„ვხედავ, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, კობა იქნება ეს თუ სანდრო, პრობლემა არის ლევან კობიაშვილი. პრობლემა არის რომ ფედერაციის პრეზიდენტი არის ლევან კობიაშვილი, თორემ მათი ანალიზი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არაადეკვატურია, რაც საწყენია ასეთი კომპეტენციის ადამიანებისგან…“ – რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის სიტყვებია, რომელიც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა.

გამარჯობა, ძვირფასო მკითხველო, მე „სარბიელის“ ჟურნალისტი კობა ინასარიძე ვარ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვების პირდაპირი ადრესატი…

ლევან კობიაშვილის გაღიზიანება კი ჩემმა პოზიციამ გამოიწვია, რომელიც იმავე ტელეკომპანიის მომზადებულ სიუჟეტში დავაფიქსირე:

„შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ორი-სამი თვით ადრე მწვრთნელების შეცვლა იმის გამო, რომ ისინი ძველი ფედერაციის დანიშნულები იყვნენ, ჩემთვის მიუღებელია. მით უმეტეს, რომ ამ ცვლილებების შემდეგ კატასტროფული შედეგი მივიღეთ.  ასაკობრივი ნაკრებები უღიმღამოდ თამაშობენ, უღიმღამოდ კი არა, საერთოდ ფეხბურთს თამაშობენ თუ არა, ძნელი სათქმელია. ახალგაზრდული ნაკრების მაგალითზე ვთქვათ: სამი შესარჩევი მატჩი ჩაატარა ახლახან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა და ამ სამიდან ერთი 2:5 წააგო, მეორე 0:3 და ფარერებთან სრულიად სამარცხვინოდ – 1:3. აი, ამის იქით კი რაზე უნდა იყოს ლაპარაკი, ჩემთვის გაუგებარია“.

აქვე ავღნიშნოთ, ორივე შემთხვევაში, რესპოდენტის სატელევიზიო სტილი დაცულია. თემა: ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებები.

ბატონ ლევანს, მე ფაქტებით ვუპასუხებდი. დანარჩენის ანალიზსა და არაადეკვატურობის ხარისხის გარჩევას მკითხველს და შედეგებით გულდათუთქულ ქომაგს მივანდობდი…

ბოლო დროს ფედერაციის პრეზიდენტი ხშირად ახსენებს სტატისტიკას, ხოლო წაგებული მატჩების ერთ-ერთ მიზეზად წამყვანი ფეხბურთელების არყოფნა მოჰყავს. აქაც მოკლედ და მოკრძალებით ვიტყვი, რომ წამყვანი ფეხბურთელების დანაკლისი საქართველოს (და არა მხოლოდ) ნაკრებს ყოველთვის ექნება. თავად ფეხბურთელი იყო და სხვამ თუ არა, მან უნდა იცოდეს, რომ ტრავმიანობის, დისკვალიფიკაციისა და სხვა მიზეზების გამო ნაკრები, როგორც წესი, 100-დან 99 მატჩში ნაკლული არის ხოლმე და უფერული თამაშების ამ მიზეზით გაფერადება, უხერხული მდგომარეობიდან თავის გამოსაყვანად,  ნამდვილად არ გამოდგება. რაც შეეხება სტატისტიკას, ის აგერ, თქვენს წინაშეა და მოდი, ახლა, ერთად დავთვალოთ.

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე 2015 წლის 3 ოქტომბერს აირჩიეს. მას შემდეგ საქართველოს ეროვნულმა, 21, 19 და 17-წლამდელთა ნაკრებმა, ერთად აღებული, 28 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მშრალი სტატისტიკა კი ასეთია:

ეროვნული ნაკრები

ოფიციალური: 10 თამაში, 0 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება

