მწვანე კუნძულს სტუმრობდა და ეს სტუმრობა მართლაც კატასტროფული შედეგით...

მეორე ტური – კონახტთან

შაბათისა და კვირის მიჯნაზე, 0:00-ზე, ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ დაიწყებს ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩს. რიჩარდ კოკერილის გუნდის მეტოქე ირლანდიური ფრენჩაიზი „კონახტია“. ეს სარაგბო გუნდი საკმაოდ ავტორიტეტულია, ოდესღაც „კელტთა  ლიგის“ გამარჯვებულიც ყოფილა, თუმცა დღეს რთულ პერიოდს გადის. შარშანდელი „რაგბის გაერთიანებული...

ყველაზე ძვირი მსოფლიო

გაირკვა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასები. ისინი სულ სამი კატეგორიისა იქნა და მათი ფასი იქნება: მესამე კატეგორია - 4 185 დოლარი მეორე კატეგორია - 5 560 დოლარი პირველი კატეგორია - 8 860 დოლარი არც ერთი კატეგორიის ბილეთებზე შეღავათები გათვალისინებული არ არის. საინტერესოა რომ წინა,...

დებიუტანტები და ლელო ევროპაში

გასულ უქმეებზე რაგბის ქომაგთა ყურადღება ევროთასებზე იყო გამახვილებული - ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე პირველი ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ეგიდით მოქმედი ჩემპიონთა თასი კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირია და მისი ამჟამინდელი ჩემპიონი ფრანგული „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ტიტულის დაცვა საკმაოდ...

იბერია პირველია!

ეროვნული ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვა. „იბერიამ“ შინ 2:1 დაამარცხა „გაგრა“, 80 ქულა მოაგროვა და ორი პუნქტით გაუსწრო „დილას,“ რომელმაც შინ „დინამოსთან“ დაკარგა ქულები - 2:2. თუმცა გამარჯვების შემთხვევაშიც მეორე ადგილზე დარჩებოდა, რადგან „იბერიას“ ურთიერთშეხვედრებში ჰქონდა უპირატესობა და...

ივანიშვილის სადებიუტო ინგლისური

სანაკრებო პერიპეტიების შემდეგ ევროპის წამყვანი ეროვნული ჩემპიონატების ერთი ტურით გააქტიურება მოხდა - მომდევნო კვირის ბოლოს უკვე ევროთასების სტარტია. ტოპ 14 „სტად ფრანსემ“ კლერმონში დიდი ბრძოლა გადაიტანა, 32:36 დამარცხდა, ნუგეშ-ქულა მიიღო და 31 ქულით ლიდერთა ჯგუფში მე-4 საფეხური შეინარჩუნა. „ვულკანებში“ ნაკრებიდან დაბრუნებული...

სამი მედალი აბუ დაბიდან

აბუ დაბიში, გრანდ-სლემზე საქართველოს დელეგაცია რვა ძიუდოისტით წავიდა და სამი მედლით დაბრუნდა. ოქრო და ორი ბრინჯაოს – ასეთია ჩვენების მონაგარი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბექაურმა (90კგ.) ტატამზე დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. ჩვენებურმა ჯერ ნიდერლანდელ მარკუს ვან დაიკს...

კოლხეთი ჩავიდა, იბერია დგას…

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და ტიტულისთვის ბრძოლაში ისევ თანაბრობაა - მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ და „დილა“ უკვე რა ხანია მხარდამხარ მიდიან. ამჯერად მათ 74-74 ქულა მოაგროვეს, მაგრამ თბილისელებს პირად შეხვედრებში აქვთ უპირატესობა და ლიდერებიც ამად არიან. ოთხშაბათს...

ლექსოს გახსნილი გიორგიმ დახურა

საფრანგეთში ტოპ 14-ის მე-10 ტური გაიმართა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნოემბრის ტესტ-მატჩები იმართებოდა. ასეა თუ ისე, უამრავი წამყვანი მორაგბის გარეშე დარჩენილ 14 საუკეთესო ფრანგულ კლუბს შიდა პირველობისთვისაც უნდა მიეხედათ. ტური ბორდოში, ევროპის საკლუბო ჩემპიონისა და „პოს“ ცხარე ჯახით...

