ქართველები, თასები და ევროპა
მსოფლიო თასის დასრულებასთან ერთად სარაგბო სამყაროში ემოციები რამდენადმე დაცხრა, თუმცა ეს პაუზა ხანმოკლეა, რადგან წამყვან სარაგბო ქვეყნებში შიდა ჩემპიონატები მთელი ძალით აგუგუნდა - ინგლისურ, ფრანგულ და პრო 14-ის ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებს სხვადასხვა ნაკრებთა წევრები დაუბრუნდნენ.
ამასობაში, ევროპის საკლუბო ტურნირების დროც...
რატომ არ გადავიდა ლევანდოვსკი რეალში
რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა გაიხსენა, თუ რა ახლოს იყო პოლონელი ფორვარდი „რეალში" გადასვლასთან.
ლევანდოვსკი ბუნდესლიგაში გოლების მანქანადაა ცნობილი და რაა გასაკვირი, რომ მადრიდიდან მას სულ უტრიალებდნენ, გადაბირება სურდათ. პირველად „სანტიაგო ბერნაბეუზე" პოლონელით 2013 წელს დაინტერესდნენ. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური...
ორ წუთში წაგებული თამაში
ლუი სინისტერა, ლუი სინისტერა - ერთხმად გამოუშვა ორთქლი 40-ათასამდე როტერდამელმა ქომაგმა და „ფეიენოორდის“ ნაწვალები ის გოლი აღნიშნა, რომელიც მასპინძლებმა „დინამოს“ შესვენებამდე ორი წუთით ადრე გაუტანეს... არადა, რა უდროო იყო...
ჩვენებმა თამაში თითქოს რომ გაათანაბრეს და ერთი-ორჯერ მეტოქის კარისკენ თამამად გასწიეს,...
დემარმა კრისტოფსაც მოუგო და კრისტოფსაც
ასწლიანი და რელიგიური ომებით მრავალჯერ დანგრეული ტრი-სიურ-ბაიზის მთავარი ღირსშესანიშნაობის ნახვა თუ გსურთ სულაც არაა საფრანგეთში ჩასვლა საჭირო. გაცილებით შორს მოგიწევთ გამგზავრება, ატლანტიკის ოკეანის გადაკვეთა და ნიუ-იორკში სტუმრობა. რაოდენ უცანაურიც არ უნდა იყოს იქ არც რაიმე ტილოს და არც ქანდაკების...
ზეიმი პირველი
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეძლო: არა შეუძლებელი, მაგრამ ძნელი. უეფას ერთა ლიგის D-ჯგუფის პლეი-ოფის ნახევარფინალში არ ყოფილა ეპიზოდები, რომლებიც ისტორიას გასწვდება, მაგრამ ესთეტიკას და სილამაზეს დღეს ბელარუსთან დღეის თამაშში ბოლო ადგილი ეჭირა. ნერვული 96 წუთის შემდეგ შედეგი დადგა, რომელმაც...
რეალი – ბარსა 92:91
მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგა მოიგო და სხვადასხვა ტიტულებით პრინციპულ მეტოქე „ბარსელონას“ გადაასწრო. ახლა „რეალს“ 92 ჯილდო აქვს, „ბარსას“ – 91.
სადღეისოდ, რეალის აქტივშია: ესპანეთის 34 ჩემპიონობა, ქვეყნის 19 თასი და 11 სუპერთასი, ლიგის ერთი თასი, 13 ჩემპიონთა ლიგა, შვიდი მსოფლიოს...
გელა – თედო – 8 ქართული ქულა
გასულ უქმეებზე ტოპ 14-ის მე-20 ტური გაიმართა და მასში მონაწილეობა 17-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო.
როგორც წესი, საფრანგეთის ჩემპიონატის ტური არ გადის ქართული ლელოების გარეშე, მაგრამ ამჯერად თავი ჩვენმა დამრტყმელებმა გამოიჩინეს.
მართალია, საფრანგეთის ჩემპიონატის პოტენციურმა ლიდერმა „მონპელიემ“ „კასტრი“ საკმაოდ სხვაობით დამარცხდა (9:25)...