ამხანაგური: 8 თამაში, 3 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება

29.03.16          ამხანაგური     საქართველო 1:1 ყაზახეთი

27.05.16          ამხანაგური     სლოვაკეთი 3:1 საქართველო

03.06.16          ამხანაგური     რუმინეთი 5:1 საქართველო

07.06.16          ამხანაგური     ესპანეთი 0:1 საქართველო

05.09.16          შესარჩევი       საქართველო 1:2 ავსტრია

06.10.16          შესარჩევი       ირლანდია 1:0 საქართველო

09.10.16          შესარჩევი       უელსი 1:1 საქართველო

12.11.16          შესარჩევი       საქართველო 1:1 მოლდოვა

23.01.17          ამხანაგური     უზბეკეთი 2:2 საქართველო

25.01.17          ამხანაგური     იორდანია 1:0 საქართველო

24.03.17          შესარჩევი       საქართველო 1:3 სერბეთი

28.03.17          ამხანაგური     საქართველო 5:0 ლატვია

07.06.17          ამხანაგური     საქართველო 3:0 სენტ კიტსი და ნევისი

11.06.17          შესარჩევი       მოლდოვა 2:2 საქართველო

02.09.17          შესარჩევი       საქართველო 1:1 ირლანდია

05.09.17          შესარჩევი       ავსტრია 1:1 საქართველო

06.10.17          შესარჩევი       საქართველო 0:1 უელსი

09.10.17          შესარჩევი       სერბეთი 1:0 საქართველო

 21-წლამდელთა ნაკრები

 ოფიციალური: 6 თამაში, 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება

ამხანაგური: 6 თამაში, 2 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება

23.03.16          ამხანაგური     საქართველო 4:0 სან მარინო

28.03.16          ამხანაგური     საქართველო 3:3 უკრაინა

03.06.16          შესარჩევი       შვედეთი 3:2 საქართველო

01.09.16          შესარჩევი       ესტონეთი 0:1 საქართველო

06.09.16          შესარჩევი       საქართველო 2:2 ხორვატია

06.10.16          ამხანაგური     საფრანგეთი 5:1 საქართველო

22.03.17          ამხანაგური     საქართველო 3:1 ისლანდია

25.03.17          ამხანაგური     საქართველო 4:4 ისლანდია

08.06.17          ამხანაგური     ბულგარეთი 1:0 საქართველო

01.09.17          შესარჩევი       საქართველო 0:3 პოლონეთი

06.10.17          შესარჩევი       დანია 5:2 საქართველო

10.10.17          შესარჩევი       ფარერები 3:1 საქართველო

19 – წლამდელთა ნაკრები

 ოფიციალური: 6 თამაში, 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება

ამხანაგური: 12 თამაში, 5 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება

