მთავარი სიახლეები

სიახლეები

საწვრთნელი ბაზა აეროპორტთან გადააქვთ?

აურელიო დე ლაურენტისი „ნაპოლისთვის" ახალი სტადიონისა და საწვრთნელი ცენტრის აშენებას აპირებს. „აძურის" პატრონი უკვე რამდენიმე თვეა ადგილების შერჩევით არის დაკავებული. ადრეც დაგვიწერია, რომ სტადიონის აშენებას ბიზნესმენი აპირებს ქალაქის იმ რაიონში, რომელსაც ბანიოლი ეწოდება, სპორტული ცენტრისთვის კი მას რამდენიმე შეთავაზება...

რანგნიკი ბაიერნში?

„ბაიერნმა“, შესაძლოა, მალე მიაღწიოს შეთანხმებას ცნობილ სპეციალისტ რალფ რანგნიკთან, რომელიც ამჟამად ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობს. Bild-ის ცნობით, რანგნიკი მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელობის ფავორიტია. მხარეებს შორის შეთანხმება არაა გამორიცხული მიმდინარე კვირაში დასრულდეს. რანგნიკს კარიერაში რამდენიმე კლუბი გაუწვრთნია. ბოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ, რომელიც 2022...

ლაკონიურად: 1982

გულშემატკივარს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ „იუვენტუსის" მეპატრონე არის ანიელების ოჯახი, ხოლო მისი ახლანდელი თავი 48 წლის ანდრეა ანიელი გახლავთ ტურინული კლუბის მმართველთა თავმჯდომარე. სწორედ ანდრეა ანიელიმ დაწერა X-ზე ანუ ყოფილ ტვიტერზე პოსტი, რომელსაც უკვე მილიონ ნახვაზე მეტი აქვს....

ეს მე ვთამაშობდი მამაშენთან ერთად

ლეგენდარული რობერტო ბაჯო არა მარტო სამშობლოში, არამედ მთელს მსოფლიოში გულშემატკივრის ყველაზე საყვარელ იტალიელ ფეხბურთელად რჩება. Sportweek-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან შესანიშნავ თავდამსხმელთან, აწგარდაცვლილ ჯანლუკა ვიალისთან დაკავშირებული ემოციური ეპიზოდი გაიხსენა. „ამ ამბავმა, რომელიც ანდრეა პირლოს გამოსათხოვარ მატჩზე მოხდა, ჩემზე ძალიან იმოქმედა. ის...

ინტერმა სკუდეტო მოიგო

„ინტერმა" „მილანს" 2:1 მოუგო და იტალიის ჩემპიონი გახდა. სიმონე ინძაგის გუნდი მიუწვდომელია. ეს „ნერაძურის" ისტორიაში მეოცე სკუდეტოა, რომლის მოპოვებასაც „დერბი დელა მადონინაში" გამორჩეული ლაზათი ჰქონდა. გასულ სეზონში „ნაპოლიმაც" ადრე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ეს ერთი წლის წინ, 23 აპრილს, ტურინში „იუვენტუსთან"...

ლევერკუზენის 45

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის მატჩში ერთმანეთს „დორტმუნდი“ და „ლევერკუზენი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი 1:1 დასრულდა. ამრიგად, ჩაბი ალონსოს გუნდს ყველა ტურნირზე 45 მატჩიანი წაუგებელი  სერია აქვს - 38 მოგება და 7 ფრე, რაც ტოპ 5 ჩემპიონატის რეკორდია. წინა „იუვენტუსს“ ეკუთვნოდა - 43 თამაში...

ჩავი და უსამართლობის შეგრძნება

ლა ლიგის 32-ე ტურში „რეალმა" შინ დაამარცხა „ბარსელონა" 3:2. სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. „ბარსელონას" თავკაცმა ჩავიმ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად ცუდ მსაჯობაზეც ილაპარაკა. თამაში ძალიან გაწბილებული ვარ. როგორ გინდა ჩვენ ლიგას მსოფლიოში საუკეთესო დავარქვათ? ყველამ დაინახა, რომ...

ვალენსიამ ცუდად ითამაშა, მაგრამ ბარახას გული არ გაუტეხავს

„ვალენსიამ" ევროთასებზე გამსვლელი ადგილის მოპოვებაში კონკურენტ „ბეტისთან" ქულები დაკარგა — შინ 1:2 წააგო. მეტოქემ „ღამურებს" აჯობა. ამ შეხვედრაში მასპინძლების ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა კარის დაცვა ვერ შეძლო. მართალია გაშვებული გოლები მისი ბრალი არ ყოფილა, მაგრამ შედეგი სამწუხარო გამოვიდა. შეგახსენებთ,...

ამ ნაპოლიდან მხოლოდ სამი კაცი უნდა დარჩეს!