ლელოები და დებიუტი ევროთასებზე
პირველთან შედარებით, სარაგბო ევროტურნირების მეორე ტური უფრო ნაყოფიერი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის, თანაც უმაღლეს დონეზე დებიუტი ლუკა პეტრიაშვილის კვალად, სრულიად ახალგაზრდა ანდრო დვალმაც იზეიმა. არც პრო დ2-ელებმა შეირცხვინეს თავი. დაწვრილებით - ქვემოთ...
ჩემპიონთა თასი
ტური ლონდონში, ადგილობრივი „სეილ შარქსისა“ და „რასინგ-92“-ის დაპირისპირებით...
გოლი, რომელიც მატჩის დაწყებამდე ვნახე
ჯაბა კანკავა ყაზახეთში წავიდა სათამაშოდ... დამენანა... იქამდე ვაკო ყაზაიშვილი დამენანა ამერიკისთვის... „შალკეს“ მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ზურა ხიზანიშვილს ალბანეთში რომ ჩამოაკითხა, ჩვენიანი იგლი ტარესთან ვერაფერს გახდა, რანგნიკი კი მეორე ტაიმს არ დაელოდა, მაშინაც გული დამწყდა... ბოლოს და ბოლოს, კობიაშვილი რომ...
ნამდვილი ეშმაკუნა
მაგუაიერის ტრანსფერი მანჩესტერში ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა ამ გუნდის ქომაგები მაისურზე ინგლისელის გვარს უკვე ამაყად ატარებენ.
არსებობენ ფეხბურთელები, კონკრეტულად რომელიღაც გუნდს რომ შეეფერებიან, ვფიქრობ, ჩვენც საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს.
ფერგიუსონის გუნდში ყოველთვის მიზანმიმართული ბიჭები იყვნენ, ერთ მუშტში გაერთიანება რომ...
თავი 41
ელ კლასიკო მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკრანებს ისეთი ხალხიც მიუსხდება, რომლებმაც ფეხბურთის სამყაროში მხოლოდ ათი გვარი თუ იციან. „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრები ყოველთვის საინტერესოა, დღეს კი, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ორი დიდი კაპიტანისა და ლეგენდის - სერხიო რამოსისა და ლეო...
მესის და რამოსის სიძულვილის ისტორია
ვინ მოთვლის რამდენჯერ გაცხარებულან ერთმანეთზე ლეო მესი და სერხიო რამოსი. ხშირად, ემოცია ზღვარს სცდებოდა. ყოფილა, ერთმანეთზე გაწეულან და ეს ყველაფერი ელ კლასიკოს სდევდა თან.
15 წელიწადი დასდევდა მოედანზე რამოსი მესის და მართალია, როგორც პროფესიონალს არგენტინელის უმაღლესი ოსტატობა შეუძლებელია ვერ შეეფასებინა,...
ზუროსის არაჩვეულებრივი გამოფენა
- ცხვირი გავს?
- მგონი, გავს...
- ნიკაპი?
- ნიკაპიც...
- აბა, რას მერჩით, ბატონო?!
...პაუზა
- არაა, ეგ მაინც არაა ჩემი სიდედრი...
მომკალით და არაა ჩემი საქართველოს ნაკრები ის გუნდი, ესტონეთთან რომ წააგო. განა მეტოქეს არ ვცემ პატივს, მაგრამ საქართველოს ნამდვილ ნაკრებს ესტონელებისთვის „ბურთი თავზე...
ოთხი დუბლი
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მესამე წრე დასრულდა. ლიდერმა „ტორპედომ“ უშუალო კონკურენტ „დილასთან“ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, სტუმრად „თელავს“ მოუგო (2:1) და ახლა უკვე 5 ქულით უსწრებს გორელებს, რომლებიც 2:0 უგებდნენ „კოლხეთს,“ მაგრამ უპირატესობა ვერ შინარჩუნეს და ფრეს (2:2) დასჯერდნენ.
