ლებრონ ჩე
NBA-ში სულ ოთხი ვარსკვლავია, ვისაც თამაშის განზრახ „ჩაშვებაში“ საჯაროდ დასდეს ბრალი.
ელვინ ჰეისი - ისე ნატრობდა მწვრთნელის პოსტიდან ჯეკ მაკმეჰონის გაშვებას, გადამწყვეტ შეხვედრაში ზედიზედ სამჯერ „ვერ დაიჭირა“ ბურთი.
უილტ ჩემბერლენი - 1969 წლის ფინალის მე-7 მატჩში მისი „ტრავმა“ და მარცხის შემდეგ...
აბსოლუტური პროდუქტი
„დორტმუნდმა“ ჰოლანდიელი მწვრთნელი პეტერ ბოში თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ბოლო დროს ჩრდილო რაინ-ვესფალიელები საშინლად გამოიყურებიან. მე-15 ტურში „ვერდერთან“ საშინაო 1:2 საბოლოო წვეთი აღმოჩნდა კლუბის ხელმძღვანელობისთვის. ხუმრობა ხომ არ არის, დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში 30 სექტემბრის შემდეგ აღარ მოუგიათ. ჩემპიონთა...
წერილი თითქმის მასონებზე
რა მოხდებოდა 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „რეალში“ რომ არ გადასულიყო?
სხვანაირი იქნებოდა ცხოვრება. სულ სხვანაირი.
იმ ხალხის ცხოვრებაზე მოგახსენებთ, ვისთვისაც ფეხბურთის სამყარო მნიშვნელოვანია.
ხანდახან ვფიქრობ, რომ კრიშტიანუს ეს ტრანსფერი ჩაუწყვეს, თავს მოახვიეს, გაუჩალიჩეს. თავადაც დაარწმუნეს, რომ მთელი ცხოვრება მადრიდში თამაშზე...
კრიშტიანუმ უგოს წამალი გადააგდებინა
კრიშტიანუ რონალდუმ მეხუთე "ოქროს ბურთი" მიიღო. ის ვარსკვლავია, მდიდარი, წარმატებული, აი, მის უფროს ძმას უგოს კი ბედმა გაცილებით რთული ცხოვრება არგუნა. უგო კრისზე ათი წლით უფროსია. ოდესღაც, უბანში, ბურთს რომ მიიღებდა ისიც ხაზავდა, მაგრამ... 1990-იანი წლების ბოლოს ცოდვას მიეჩვია...
ნუ წამართმევთ ფეხბურთს!
როგორ შეიძლებოდა, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი, შენგელია ტრიბუნიდან გყოლოდა ნანახი და ფეხბურთელობა არ მოგდომებოდა?! ჟანი ლეჟავა ლეგენდა კაცი იყო და ათი წლისა, რადგან ცაცია ვიყავი, მარცხენა მცველობა მარგუნა. ელდეპოზე ბევრი მაგარი ბიჭი გაზარდა ჟანი მასწმა. სამი წლის მერე „სინათლეზე“...
ფრანს ფუტბოლმა ბურთი გაამზადა, რონალდუმ – ბუცი
დღეს პარიზში ოქროს ბურთის 62-ე მფლობელის ვინაობა გაირკვევა. საზეიმო ცერემონიალს საფრანგეთის ნაკრების, „ტოტენჰემისა“ და „ნიუკასლის“ ყოფილი ვარსკვლავი დავიდ ჟინოლა წარუძღვება.
მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთი“ 1956 წლიდან თამაშდებოდა ფრანგული „ფრანს ფუტბოლის“ ინიციატივით. 2010-15 წლებში „ფრანს ფუტბოლი“ საუკეთესოს ფიფასთან ერთად ასახელებდა, შემდეგ კი...
ხვალ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაა, ზოგმა კი შვიდი რამ არ იცის
ხვალ, პარიზში, "ფრანს ფუტბოლის" დაჯილდოებაა. ამბობენ, რომ პრიზს კრიშტიანუ რონალდუს გადასცემენ და პორტუგალიელი "ოქროს ბურთების" რაოდენობით არგენტინელ ლიონელ მესის დაეწევა. "სანის" თქმით, ეს ამბავი ზოგს შეიძლება ახარებდეს, ზოგს არა, მაგრამ ყველაფერი რომ ზუსტად ასე მოხდება ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, არის...