სტუმრების ტური

ეროვნული ლიგის დასრულებამდე სამი ტური დარჩა და ლიდერებს ისევ თანაბარი 71-71 ქულა აქვთ. 33-ე ტურშიც ორივემ გაიმარჯვა. „იბერიამ“ სტუმრად აუტსაიდერი „კოლხეთი“ 1:0 დაამარცხა, „დილამ“ კი ასევე გასვლაზე 2:1 იმარჯვა ბათუმში, არადა, თავიდან აგებდა. გორელთაგან თავი ისევ 18 წლის ბურკინაფასოელმა,...

დაჩის დაბრუნება

პრო დ2-ში მე-11 ტური გაიმართა, არადა მსოფლიოში გაგანია ნოემბრის ტესტებია. უნდა ითქვას, რომ პრო დ2 სულაც არაა ხელწამოსაკრავი ლიგა და უკლებლივ ყველა მისი კლუბი სანაკრებო ტესტების სეზონმა საგრძნობლად დაასუსტა. ასე რომ, ვისაც ნაკლები ხალხი ჰყავს ეროვნულ გუნდებში დელეგირებული, ამ...

წახვალ, ვილი ???

საქართველოს ნაკრებს ბევრჯერ წაუგია... წაუგია დიდი ანგარიშით... წაუგია უსიტყვოდ და უილაჯოდ... წააგო გუშინაც... წააგო ისე, რომ მოგების იმედიც არავის ჰქონია... პირველ ტაიმში ანგარიში უკვე 0:3 იყო. შესვენებაზე კი აბა რა მეკეთებინა, მეხსიერების უჯრედები შევატოკე და ამოტივტივდა - ჩვენები შინ, თბილისში,...

რისთვის ვეჩხუბებით ვილის?

ვრცელ და მოსაწყენ შესავალს გამოვტოვებ და პირდაპირ სათაურში დასმულ კითხვას ვუპასუხებ: ◾ ვილი სანიოლს არ ვეჩხუბები იმის გამო, რომ ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა; ◾ არამედ იმის გამო, რომ მისი ხელმძღვანელობით ნაკრების ზრდის პოტენციალის დანახვა მიჭირს. ახლა, როცა მთავარი ნათქვამია, მოკლედ განვმარტოთ...

კანადასთან – ორი აფციაურით სასტარტოში

შაბათს, 16 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტების მეორე რაუნდში კანადას შეხვდება, ისევე, როგორც ერთი კვირის წინანდელი მატჩი, ეს შეხვედრაც ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ შედგება. შეხსენებისთვის: გასულ შაბათს ბორჯღალოსნებმა აშშ-ის ნაკრებს 43:30 მოუგეს, ხოლო კანადამ რუმინეთში 21:31 წააგო. კანადა შედარებით სუსტია...

… როცა მთელ ქალაქს ეიმედები

ვიდრე სარაგბო სამყარო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩებითაა გართული, საფრანგეთში შიდა ჩემპიონატი გრძელდება, ოღონდ მხოლოდ რანგით მეორე დივიზიონში. პლუს ამას, „ტულონმა“ და „ლა როშელმა“ მესამე ტურში უამინდობის გამო ჩაშლილი შეხვედრა გამართეს. ბორჯღალოსან გიორგი ჯავახიას კი ტულონში ფანებმა თბილი დახვედრა მოუწყეს. ტოპ 14 პრინციპში,...

მეპოკერე იონსენი

„იბერია“ და „დილა“ ერთმანეთს ტოლს არ უდებენ.  გასულ შაბათსაც, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში გორელებმა სტუმრად ერთ-ერთი აუტსაიდერი „თელავი“ 2:0 დაამარცხეს და ერთპიროვნულად გალიდერდნენ, თუმცა ეს პოზიცია მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა. „იბერიამ“ მალევე შინ „სამგურალს“ 2:0 მოუგო და ისევ დაეწია...

ამერიკა რეიტინგისთვის გვჭირდება

შაბათს, 8 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტებს შეუდგება: 16 საათზე, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ დაიწყება მატჩი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან და ეს იქნება ამ გუნდების მე-8 შეხვედრა. ქართველებს მინიმალური უპირატესობა აქვთ - 4 მოგება 3 მარცხის წილ....