ეს ქუთაისელთა...
ვისი არია აჯობებს?
ევროპამ თავის რჩეული უკვე დაასახელა - „ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი. ორშაბათს, 23 სექტემბერს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს მილანის ლა სკალას თეტრში დაგეგმილ გალა წარმოდგენისას ფიფა გამოაცხადებს. საღამოს დიდი ჰოლანდიელი ფეხბურთელი რუუდ გულიტი და ტელეწამყვანი ილარია დამიკო გაუძღვებიან.
ტრადიციულად,...
დუბლი, რევანში, ავტოგოლი… ყველაფერი თბილისში
მეორე წრის პირველი ტური მშვიდობიანი გამოდგა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც... ამჯერად მოგლეჯილი სკამები ერთმანეთისთვის აღარავის უსვრია, ხოლო ხუთი მატჩიდან სამი ფრედ დამთავრდა.
მორიგი გამარჯვება მიითვალეს ლიდერებმა - „საბურთალომ“ და „დინამომ“. საბურთალოელმა გიორგი კოხრეიძემ „სიონთან“ დუბლი შეასრულა, თანაც ამისათვის სულ ექვწუთიანი...
ფეხბურთი გაზაფხულიდან შემოდგომამდე
არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში მსოფლიო ფეხბურთში სერიოზული რეფორმა განხორციელდეს. თუმცა, რაღა გამორიცხვაზეა საუბარი, როცა ამის შესახებ ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ მონტალიანი ღიად საუბრობს. საქმე ეხება ევროპული და აფრიკული ფეხბურთის გაზაფხული-შემოდგომის ფორმატზე გადასვლას.
კორონავირუსის პანდემიამ წარმოუდგენელი პრობლემები შეუქმნა როგორც ნაციონალურ ჩემპიონატებს,...
მეორე ტური – კონახტთან
შაბათისა და კვირის მიჯნაზე, 0:00-ზე, ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ დაიწყებს ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩს. რიჩარდ კოკერილის გუნდის მეტოქე ირლანდიური ფრენჩაიზი „კონახტია“.
ეს სარაგბო გუნდი საკმაოდ ავტორიტეტულია, ოდესღაც „კელტთა ლიგის“ გამარჯვებულიც ყოფილა, თუმცა დღეს რთულ პერიოდს გადის. შარშანდელი „რაგბის გაერთიანებული...
დიდი საფეხბურთო მაფია
ფეხბურთის ყურება რომ დავიწყე, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ორგანიზაციას ჟოაო აველანჟი ედგა სათავეში. მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ ბრაზილიელი სამართალდამცავების მიერ ძებნილი სეუ ჟოზე სერიოზული მაფიოზი იყო.
მისი მემკვიდრე ფრიად რესპექტაბელური იოზეფ ბლატერი გახდა. მერე? როგორ დაასრულა კარიერა? კორუფციაში ბრალდებით და გადადგომით.
ჯანი...
Россию умом не понять
აქციამ მიზანს უწია. ქართველი ფეხბურთელები გასული ტურის შეხვედრაში მოედანზე წარწერიანი მაისურებით გავიდნენ: „მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყანის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.
რუსეთში კუდი აეწვათ და უეფასაც კი მიმართეს, რომ ქართული კლუბებისთვის ევროტურნირებზე გამოსვლა აეკრძალათ. უეფას პასუხი ლაკონური იყო: „ჩვენი...
ხარაიშვილი – ექვსი წლის შემდეგ
ცოტა უცნაური გამოდგა ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტური. ხუთიდან სამ შეხვედრაში თავიდან ვინც იგებდა, ბოლოს დამარცხდა. ასე იყო „შუქურა“ – „თელავის“ (1:2), „ტორპედო“ – „გაგრასა“ (3:1) და „ბათუმი“ – „სამტრედიას“ (3:2) მატჩებში.
„საბურთალოსა“ და „დილას“ შეხვედრა რუსთავის ტექნიკურ ცენტრში უგოლოდ დასრულდა.
„დინამომ“...