პელე გაზაფხულიდან
ბავშვობაში, 70-იანების ბოლოს, ეზოს ბიჭები ხშირად მივდიოდით ხოლმე კინოთეატრ „გაზაფხულში.“ იქ ისეთ ფილმებს აჩვენებდნენ, რომელიც სხვაგან არ იყო. ერთი ასეთი - „ეს პელეა“ გახლდათ. დასაწყისში ფეხბურთის მეფე პლიაჟზე მირბოდა „პინკ ფლოიდის“ მისტიკური მუსიკის ფონზე. მერე მისი ფანტასტიკური თამაშის ფრაგმენტები...
რამ გაახსენათ საქართველო რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისას?
კრემლში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შესახებ „სარბიელი“ უკვე წერდა. რუსულ მუნდიალამდე ჯერ კიდევ ნახევარი წელიწადია და ამ ხნის განმავლობაში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. ბევრიც ახალი მოხდება. ამჯერად კი პირველ შთაბეჭდილებებზე ვთქვათ და ტურნირის კალენდარსაც გადავხედოთ.
ყველაზე რთული ალბათ D ჯგუფია,...
კაცი, რომელმაც აიღო ყაზანი
საბა კვირკველია
დაიბადა 1992 წლის 6 თებერვალს, სამტრედიაში
სიმაღლე 196 სმ
ცენტრალური მცველი
ახალგაზრდული კარიერა
2009-10 - „ზენიტი“ სანქტ პეტერბურგი
2010-11 - „რუბინი“ ყაზანი
პროფესიონალური კარიერა
2011-2017 „რუბინი“ ყაზანი (87 მატჩი, 3 გოლი)
2017 – „ლოკომოტოვი“ მოსკოვი (19, 2)
ნაკრები
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (6 მატჩი)
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (14 მატჩი)
ეროვნული გუნდი...
ყვირილა vs რიონი
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 2 დეკემბერს გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართება. საჩხერეს „ჩიხურა“ - ქვეყნის ჩემპიონ ქუთაისის “ტორპედოს“ დაიპირისპირდება. ზედიზედ მესამედ, თასის ფინალი თბილისგარეთ ჩატარდება. გადამწყვეტ შეხვედრას შარშან ზესტაფონმა უმასპინძლა, შარშანწინ - ქუთაისმა, წელს კი ეს პატივი გორს...
პატარა ლიგა დიდების თვალით
26.11.17 - ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთმა ფანმა ეს ციფრები და თან, როინ კვასხვაძის ისტორიული ნახტომიც მოიხატა მკერდზე. ეს ერთმა ქომაგმა გააკეთა, მაგრამ ნათლად გამოხატა მთელი ქუთაისის მაჯისცემა – რაც ამ მატჩს წინ უძღოდა, რაც იმ ორი საათის განმავლობაში იყო და...
ტესტები და მოკლე სკამი
ეროვნული ჩემპიონატის წლევანდელი უმაღლესი ლიგა დასრულდა და თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა - გუნდი გიორგი დევდარიანმა დატოვა.
44 წლის დევდარიანი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია, „ლოკომოტივამდე“ სხვა ქართული გუნდებიც გაუწვრთნია - „თბილისი“, თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“, დევდარიანი თავკაცობდა საქართველოს 17 და...
სურენ, ძმა…
ვალიკო მიზანდარისა და რუბიკ ხაჩიკიანის არ იყოს, ქართულ-სომხური ძმობის ამბავს ფეხბურთშიც ვხედავთ. საქართველოს ნაკრების თამაშებს სომეხ მსაჯთა ბრიგადა უძღვება, ხოლო სომხებისას ქართველები. აბა რა გასაკვირი ისაა, მსაჯებს ამხანაგურ შეხვედრებზე მეზობელი ქვეყნიდან თუ იწვევ (ამხანაგური მატჩებისას მათი შერჩევა მასპინძლის პრეროგატივაა)....
