მადრიდის „რეალი“ ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეს წითელ ბარათს გაასაჩივრებს ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩში „ატლეტიკოსთან“ 3:2 გამარჯვების შემდეგ.
კლუბი გაძევებას გაუმართლებლად მიიჩნევს, ხოლო მოთამაშის მიერ ჩადენილ ქმედებას მხოლოდ ყვითელი ბარათის საფუძვლად.
ურუგვაელმა 77-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო სტუმარი ფეხბურთელის, ალექს ბაენას ფეხზე დაბიჯებისთვის. ოფიციალურ ოქმში მსაჯმა ხოსე მუნუერა მონტერომ დაწერა, რომ ვალვერდე მოედნიდან გააძევეს ბურთისთვის მიუწვდომელ ადგილას მოწინააღმდეგის მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო. თუ ეს ინტერპრეტაცია დაკმაყოფილდება, ვალვერდეს შეიძლება ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისროს.
ესპანეთის ლიგის 29 მატჩის შემდეგ, მადრიდის „რეალს“ 69 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილზეა. „ატლეტიკო“ 57 ქულით – მეოთხეზე.