ტორპედო ჩემპიონატს დაუბრუნდა…
სანაკრებო პაუზისწინა ტურს ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ეგ არის, „დილამ“ „ჩიხურას“ გადაუსწრო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა, „ტორპედო“ კი ეროვნულ ლიგაში თითქმის ორთვიანი „ევრომივლინების“ შემდეგ დაბრუნდა.
მივყვეთ თანმიმდევრულად. ტურის პირველი მატჩი პარასკევს გაიმართა ივანწმინდაში. „ჩიხურა“ „დინამოს“ დაუხვდა და 1:2 წააგო....
სარი და შარი
ჯერ სრულად ვერ ასიგრძეგანებს, ალბათ, "ჩელსის" ყოვლისშემძლე პატრონი, გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარის დანიშვნით რამხელა შარში გაჰყო თავი.
სინიორ მაურიციოს კვალიფიკაციასა და საქმისადმი ერთგულებაში ეჭვის შეტანაც კი მკრეხელობა იქნებოდა, მაგრამ აბრამოვიჩი მზად უნდა იყოს, რომ მის გუნდს დამდეგ სეზონში...
როგორ უნდა მოვხვდეთ ევრო 2024-ზე?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მიერ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის სამ ტურში მოპოვებულმა სამმა გამარჯვებამ გულშემატკივარს შეჯიბრების ფორმატისადმი გაუღვივა ინტერესი. ცნობილია, რომ ერთა ლიგიდან გუნდები შეიძლება მოხვდნენ „ევრო 2024"-ის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ კერძოდ როგორ მოხდება ეს? რომელი ნაკრებები მიიღებენ...
პრემიერლიგის დიდი რვიანი
დიდი ლონდონური დაბრუნება. კლუბის ლეგენდა, საუკეთესო ბომბარდირი და თილისმა ფრენკ ლამპარდი „ჩელსის“ მესაჭე გახდა.
ლამპარდი ფრენკ რაიკარდს, პეპ გვარდიოლას, ზინედინ ზიდანს და იმ სხვა ლეგენდებს შეუერთდა, რომლებმაც ის გუნდი ჩაიბარეს, სადაც ფეხბურთელობისას განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ვნახოთ, გაიმეორებს თუ არა იგივეს...
ქართლოსი და თერთმეტი ჯუჯა
კარგი ტურნირია უეფას ერთა ლიგა. იურგენ კლოპმა კი თქვა, სისულელეაო, მაგრამ ვისთვის როგორ. ისინი თავისი ფეხბურთელების ეროვნულ გუნდებში წასვლაზე დარდობენ, ემანდ რამე არ დაიშავონო, მაგრამ ახლა აქეთაც იკითხონ...
ამ ტურნირმა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ახალი, სასიამოვნო ფურცელი გადაშალა. ბევრი რამ პირველად...
ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი – გულით გაკეთებული
„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებულები იცვლებიან, იცვლება სპეციალურად მათთვის დამზადებული ექსკლუზიური პრიზები, აი, მათი შემოქმედი, მოქანდაკე კი უცვლელი რჩება - საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ღირსების ორდენის ორგზის კავალერი გია ჯაფარიძე.
ვეტერანი მორაგბეა, თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი იყო და სსრკ პირველობის მრავალგზის პრიზიორი,...
პოკერი
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 25-ე ტური უხვგოლიანი გამოდგა. ვიხილეთ სეზონის პირველი პოკერიც და სადებიუტო გოლებიც.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ლიდერთა სამეულმა უდანაკარგოდ გაიარა ეს ტური: „დილამ“ „სამტრედიას“ მოუგო (3:2), „ტორპედომ“ – „გაგრას“ (3:0), ხოლო „იბერიამ“ – „კოლხეთს“ (6:2).
ტურის გმირი „იბერიის“ 25 წლის...
და გაზა?