ივან რაკიტიჩი: კარგია, რომ სუპერთასზე წავაგეთ
„ბარსელონას“ ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი მიმდინარე სეზონში გუნდის ყველა შეხვედრაში მონაწილეობდა. ის,როგორც ძირითადი შემადგენლობის უმეტესობა მხოლოდ წუხელ დაასვენეს, თასზე, „მურსიასთან“ ("ბარსამ" მოიგო 5:0). რაკიტიჩმა ინტერვიუ მისცა კატალონიაში გამომავალ სპორტულ გაზეთ „MUNDO DEPOTIVO“-ს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
— თქვენ ერთადერთი ბარსელონელი ხართ,...
ცხოვრება ფეხბურთია
ირაკლი მოდებაძე
დაიბადა 1984 წლის 4 ოქტომბერს თბილისში
სიმაღლე: 184 სმ
ამპლუა: თავდამსხმელი
საკლუბო კარიერა
2000-2001 ვალენსია თბილისი 4 (1 გოლი)
2001-2002 მერანი თბილისი 0 (0)
2002-2007 მეტალურგი ზაპორიჟიე 81 (16)
2009 ...
ბორჯღალის ყულფი დრაკონის ყელზე
შეჯამების დროა: საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებში დაამარცხა კანადა და აშშ, ბეწვზე წააგო სტუმრად, უელსთან და ექვსი ერის კარზე ერთხელაც დააკაკუნა კი არა, უკვე ბრახუნზე გადავიდა. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრადიციული სარაგბო ქვეყნების მედია მოზრდილ მიმოხილვებს უძღვნის ბორჯღალოსნების...
გაისტუმრეთ ვალი!
ბევრი დიდი ფეხბურთელი კარიერას სამშობლოში ამთავრებს, მაგრამ ისეთებიც არიან, საპენსიო ასაკში ყატარს, ჩინეთს ან ამერიკას რომ არჩევენ. არჩევანში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ თხოვნა ხომ შეიძლება: ფლეშმობი მოაწყონ ქართველმა ფეხბურთელებმა და დათქვან, რომ კარიერის ბოლო სეზონს საქართველოში გაატარებენ. განსაკუთრებულს არაფერს მოგთხოვთ....
ქუთაისური ამბავი დინამოზე
ძველი ამბავი კი არის, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს. იურგენ კლინსმანს რომელიღაც გერმანულმა გამოცემამ ჩამოართვა ინტერვიუ და ასეთი კითხვაც კი დაუსვა: თბილისის „დინამოში“ გადასვლას ხომ არ აპირებთო.
ეს მაშინ იყო, კლინსმანმა „შტუტგარტის“ შემდეგ მილანის „ინტერში“, „მონაკოში“ და „ტოტენჰემში“ რომ ითამაშა, ქვეყნის...
სად, ვის, რას…
გასულ კვირას „ოქროს მატჩზე“ მისული ხალხი გაკვირვებული დარჩა - საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ახალი ჯილდო ძალიან წააგავდა გერმანული ბუნდესლიგის „ვერცხლის სასალათეს“. მალევე გავიგეთ, რომ ეს ახალი ნაკეთობა ჩემპიონის ფარი ყოფილა, რომელიც ძველი ხევსურული ფარის დეტალებს იმეორებს. ეროვნული ლიგის ვებ-გვერდის ცნობით,...
გოლი, რომელიც მატჩის დაწყებამდე ვნახე
ჯაბა კანკავა ყაზახეთში წავიდა სათამაშოდ... დამენანა... იქამდე ვაკო ყაზაიშვილი დამენანა ამერიკისთვის... „შალკეს“ მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ზურა ხიზანიშვილს ალბანეთში რომ ჩამოაკითხა, ჩვენიანი იგლი ტარესთან ვერაფერს გახდა, რანგნიკი კი მეორე ტაიმს არ დაელოდა, მაშინაც გული დამწყდა... ბოლოს და ბოლოს, კობიაშვილი რომ...
შოკოლადები ლეო მესისთვის
„მარკა“ მადრიდული გაზეთია. ითვლება, რომ ის „რეალის“ მხარდამჭერია, მაგრამ „ბარსელონას“ ვარსკვლავმა, ლეო მესიმ, „ოქროს ბუცის“ დაჯილდოვების ცერემონიალზე მას ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ, ამ საუბრის გადმოქართულებულ ვარიანტს.
