საბჭოთა საქართველოში რკინის ფარდის მიღმა ამბებს ნამცეცობით აგროვებდნენ. მხოლოდ ვიცოდით, რომ ოლიმპიადებისა და მსოფლიო ჩემპიონატების გარდა ოკეანისმიღმა კრივობდნენ შავი ბიჭები და ინტუიცია გვკარნახობდა – კრივი ის იყო, თუ იყო. მაიკლ ბერკოვიჩი ვირტუალური მწერალია (იგივე ალბერტ ხაჩატურიშვილი, იგივე აკა მორჩილაძე, ბოლოს და ბოლოს იგივე გიო ახვლედიანი), რომელმაც 90-იანი წლების ქართველ კრივის მოყვარულებს უზარმაზარი ინფორმაციული შიმშილი „სარბიელში“ პროფესიული კრივის შესახებ შექმნილი დახვეწილი წერილებით დაუოკა.

თეოფილო, „მედალა ორო“

ყველაფერი ბილ იეზიმ გვიამბო, ბილი ფილადელფიელია და იმ იშვიათ ამერიკელთა გუნდის წევრია, ჰავანა რომ ვერაფრით დაივიწყეს. ჩვენ შორის ატეხილი დავის მიუხედავად, მან ბოლო ოცდაათ...

დაუვიწყარი დასასრული – 2

აკი მოგახსენეთ, ასეთი სულ თორმეტი ყოფილა - თორმეტი დაუვიწყარი დასასრული. კრივის ისტორიის ერთ-ერთ საყრდენს რომ ქმნის. ოთხი ამათგანი ორი კვირის წინანდელ “საკრივო ფურცელზე” წარმოგიდგინეთ, მომდევნო...

დაუვიწყარი დასასრული

აი, თქვენს წინაშეა რინგი, ადგილი, სადაც მოკრივენი ერთმანეთს ებრძვიან. სულ მალე, ჭერში დაკიდული ნათურები გაანათებს ცისფერ ფიცარნაგს და იქ მებრძოლები გამოჩნდებიან. კრივი დაიწყება და...

ვერგამოსული დიდი ჩხუბი

ზარი მოდით, ჩარლი როუზს ველაპარაკოთ. უფრო სწორად, გავიხსენოთ ის, რასაც ჩარლი როუზი გვიამბობდა, სანამ ცოცხალი იყო. ჩარლი ძველი დროების პრომოუტერი გახლდათ და ბროდვეიზე პატნემ ბილდინგში...

გავიხსენოთ კენ ნორტონი

კენ ნორტონის გამო ბევრის დაწერა შეიძლება. მისი საკრივო თავგადასავალი მრავალფეროვანი და ღირსეულია. მაგრამ ამ ჯერზე უშველებელი ფურცლის შედგენა არ გამოვა. ისევ ისა სჯობს, რამდენიმე...

მარჯვენა დენ დონელისა

დაგბურძგლავს, ხორკლი დაგაყრის ტანზე, გაგახსენდება ძველი დროება, დროება მარტოხელა მებრძოლთა, დროება მკლავისა და მუშტისა, ალალი სიტყვისა და ორ ყლუპად გამოცლილი არაერთი კათხისა. გაგახსენდება და...

კაცი, რომელიც როკის ებრძოდა

მარჩიანოს რაობა ლა სტრაზა - მარჩიანოს მეორე ბრძოლის წინ, ერთი კარგად უნდა განვიხილოთ მარჩიანოს რაობა. თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ქვეყანაში, თუკი კრივის მოყვარე ხალხი გადაწყვეტს...

კაცი, რომელიც როკის ებრძოდა

პირველი შეყრა ათიოდე წლის წინათ, ამერიკულ გაზეთებში გამოჩნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ მილანის განთქმულ “ლა სკალაში” როლანდ ლა სტრაზა იმღერებს. კაცი იფიქრებდა, რომ ვინმე გამოჩენილ...

ჩემპიონის ერთი დღე

ოსკარ დე ლა ჰოია დღევანდელი მსოფლიო კრივის უძლიერესი მებრძოლია. მის შესახებ ბევრსაც წერენ და მისი საქმენიც ცნობილია. დაუმარცხებელ ჩემპიონს (28-0) გადაუწყვეტია ხუთი წონის ტიტულები...