აი, რამდენი რამე ხდება მსოფლიო თასზე და რამდენი განცდა, ტკივილი და სიხარული იფრქვევა ეკრანიდან, მოედანზე და მოედნის გარეთაც უამრავი დიდი და პატარა ამბავი ხდება და მაყურებელს ერთგვარი სევდაც კი იპყრობს ხოლმე, როცა ჯგუფური ეტაპი დასრულდება და მსოფლიო თასის პირველი...
ირაკლი ლილუაშვილი: ჩვენი მიზანი ფეხბურთელებისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევაა
საფეხბურთო საშუამავლო კომპანია „Bene Sport Management“ 2020 წლის 1 ივნისს დაფუძნდა და მას შემდეგ 30 ფეხბურთელთან და 5 მწვრთნელთან გააფორმა ოფიციალური ხელშეკრულება. კომპანია ბაზარზე ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობს, ყოველდღიურად ვითარდება და აქცენტს ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებთან თანამშრომლობაზე აკეთებს. კომპანიის მენეჯმენტის...
ყურადღება! ფეხბურთი წესებს ცვლის!
2 მარტს აბერდინში საფეხბურთო ასოციაციათა საბჭო შეიკრიბა, რომელსაც ერთადერთს ხელეწიფება ფეხბურთის თამაშის წესების შეცვლა. სულ ცვლილება 7 წესს შეეხო და გუნდები, რომლებიც პირველ ივლისამდე ვერ გაითავისებენ ამ ცვლილებებს, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.
1. ხელით შეხება ბურთზე , თუ ამას გოლი...
ჯორი
თუ ვინმეს დღეს თანამედროვე ფეხბურთელი შეიძლება ვუწოდოთ, ალბათ, ეს ბელგიელი კევინ დე ბრუინია. „მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი სწორედ ისაა, ვისაც ყველამ უნდა მიბაძოს, მათ შორის ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, მწვრთნელები კი მათ ყოველდღე უნდა აყურებინებდნენ მის...
სიმძიმე? რამდენიც გინდა!
ლაშა შტანგასთან წყნარი სახით მიდის, გულში და გვერდებზე მჯიღებს არ იბათქუნებს, მოტივაციის ასამაღლებლად ფსიქოლოგები და ქოუჩ-მოტივატორები არ სჭირდება, მისი სიმხნევის მთავარი გარანტი შტანგასთან მისვლამდე რამდენჯერმე გადაწერილი პირჯვარია და ცხადია, გუნდი გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით. გუნდი, რომელმაც კარგად იცის რომელ წუთს...
ქართული ფეხბურთი გაცილებით დიდია…
მძიმე დღეები უდგას საქართველოს. გარშემო უნდობლობაა, დაპირისპირება. ხდება ის, რაც ათა-ბაბადან მოგვდგამს: ნაცვლად იმისა, რომ საქვეყნო საქმე ერთად გავაკეთოთ, ერთმანეთს ვერჩით და შვილებს მომავალს ვუფუჭებთ.
დამძიმდა გული, აიმღვრა გონება. ნეტავ კი ვიყავით ოდესმე ერთსულოვანნი? - კითხულობს სასოწარკვეთილი ქართველი და აღარ...
მოხუცი
პარასკევ დილით, ლონდონის „არსენალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ერთი შეხედვით, მოულოდნელი განცხადება გამოჩნდა - „მეთოფეების“ ოდინდელი მწვრთნელი არსენ ვენგერი წლევანდელი სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს.
ცნობისათვის, 68 წლის ფრანგმა სპეციალისტმა, ქომაგთა დიდი პროტესტის მიუხედავად, კლუბთან შარშან ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამისდაკვალად,...
ძველი ქიშპი გაიხსენეს
კრიშტიანუ რონალდუ და უეინ რუნი ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ქიშპის მოთავე რუნი იყო, რომელმაც თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პორტუგალიელი უნდა გაუშვას. კრიშტიანუმ პასუხი არ დააყოვნა, თუმცა ის უფრო რბილი და ალბათ ირონიულიც იყო. მან ინსტაგრამში დაპოსტა თავისი და რუნის ფოტო,...