— თქვენ ბარსელონაში 13 წლისა, ენთუზიაზმით აღსავსე ჩამოხვედით. დღეს რა დარჩა იმ ბავშვისგან?
— ცხადია, მას...
ვინ ფიქრობს კანკავაზე?
ჯაბა კანკავა რამდენიმე თვის წინ სანაკრებო კარიერას ამთავრებდა. გადაიფიქრა თუ გადააფიქრებინეს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის ვიცით, რომ ამთავრებდა და სხვათაშორის, ამის შესახებ ლევან კობიაშვილმაც თქვა.
ამასობაში კი კანკავა ყაზახეთის „ტობოლში“ გადავიდა. მოგვწონს ეს, ან ეკადრება თუ არა ჯაბას...
ბიჭი ნაგავსაყრელიდან — ნეიმარის ისტორია
ინგლისური "სანის" წერილი ნეიმარის შესახებ ასეთი სიტყვებით იწყება: "ჩვენ ნულიდან არ დაგვიწყია, ჩვენ... მინუს ხუთიდან დავიწყეთ".
უფროსი ნეიმარი ვაჟს ისეთ სიღარიბეში ზრდიდა, რომ იმ ცხოვრების რამენაირად დაკავშირება უმცროსი ნეიმარის დღევანდელ პარიზულ ყოფასთან საოცარ ფანტაზიას მოითხოვს. ნუთუ ეს ერთი და იგივე...
ლოტკინიდან ატლეტიკოს კარამდე
ინტერნეტში ქექვა სპორტული ჟურნალისტის სამუშაოს ნაწილია და რამდენად სასიამოვნოა, როცა სადმე უცხოეთში მოღვაწე შენიანის შესახებ ინფორმაციას გადააწყდები. მერე ეს სიხარული გააორმაგეთ, რადგან საქმე მადრიდის „რეალის“ ფარმკლუბში მოთამაშე ქართველ ბიჭს ეხება. თბილისი პატარაა და ცოტა ხანში მინიმალურად საკმარი ინფორმაცია-კონტაქტიც მზად...
წართმეული ოლიმპიადა და გრძელი მოსახვევი
მაია აზარაშვილის ტალანტი ადრიდანვე შენიშნეს. 18 წლის გოგონა სსრკ-ის უსწრაფეს მორბენლებთან ერთად ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, თუმც პოლიტიკამ სპორტს აჯობა და ვერ წავიდა. მერე მაინც იყო ოლიმპიური კვარცხლბეკი და სხვა ბევრი დიდებული გარბენი - ბევრი მოსახვევი, რომელიც მაია აზარაშვილმა ღირსეულად...
როგორ აჯობა უელსში საქართველომ საქართველოს
მესამე ტაიმი იციან რაგბიში - მეტოქე გუნდების მოთამაშეები, ერთმანეთის დამჩეჩქვავი ბიჭები ერთად სხდებიან, ჭამენ, სვამენ და მხიარულობენ. ეგრე იქნებოდა უელსშიც, შაბათის თამაშის მერე. ჩვენი, ტელევიზორების აქეთ მხარეს მიმჯდარი ხალხის მესამე ტაიმი კი ინტერნეტში გაგრძელდა. სანამ 6 ერის კარზე ვაკაკუნებთ,...
ჩელსი მილიარდიან სტადიონს იშენებს
რამდენიმე წელიწადში ლონდონის „ჩელსის“ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული სტადიონი ექნება. ვარაუდობენ, რომ მშენებლობა დაახლოებით 1 მილიარდი გირვანქა დაჯდება.
თავიდან კლუბის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი პროექტში 500 მილიონის დახრჯვას აპირებდა, თუმცა ჩინელ პარტნიორებთან მოლაპარაკების შემდეგ, სტადიონის კიდევ უფრო გაზრდა და თანხის გაორმაგება გადაწყდა....
გზავნილი კარდიფიდან: ვთამაშობთ კარის გაღებამდე!