01.03.16          ამხანაგური     მონტენეგრო 2:0 საქართველო

24.03.16          II შესარჩევი    ინგლისი 2:1 საქართველო

26.03.16          II შესარჩევი    ესპანეთი 1:1 საქართველო

29.03.16          II შესარჩევი    საქართველო 1:2 საბერძნეთი

02.09.16          ამხანაგური     საქართველო 1:1 ლიტვა

04.09.16          ამხანაგური     საქართველო 3:0 ლიტვა

10.10.16          ამხანაგური     საქართველო 0:1 სერბეთი

09.11.16          ამხანაგური     საქართველო 0:3 ესპანეთი

11.11.16          ამხანაგური     საქართველო 0:4 საფრანგეთი

14.11.16          ამხანაგური     საქართველო 0:1 ჰოლანდია

27.03.17          ამხანაგური     საქართველო 1:0 რუსეთი

02.07.17          ევრო U-19      საქართველო 0:1 პორტუგალია

05.07.17          ევრო U-19      საქართველო 2:1 შვედეთი

08.07.17          ევრო U-19      ჩეხეთი 2:0 საქართველო

30.08.17          ამხანაგური     ალბანეთი 1:0 საქართველო

01.09.17          ამხანაგური     ალბანეთი 0:1 საქართველო

08.10.17          ამხანაგური     საქართველო 2:1 ფინეთი

10.10.17          ამხანაგური     საქართველო 2:0 ფინეთი

17-წლამდელთა ნაკრები

ოფიციალური: 6 თამაში, 0 მოგება, 0 ფრე, 6 წაგება

ამხანაგური: 27 თამაში, 14 მოგება, 3 ფრე, 10 წაგება

18.01.16          განვითარების თასი   საქართველო 5:4 მოლდოვა

19.01.16          განვითარების თასი   საქართველო 0:1 ფინეთი

21.01.16          განვითარების თასი   უკრაინა 1:3 საქართველო

23.01.16          განვითარების თასი   საქართველო 1:0 ირანი

24.01.16          განვითარების თასი   საქართველო 2:1 ლიტვა

01.03.16          ამხანაგური                  საქართველო 4:1 სომხეთი

03.03.16          ამხანაგური                  საქართველო 3:0 სომხეთი

15.03.16          II შესარჩევი                 ბოსნია 2:1 საქართველო

17.03.16          II შესარჩევი                 რუსეთი 1:0 საქართველო

20.03.16          II შესარჩევი                 საქართველო 0:1 იტალია

21.08.16          ამხანაგური                  საქართველო 3:1 აზერბაიჯანი

23.08.16          ამხანაგური                  საქართველო 4:1 აზერბაიჯანი

30.08.16          სირენკას თასი            საქართველო 3:1 ჩრდილოეთ ირლანდია

01.09.16          სირენკას თასი            საქართველო 0:0 რუმინეთი

03.09.16          სირენკას თასი            ფინეთი 3:0 საქართველო

28.09.16          I შესარჩევი                  საქართველო 0:1 ბულგარეთი

30.09.16          I შესარჩევი                  საქართველო 0:2 ფინეთი

03.10.16          I შესარჩევი                  შვედეთი 4:0 საქართველო

16.01.17          მინსკის ტურნირი      საქართველო 0:4 ისრაელი

18.01.17          მინსკის ტურნირი      საქართველო 1:4 ლიტვა

19.01.17          მინსკის ტურნირი      საქართველო 1:2 უკრაინა

21.01.17          მინსკის ტურნირი      საქართველო 3:0 სომხეთი

22.01.17          მინსკის ტურნირი      ლატვია 5:2 საქართველო

17.08.17          ბანიკოვის თასი          საქართველო 4:0 ბელარუსი

18.08.17          ბანიკოვის თასი          საქართველო 3:2 უკრაინა

20.08.17          ბანიკოვის თასი          ესტონეთი 1:2 საქართველო

21.08.17          ბანიკოვის თასი          საქართველო 4:1 ისრაელი

04.09.17          პრეზიდენტის თასი   საქართველო 5:0 ალბანეთი

05.09.17          პრეზიდენტის თასი   საქართველო 7:1 ყირგიზეთი

07.09.17          პრეზიდენტის თასი   ყაზახეთი 4:4 საქართველო

08.09.17          პრეზიდენტის თასი   საქართველო 1:1 რუსეთი

01.10.17          ამხანაგური                  საქართველო 1:2 ბელარუსი

03.10.17          ამხანაგური                  საქართველო 1:2 ბელარუსი

და ბოლოს, მოგებულ-წაგებული მატჩების (ოთხივე ნაკრების ოფიციალური შეხვედრები) პროცენტული წილიც ვნახოთ და ვგონებ, ყველაფერი გასაგები გახდება:

მოგება – 7.14%,  ფრე – 25%,  წაგება – 67.86%

ან ასე ვთქვათ,

ოთხივე ნაკრები 28 ოფიციალურ შეხვედრაში:

2 მოგება, 7 ფრე, 19 წაგება

ერთიც, ბატონო ლევან, პრობლემა თქვენი პრეზიდენტობა არა, აი, ეს არის:

ფარერების კუნძულები 3:1 საქართველო

წილი
წინა სტატიადღეს ვინ მოიგებს, სიმეონ!
შემდეგი სტატიაიუვენტუსი ორი წლის შემდეგ შეჩერდა
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.