ბათუმი კატასტროფის პირას…

ეროვნული ლიგის 31-ე ტურს სატურნირო განლაგებაში ცვლილება არ შეუტანია. „იბერიას“ და „დილას“ კვლავ თანაბარი ქულები აქვთ (65-65), თუმცა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე პირველ აგილზე თბილისელები არიან. ამჯერად „იბერიამ“ „ბათუმს“ სტუმრად გიორგი ჯინჯოლავსა და ამირან ძაგანიას გოლებით 2:0 სძლია. „დილამ“ კი...

კოკერილის 35 რჩეული

ნოემბრის დადგომა სარაგბო სამყაროში ე.წ. ნოემბრის ტესტების სეზონის გახსნას ნიშნავს. შესაბამისად, საქართველოს ბორჯღალოსნებსაც საერთაშორისო მატჩები ელის. შაბათს, 8 ნოემბერს საქართველოს ნაკრები აშშ-ს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ უმასპინძლებს, 15-ში იქვე კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 22 ნოემბერს კი ბორჯღალოსნებს ნოემბრის ტესტების მთავარი...

სეზონის რეკორდი

ზედიზედ მესამე ტურია ეროვნულ ლიგაში ლიდერი იცვლება. ამჯერად  30-ე ტურის მთავარ მატჩში კაცნაკლულმა  (მსაჯმა მე-15 წუთზე დაითხოვა მინდვრიდან  უხეშობისთვის  მასპიძელი გურამ გოშთელიანი) „იბერიამ“ უშუალო კონკურენტ, „დილას“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა  და თავად გაპირველდა. ახლა გუნდებს თანაბარი 62-62 ქულა მოუგროვდათ, თუმცა ლიდერი ...

… როცა ლელოს არ ზეიმობენ

დავით ნინიაშვილმა სეზონში მე-3 ლელო გაიტანა, თანაც ეს თავის ყოფილ კლუბთან - „ლიონთან“ შეხვედრაში მოახერხა. პრო დ2-ში ერთადერთი ქართული ლელოს ავტორი კი გამოცდილი ბურჯი ომარ ოდიშვილი გახლდათ, რომელმაც პროფესიულ კარიერაში სულაც პირველი ლელო იზეიმა. და კიდევ თედო - აბჟანდაძემ...

წუთში ორი გოლი

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა, უფრო ზუსტად „დილამ“ წინა ტურში დაკარგული პირველობა დაიბრუნა. გორელებმა ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს „გაგრას.“ თან ხუთივე მეორე ტაიმში. დუბლი მიითვალეს კონგოელმა დეო ბასინგამ და ისრაელელმა აბდალა ხლაიხალმა. ამ ტურში კიდევ ორი ორგოლა შესრულდა:...

გორგაძე ტურის სიმბოლურში

პირველი შეხედვით, ანუ სტატისტიკური კუთხით, ტოპ 14-ის გასული ტური უშედეგო იყო ქართული ლეგიონისთვის, თუმცა ტურის მთავარ მატჩში ბექა გორგაძის თამაში ბევრ რამედ ღირდა. პრო დ2-ში კი, უკვე ტრადიციულად, ქართველთა გამორჩეულობა გასულ უქმეებზეც თვალშისაცემი გახლდათ. ტოპ 14 მე-7 ტურში გამორჩეული მატჩი, ცხადია,...

გარეჯმა ლიდერი შეცვალა

ეროვნულ ლიგაში მეოთხე წრე დაიწყო და ლიდერიც შეიცვალა. „დილა“ ოთხი ტურის განმავლობაში პირველობდა, მაგრამ ამჯერად მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „გარეჯთან“ დამარცხდა და ლიდერობა ისევ „იბერიას“ დაუთმო, რომელმაც სტუმრად „თელავი“ დაამარცხა. გორელები 2:0 უგებდნენ გარეჯელებს და თამაშის დამთავრებამდე 20 წუთი რჩებოდა, როცა...