დღეს იქნებ ისე ძალუმად მივაწვეთ ექვსი ერის ჩარაზულ კარს, რომ ყინჩ ევროპელებს კარის გახსნა ვაიძულოთ. „თიბისი რაგბის სერიების“ მეორე ტესტ-მატჩში „ბორჯღალოსნები“ კარდიფში შეერკინებიან უელსს და, გავიხსენოთ, რომ აქამომდე სატესტო შეხვედრებში ქართველ მორაგბეებს ასეთი ბობოლა მეტოქე ერთ-ორჯერ თუ ჰყოლიათ.
უელსამდე საქართველოს...
მაკარიძე – მეკარის მზე
საქართველოს ნაკრების 27 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის „მორეირენსეში“ ირიცხება. უბრალოდ, ირიცხება და მეტი არაფერი. წინა სეზონში გუნდის გამორჩეული სახე იყო, მაგარ გუნდებსაც სურდათ, დღეს კი უთამაშებელია. მინდორს კი არა, სათადარიგოებსაც არ აკარებენ.
სხვა რას უნდა დააბრალო ეს ფაქტი, თუ...
solo catenaccio ანუ რა მოუვიდა იტალიის ნაკრებს?
2000 წლის 29 ივნისს ჰოლანდიაში გახლდით, „ამსტერდამ არენაზე“, დღეს იოჰან კრუიფის სახელს რომ ატარებს. მაშინ, სულ ოთხი წლის აშენებული იყო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს მასპინძლობდა: ჰოლანდია იტალიას ხვდებოდა. მახსოვს, ნაგებობამ შთაბეჭდილება მოახდინა — ტრიბუნები ადგილობრივი არქიტექტურის კანონთა შესაბამისად, ლამის...
ჰეი, ქინქი!
სწორედ ათი წელიწადი გასულა მას შემდეგ, რაც გიო ქინქლაძე ინგლისის სტადიონებზე დათარეშობდა და „მანჩესტერ სიტის“ ისტორიას ქმნიდა. კლუბისთვის ცუდ დროს იყო იქა და ამანაც არია საქმეები, მაგრამ აბა ქაღალდს ჩახედეთ: სამ სეზონში 106 მატჩი ითამაშა სიტიში და აქედან 105...
პატარა გენიოსი
1988 წელს გიო ქინქლაძე თბილისის "მრეტებში" თამაშობდა. 16 წლის ბიჭი ბუბა ტყავაძეს ფლეიმეიქერობას ეცილებოდა.
თამაშს არ ვაცდენი. ლამის „დინამო“ დამავიწყეს. ამ ორის გარდაც სულ ჯიგრიანი ბიჭები ჰყავდათ...
უბანში ძმაკაცებს ვეხვეწებოდი, წამოდით სტადიონზე - მესხის მერე რომ არ დაბადებულა, ისეთი ბიჭი დაბადებულა...
მე ვარ სანე!
დღეს, 21 წლის ლეროი სანე გერმანიის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. შარშან, აგვისტოში ის „სიტიმ“ 55 მილიონ ევროდ შეიძინა „შალკედან“. წლეულს კი, სანე ლამის საუკეთესო გახდა გუნდში. ფრანგულმა „ფრანს ფუტბოლმა“ მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ჩვენი მკითხველისთვის უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო, ცოტა...
კალათბურთი ახალი თავისთვის ემზადება
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ვეტერანი კალათბურთელი პაატა გურასპაული ემზადება. მას განაცხადი უკვე მზად აქვს და ფედერაციის გამგეობას დასარეგისტრირებლად 15 ნოემბერს ჩააბარებს. პაატა გურასპაული ამჟამად სილქ ტვ-ის კალათბურთის რედაქციის რედაქტორიგახლავთ. ის ხელმძღვანელობს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირს, რომელის...
ცისფერჩაფხუტიანი ნაკრები
თამაშის დასრულებამდე სამი წუთი რჩება... ფრეა... მწვრთნელს მოედანზე ორი შემტევი გამოჰყავს... შესაცვლელი ფეხბურთელი წუთნახევარს ანდომებს მოედნიდან გასვლას. თან საკუთარ თავს ტაშს უკრავს. აშკარაა, რომ მთავარი მიზანი არწაგებაა. პრობლემაც მანდ იმალება. არწაგება უკვე შედეგია და ლამის სიამაყით აღიქმება. „დასტოინი“ წაგებაზე...