გამჭრიახი კვარა, ბომბარდირი ოსიმენი, ბურჯი ლობოტკა და მეთაური სპალეტი
ნეაპოლურმა პორტალმა calcionapoli1926-მა ისტორიული სეზონის დასრულების შემდეგ, „აძურის" ტრიუმფატორი ფეხბურთელების შეფასება გადაწყვიტა. ქვემოთ გთავაზობთ საიტის ნიშნებსა და შეფასებებს.
ალექს მერეტი — 8
სეზონის წინ თითქოს მიდიოდა გუნდიდან, მაგრამ დარჩა და ნიჭი, რომელსაც კოლუმბიელ დავიდ ოსპინასთან კონკურენციაში ბოლომდე ვერ ამჟღავნებდა, სრულად გამოამჟღავნა.
პიერლუიჯი...
„მხოლოდ ამ ფორმისთვის“ – რომაული ბრაზი და სიყვარული
„როდესაც ლონდონი და ბერლინი არ არსებობდა, პარიზი კი მწყემსებს საძოვრად გაეხადათ, რომს იმპერია ჰქონდა“
რომს რომოლუსი და რემუსი არ დაუკარგავს - მხოლოდ მეტამორფოზა განიცადეს. რომაელებს რომ ჰკითხო, ისინი გარიბალდის შვილები არიან - არა იმპერიის, არამედ იტალიის. ამას ამბობენ, თუმც ისევ...
ზიდანი რეალს ჩაძირავს?
უმაგრესი ფეხბურთელი იყო. ყველა დროის საუკეთესო ხუთეულზე არ ვიდავოთ და ათეულში კი ყველა შეიყვანს...
არც მწვრთნელობაშია ჯაბანი: სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება კითხვის ნიშნებს კი ხსნის, მაგრამ ზუსტად მანდ ჩნდება მაგრამები...
ზიდანი „რეალში“ სუპერმწვრთნელის სტატუსით, სუპერხელფასით, ფლორენტინო პერესის სუპერთხოვნებით და სუპერუფლებების გარანტიით...
კვარა, არ კმარა?
„სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად სპორტულ ჟურნალისტთა მიერ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში დარჩა. იმედია, სამუდამოდ არა და მხოლოდ ჯერჯერობით.
ისე, იმედია-მეთქი კი ვამბობ, მაგრამ, ახლა დავფიქრდი, მეტისმეტი ხომ არ მომდის? მე მხოლოდ საკუთარი ფეხბურთმხედველობიდან რაც მგონია მისთვის...
ტაო და 5-გზის აია!
კვირას ავჭალაში დიდი სარაგბო ზეიმი იყო. ჯერ იყო და, თბილისის „არმია“ და ასპინძის „ტაო“ ერთმანეთს დიდი 10-ის საგზურისთვის დაუპირისპირდნენ, მერე კი ქართული სეზონის მთავარი მატჩის დროც დადგა - თბილისის „ლელო-სარასენსი“ ქუთაისის „აიას“ წინააღმდეგ.
ტაო - არმია 26:17
„არმია“ საკმაოდ ცნობილი და...
საჩუქარი ევროპისთვის!
მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე დიდი ხანია ქართული სპორტის გულშემატკივარია. სარბიელის ტრადიციული გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელისა და ვეტერანისთვის პრიზებსაც ის და თემურ ლომიძე ამზადებენ. ამჯერად კი ლევან ვარდოსანიძეს სხვა მიზეზის გამო ვესტუმრეთ და ვესაუბრეთ. მან ხომ ქართულ ფეხბურთს და...
მეშვიდედ – მამაც საკურებთან
შაბათს, 13 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის სერიის მეორე ტესტ-მატჩს გამართავს. 14:05-ზე იაპონიის ქალაქ სენდაიში დაიწყება ბორჯღალოსნებისა და ადგილობრივი „მამაცი საკურების“ რიგით მე-7 შეხვედრა.
უნდა ითქვას, რომ ფიჯის დარად იაპონიაც ერთ-ერთი უხერხული მეტოქეა ჩვენი გუნდისთვის. 2006 წლიდან მოყოლებული 2018-მდე...