მსოფლიო ჩემპიონატი ოცნებად დარჩა…

მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ფინალის ტოლფასი იყო. თუმცა, ვილი სანიოლის გუნდმა იზმითში კოშმარულად ითამაშა და თურქეთთან 1:4 წააგო. ვინჩენცო მონტელას გუნდის უპირატესობა დასაწყისშივე გამოიკვეთა და მასპინძლებს 35-ე წუთზე საქმე მოლეული ჰქონდათ. თურქებმა ანგარიში მე-14...

ნინიმ პარიზი გადარია

დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მე-6 ტურში ისეთი ლელო გაიტანა, მთელი საფრანგეთი რომ აალაპარაკა. მისი „ლა როშელისა“ და „სტად ფრანსეს“ შეხვედრაში თავი პარიზელთა ბურჯმა გიორგი მელიქიძემაც გამოიჩინა. ტოპ 14 პარიზში „სტად ფრანსემ“ „ლა როშელს“ უმასპინძლა. მთელი თამაშის განმავლობაში ხან ერთი გუნდი იგებდა,...

აშშ და მუნდიალი-2026

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ცდას არ აკლებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ამთავითვე დიდებულ მოვლენად რომ არ წარმოაჩინოს. ის მართალია სამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, მაგრამ მეტწილად აშშ-ში გაიმართება და არა მექსიკაში ან კანადაში. „ჩვენ მსოფლიოს ამერიკაში ჩავიყვანთ. მსოფლიოს უყვარს შეერთებული...

ვულკანური ახალაძე

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-5 ტურში ბორჯღალოსანმა გიორგი ახალაძემ მორიგი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ის მე-6 ტურში ქართული ღირსშესანიშნაობების მთელი კასკადი დაფიქსირდა. სასიამოვნო ცნობა ინგლისიდანაც მოვიდა, სადაც ლუკა ივანიშვილს პრემიერშიპში დებიუტი ჰქონდა. ტოპ 14 „კლერმონმა“ ლიგაში დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „მონტობანს“ უმასპინძლა...

დარჩა მეოთხე…

ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ყველა მატჩი ერთ დღეს ჩატარდა. 27-ე ტურში ლიდერებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. „დილამ“ კაცნაკლულ „დინამოსთან“ 0:2 წააგო. ეს გორელების პირველი მარცხი გახლდათ ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ.  გორელების უახლოესმა...

კვაჭთა უქმეები

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-4 ტურში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობა იყო - 7 მატჩში 17-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო პრო დ2-ში ქართველთა რიცხვი თითქმის რეკორდული იყო - 25! გარდა ამისა, ინგლისში სტარტი პრემიერშიპმა აიღო და ბაჩუკი ჭუმბაძის ინგლისური დებიუტიც...

ახალგაზრდების დაუნდობელი ექსპლოატაცია

„ეს ფეხბურთია, შეჯიბრებაა. საჭიროა მას ალღო აუღო. განსაკუთრებული არაფერი ხდება’’, ― თქვა ლუის ენრიკემ, როდესაც ფეხბურთელთა მოხშირებული ტრავმების შესახებ ჰკითხეს. მაგრამ ფრანგი ჟურნალისტი მატიე მარგერეტი კი გამოთქვამს ეჭვს, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი თვალთმაქცობდა, რადგან სურდა ესიამოვნებინა კლუბის პრეზიდენტისთვის...

აბდალას გოლი

ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ლიდერმა გორის „დილამ“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო (ბოლო 13 მატჩში კი მეთორმეტედ) და რაკი უშუალო კონკურენტმა „იბერიამ“ „გარეჯთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა. გორელებმა აუტსაიდერ „კოლხეთთან“ ისრაელელი აბდალა ხლაიხალის გოლით მოიგეს. „იბერია“ კი „გარეჯს“ შინ...

შეუჩერებელი ახალაძე და დაჩის მე-4

საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში მოასპარეზე ქართველები არ ცხრებიან და გასულ უქმეებზე საზოგადოებამ მათ მიერ გატანილი კიდევ 5 ლელო იხილა. იყო ქართული ჯარიმებიც, გარდასახვებიც, ამასთან, ტოპ 14-ის ქართველთა რიცხვს ახალგაზრდა ბურჯი ნუგზარ სომხიშვილიც დაემატა... ტოპ 14 „კლერმონმა“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა - ყოფილ...