გადასვლა
ახალგაზრდულ ფეხბურთზე გამახსენდა და ზოგადად, გავრცელებული ამბავია: ფენომენი ბავშვები დიდობაში საერთოდ ვეღარ თამაშობენ, ფენომენი ყმაწვილები ჩვეულებრივი მოთამაშეები ხდებიან, ან საერთოდაც იკარგებიან და მხოლოდ ერთეულები იზრდებიან, სწრაფად ვითარდებიან და სიყმაწვილის ვარსკვლავობა სიჭაბუკეში გადააქვთ, იქედან კი დიდ ფეხბურთშიც და დიდ ვარსკვლავებად...
ფეხბურთის კაცი!
თორნიკე ოქრიაშვილი
დაიბადა 1992 წლის 12 თებერვალს რუსთავში
სიმაღლე: 181 სმ; წონა: 71 კგ
ამპლუა: ნახევარმცველი
კლუბი: კრასნოდარი (რუსეთი)
საკლუბო კარიერა:
2008 ოლიმპი
2009-2010 გაგრა (23 მატჩი, 1 გოლი)
2010 შახტარი 2, უკრაინა (13 მატჩი, 3 გოლი)
2010-2014 ილიჩოვეცი, უკრაინა (57 მატჩი, 4 გოლი)
2014 ჩერნომორეცი, უკრაინა (10 მატჩი,...
ბუნტისთავი
საინტერესო ჯეელია ბრაზილიელი ნეიმარი. სულ სამი თვეა ბარსელონადან პარიზში გადაბარგდა და მის გარშემო მითქმა-მოთქმა წუთითაც არ წყდება. ხან კარგი ამბებია, ხან ცუდი, მაგრამ ყოველდღე რაღაც არის. ალბათ „ასეთი უნდა იყოს“ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი.
ჩანს, „პარი სენ ჟერმენში“ ის საკუთარ კანონებს...
მესი – არგენტინის ნაკრებზე, დიბალაზე, აგუეროზე…
ლეო მესის დარი ფეხბურთელების ხშირი ინტერვიუებით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის დრამატული შესარჩევი კამპანიის შემდეგ პრესასთან უფრო გახსნილები გახდნენ. ლეომ კი TyC Sports-ს მისცა ინტერვიუ, რომლის თარგმანსაც აქვე გთვაზობთ...
არგენტინის ნაკრების შესარჩევი ციკლის შესახებ
ჩვენ მეტი ვიწვალეთ, ვიდრე საჭირო...
ლაშა ტალახაძის ზღაპარი: რეკორდი იყო და არა იყო…
ორიოდ დღის წინ დუშეთში გამართულ საქართველოს ძალოსანთა ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი კი დაამყარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს რეკორდი რეკორდად არ ითვლება. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტით, შეჯიბრებას, სადაც რეკორდი დაფიქსირდება, საერთაშორისო არბიტრიც უნდა ესწრებოდეს, დუშეთში კი IWF-დან არავინ ყოფილა......
არმაზიდან კარლაილამდე
ახალგაზრდა ჟურნალისტებთან ვიკამათე იმ დღეს. კარგ, ნიჭიერ ბიჭებთან, მაგრამ სტადიონზე მხოლოდ ეროვნული ნაკრების ან ევროტურნირების მატჩებზე რომ დადიან...
წელიწადში ხუთჯერ გამოსდით. ზიან კომპიუტერთან და "ბარსაზე" გიჟდებიან... „რეალს“ ფანობენ... „ბაიერნზე“ ეკეტებათ...
მზა სტატისტიკას და კომენტარს როცა გაწვდის ინტერნეტი, ადვილია... შენ წადი, მცხეთის...
ლევან კობიაშვილი: სტანდარტს ფეხბურთში აწესებს გულშემატკივარი
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ინტერვიუ დისკუსიას ემსგავსება, დაახლოებით ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ვესტუმრე... ინტერვიუს სტრუქტურა ზოგჯერ არ არის სტანდარტული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებს გავცდით, უბრალოდ, ქართულ ფეხბურთში ბევრი...