ჩოგბურთის ბეთჰოვენი
კორტზე ყოფნისას მას არ აწუხებს გულშემატკივართა ნეგატიური შეძახილები, ის არ ჰყვება პროვოკაციებს, როგორც ეს სხვებს ემართებათ ხოლმე.
ის მშვიდად აგრძელებს თამაშს მაშინაც კი თუ მსაჯმა რამდენჯერმე დაიყვირა ბურთი აუტშიაო. მისი მწვრთნელი, ხოსე ლუი ლოპესი ყოველი მატჩის წინ არბიტრებს აფრთხილებს და...
რევანშები და ძოძუაშვილის პირველი
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 31-ე ტურში ტიტულის მთავარმა მაძიებლებმა „თავიანთი“ 3-3 ქულა მოიპოვეს. ორივემ სტუმრად: „ბათუმმა“ „სამტრედიას“ აჯობა (3:1), „დინამომ“ კი „სამგურალს“ (2:0). მათ შორის სხვაობა ისევ 9 ქულაა.
„დინამომ“ რამდენიმე დღის წინათ (25 ოქტომბერს) ქვეყნის თასის მეოთხედფინალში პენალტებით წააგო „სამგურალთან.“...
ესპანელი ექსპერტი გიორგი მამარდაშვილის შესახებ ინგლისურ გამოცემას ესაუბრა
„წითლების" ბანაკში წყნარი ზაფხული იყო. ახალ მწვრთნელ არნე სლოტს გუნდში ახალი ჯერ არავინ მიუყვანია. ამას „ლივერპულისთვის" პრემიერლიგის სეზონის კარგად დაწყებაში ხელი არ შეუშლია: სლოტის გუნდმა „იფსვიჩ თაუნს" 2:0 მოუგო. თუმცა, იმის გამო, რომ სატრანსფერო ფანჯრით არ ისარგებლეს, მერსისაიდში ერთგვარი...
ბრძოლა ახლა იწყება
საფრანგეთის რანგით მეორე ლიგა პრო დ2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ნაციონალ ლიგაში გავარდნენ, ასევე ცნობილი გახდა, ვინ იბრძოლებს ტოპ 14-ში მოხვედრისთვის.
პირველ-მეორე ადგილებზე „მონ-დე-მარსანი“ და „ბაიონი“ გავიდნენ და ეს გუნდები ტოპ 14-ის საგზურისთვის გასამართ პლეი-ოფში...
ნიკა ამაშუკელი ბობოლათა მარაქაში
ამ რამდენიმე დღის წინ „ვორლდ რაგბის“ ხელმძღვანელობამ საკმაოდ მოულოდნელი და ქართველებისვის მეტად სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო - არბიტრი ნიკა ამაშუკელი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე გასამართ მსოფლიო თასზე მთავარი არბიტრის რანგში იმუშავებს!
ეს ამბავი მართლაც სენსაციურია, რადგან ქართული სარაგბო თემი და...
სად, ვის, რას…
გასულ კვირას „ოქროს მატჩზე“ მისული ხალხი გაკვირვებული დარჩა - საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ახალი ჯილდო ძალიან წააგავდა გერმანული ბუნდესლიგის „ვერცხლის სასალათეს“. მალევე გავიგეთ, რომ ეს ახალი ნაკეთობა ჩემპიონის ფარი ყოფილა, რომელიც ძველი ხევსურული ფარის დეტალებს იმეორებს. ეროვნული ლიგის ვებ-გვერდის ცნობით,...
ატმაზკა
ამას, როგორც ქომაგი, ისე ვწერ. დანიასთან გოლების გამოცნობაზე იყო საქმე, თორემ ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო...
მსაჯის და ერთი პენალტის ბრალი ყოფილა. მეშინია და არ მინდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი დაგვაკარგინოს.
არადა, საქმე...
























