ყირამალა ჩემპიონი

დღეს, ჩვენს დროში, მას არავინ აღირსებდა საკრივო ლიცენზიას. არც ერთი ქვეყნის არც ერთი ათლეტთა კომისია არ დაუსვამდა ბეჭედს მის მოკრივეობას. თუ ამგვარი ბეჭედი ადრეღა...

როკი V

მოკრივის ნაამბობი იყო ასეთი დრო, არცთუ დიდი ხნის წინათ. სლაი, ამერიკის თეთრ ლეგენდას ქმნიდა. ის ქმნიდა ისტორიას თეთრკანიანი მოკრივის, როკი ბალბოას შესახებ. სლაი, იგივე სილვესტერ...

ძველ ნევადაში წმინდა პატრიკის დღეს

დილით ორიკვირისწინანდელ ამბავს ვუბრუნდებით, სადაც მძიმე წონის ჩემპიონ კორბეტსა და საშუალოწონოსან პრეტენდენტ ფიცსიმონსის დიადი შერკინების წინაპირობები იყო აღწერილი. ამ ჯერზე, ორთაბრძოლის დღის, 1897 წლის 13 მარტის ამბავს...

იყო სიცილიანი და დიდი მოკრივე

ჰოსპიტალში მაიამი ბიჩის ერთ-ერთ ჰოსპიტალში რომ კვდებოდა, ჭაღარა, კეთილთვალება ზანგი, ცალი თირკმელი სულ არ ჰქონდა, მეორე კი ვეღარაფერში ეხმარებოდა. მერე ზანგი აღესრულა. ეს იყო ზუსტად...

არ არსებობს მეორე ასეთი კაცი…

“როცა კაცი ჯერ არ გამხდარა ორმოცდარვა წლისა და მაინც პესიმისტია, ბევრი რამ სცოდნია ამ ქვეყნისა, მაგრამ, როცა კაცი ორმოცდარვას გადასცდება და ოპტიმისტად რჩება, არაფერი...

ცხოვრება და ტკივილი ლეონ ქილერისა და მისი უმცროსი ძმისა

  მოკრივის ყოფა ხომ ასეთია - ერთ დღეს ყველაფერი მთავრდება. უფრო სწორად კი, ადამიანი ხვდება, რომ იქ, რინგზე მისთვის ყველაფერი დამთავრდა. ასეთია დროისა და ცხოვრების...

ბიჭები ჭუჭყიანი ქუჩიდან

ერთი წესიერი ამბობენ, ძვირფას ქვას ერთი თვისება აქვს, თუ გაიბზარა, იმის ფასი კაპიკიაო. ასეა კრივშიც, რინგის მარგალიტები იმგვარად გაგროშდება ხოლმე, რომ კაცი თვალსაც ვერ შეასწრებს....

მისტერ ბუნგუს სამეზობლო

ჩვენი ქვეყნის ამბავი ისეთია, რომ საზოგადო საქმეზე თავგადადებულ ხალხს ახირებულ ვინმეებს ეძახიან. აი, კაცი თუ გადაწყვეტს, ჩემი გამორჩენისთვის კი არა, ხალხისთვის უნდა გავაკეთო რამე...

უფლისწული ნასიმ ჰამედი: შხამიანი სულთანი ვესტმინსტერიდან

რა ქნას კაცმა? ახლა კრივი ტელევიზიას უპყრია. თუ კრივი გიყვარს, ფასეულ ორთაბრძოლას ტყუილად ეძებ შენი ქალაქის სპორტულ ადგილებში. კედლებზე აფიშები არ არის. იმისათვის, რომ ჩხუბს...

რვა სურათი განგსტერის ცხოვრებიდან

პორტრეტი მაუდის შლაპა, რუხი კოსტუმი, თეთრი პერანგი და შავი ჰალსტუხი. მსუქან თითებში ოცცენტიანი სიგარა, არათითზე დიდი ოქროს ბეჭედი, გულისჯიბეში რომელიმე კათოლიკური წმინდანის სურათი და რეზინის...

ტომი და ჯონი ბლექუოთერის ღელეზე

მატარებელი მატარებელი დაიძრა ლონდონ ბრიჯის სადგურიდან. არცერთ ვაგონში, არცერთ კუპეში არ იყო თავისუფალი ადგილი. ყველა ბილეთი ადრიდანვე იყო შეკვეთილი. ასობით მგზავრი დამჯდარიყო პირველი თუ მეორე...