ინგლისური რევანში და იმედი
საინტერესო ამბები ხდება ბოლო დროს. ინგლისელებმა, რომელებიც 1966 წლის მერე სანაკრებო დონეზე ვერაფერი შვილები იყვნენ, უცებ ლამის ყველაფერი მოიგეს...
წლეულს მაისში 20 წლამდელმა „ახალგაზრდა ლომებმა“ კორეული ტურნირის ფინალში ვენესუელას სძლიეს და ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. მერე, ივლისში, 19-წლამდელებმა საქართველოში...
მეფე მოკვდა? ყველა მეფე ცოცხალია!
ჩემს ბავშვობაში, თბილისში, ყველა მეწაღეს და ყველა ტაქსისტს პელეს სურათი ჰქონდა გამოკრული. სად შოულობდნენ არ ვიცი, მაგრამ რომ ჰქონდათ, ფაქტია. პელე ყველას უყვარდა. ყველას უყვარდა ბრაზილია — დიდი, ვავა, ნილტონ და ჯალმა სანტოსები, რასაკვირველია გარინჩა. ჩვენი ხალხი ბრაზილიელებთან რაღაცნაირ...
ბეზინგენელი მემკვიდრე
იოზუა კიმიხი „ბაიერნისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან მიმდინარე სეზონში კლუბის 15-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, თანაც 13-ში თავიდან ბოლომდე ითამაშა. 22 წლის ფეხბურთელი არც გერმანიის ნაკრებში ჩაიკარგა, სეზონის დასაწყისში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ფილიპ ლამის შემცვლელი იყო, ამჟამად კი თავადაა ამ ამპლუის...
და გაზა წოლილა სამ მის მსოფლიოსთან?
ჩრდილოირლანდიელი ვარსკვლავი, 1968 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბი, ფინტის, ლოთობის და მექალთანეობის ლეგენდა ჯორჯ ბესტი (1946-2005) გამონათქვამებთაც გამოირჩეოდა. გთავაზობთ „მეხუთე ბიტლის“ რამდენიმე მოსწრებულ ფრაზას.
***
ასარჩევად რომ მქონოდა „ენფილდზე“ ხუთი კაცის მოტყუება და 35 მეტრიდან გოლის გატანა ან...
ნისლში დანახული ანა ფრანკის სახე
სწორედაც რომ მჭადი და ყველივითაა ეს დალოცვილი ფეხბურთი და გულშემატკივარი,ორივე ძნელად წარმოსადგენია ერთმანეთის გარეშე. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც ხდება. აგერ, ამას წინათ, სეპარატისტულ რელსებზე შემდგარი კატალონიის გამო, ბარსელონა ლას პალმასს უმაყურებლოდ გაუსწორდა. ისიც მართალია, ქართულ მოედნებზე(ან მათ მსგავსზე) უფრო...
ძნელი საქმეა ინგლისელობა
ოდესღაც, როდ სტიუარტმა და „როლინგების“ რონ ვუდმა ერთად დაწერეს სიმღერა: Every Picture Tells a Story. და მართლა ასეა, ყველა ფოტო რაღაც ამბავს გვიყვება. იყო და არა იყო რა...
ინგლისური „დეილი მეილის“ ავტორმა, მაიკლ უოქერმა კი როკმენების სიტყვებს ლამაზად დასძინა, ფოტო...
რევანში ერევანში
ბოდიშს ვიხდი ამ გენიალური სათაურის ავტორის წინაშე. ასე, 35 წლის წინ „ლელოში“ მოკლე მიმოხილვა დაიწერა „არარატი“ – „დინამოს“ მატჩის შესახებ. ახლა ძნელია ამის აღქმა, მაგრამ მაშინ ერევნისა და თბილისის საფეხბურთო ჯახები არცერთ „ბარსა“ – „რეალს“ ან სხვა კლასიკურ დერბის...
























