„ემპოლისთან" 0:1 მარცხის შემდეგ პორტალ calcionapoli24-ზე გამოქვეყნდა სალვიო პასანტეს წერილი, რომელშიც ავტორი საინტერესოდ მიმოიხილავს „ნაპოლის" მდგომარეობას, აურელიო დე ლაურენტისის მიერ ფულის დაზოგვის გამო დაშვებულ უხეშ შეცდომებს და სხვა საკითხებს, თუმცა ჩვენ ამ წერილს სხვა მიზეზით მივაქციეთ ყურადღება. ჩვენ მისმა...

შეფასებები: ხვიჩასგან ეს საკმარისი არ არის

„ნაპოლიმ" ემპოლიში სავარაუდოდ სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და 0:1 წააგო. ხვიჩა კვარაცხელიამ 72 წუთი ითამაშა. გთავაზობთ, თუ როგორ შეაფასეს ქართველის მოქმედებები იტალიურმა საიტებმა. calciomercato — 5.5 თავიდან ფრთაზე დაიწყო, მაგრამ სივრცე ვერ იპოვა და ცენტრისკენ დაიწყო შესვლა, სადაც ორიოდ...

ნაგელსმანი და ბუნდესგუნდი – ერთად 2026 წლამდე

გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურის განცხადებით, ბუნდესგუნდის მთავარ მწვრთნელთან, იულიან ნაგელსმანთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა, შესაბამისად, გერმანიის ნაკრებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც ნაგელსმანი მოამზადებს. შეგახსენებთ, რომ 36 წლის სპეციალისტმა გერმანიის ნაკრებიშარშან სექტემბერში ჩაიბარა, მას შემდეგ რაც საფეხბურთო კავშირმა დაკავებული თანამდებობიდან ჰანსი...

იტალიას ჩემპიონთა ლიგაში მეხუთე გუნდის ეყოლება

სერია A-მ ჩემპიონთა ლიგაში მეხუთე გუნდის გაყვანის უფლება მოიპოვა. უეფას რეიტინგის პირველი ორი პოზიციისთვის ბრძოლაში იტალიამ წარმატებას მიაღწია. ეს კონფერენციისა და ევროპის ლიგებში „ფიორენტინასა" და „ატალანტას" გამარჯვებებმა განაპირობა. ფლორენციელებმა ჩეხეთის „ვიქტორია პლზენს" მეოთხედფინალში, საპასუხო შეხვედრის დამატებით დროში 2:0 მოუგეს,...

რატომ გახდება კონტე ნაპოლის მწვრთნელი?

ვინ გახდება „ნაპოლის" მომავალი მწვრთნელი? ჟურნალისტმა და კომენტატორმა რაფაელე აურიემამ რადიო CRC-ს პროგრამა Si Gonfia la Rete-ში ანტონიო კონტეს ვარიანტი განიხილა. მან თქვა: „კონტე ჩირო ფერარას დაუკავშირდა და ასისტენტობა სთხოვა, ეს კი უკვე იმის მანიშნებელია, რომ ის მუშაობის დაწყებას აპირებს....

თამაში გადარჩენაზე

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ სიტის“ (1:1, 4:3 პენალტებით) დამარცხებაზე კომენტარი გააკეთა. „როგორ ავხსნა ეს ყველაფერი? კარგად დავიწყეთ, წინ გავედით, შემდეგ კი გადარჩენისთვის ბრძოლა და გაძლება მოგვიწია. „სიტი“ ბურთს აკონტროლებდა, რადგან ჩვენ ძალიან...

რეალი ხომ არასდროს კვდება

მანჩესტერში, „ეტიჰედ სთედიუმზე", ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „რეალმა" „სიტი" პენალტებში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ბაიერნს" შეხვდება. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მადრიდელებს მოუწიათ იმის გაკეთებამ, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებენ — დიდწილად თავი დაიცვეს, თუმცა ბოლოს მაინც გაიმარჯვეს, ეს კი ჩვევაში...

მსაჯი მართალი იყო, არაუხო – მტყუანი

„ბარსელონამ" „პარი სენ ჟერმენთან" შინ 1:4 წააგო (სტუმრად 3:2 ჰქონდა მოგებული) და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. შეხვედრის გარდამტეხი მომენტი პირველი ტაიმის 29-ე წუთზე დადგა, როდესაც რუმინელმა მსაჯმა იშტვან კოვაჩმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო მასპინძელთა მცველი რონალდ არაუხო გააგდო. უმცირესობაში დარჩენილმა...

ინგლისი ბედნიერი ხალხის ქვეყანაა

ინგლისიდან მსოფლიოს ასეთი ცნობა მოედო: ლონდონიდან 75 კილომეტრით დაშორებულ საპორტო ქალაქ პორტსმუთში, მოედანზე ათასობით გულშემატკივარი გადავიდა. ისინი მათი ქალაქის გუნდის... პირველი ლიგიდან ჩემპიონშიფში დაბრუნებას ზეიმობდნენ. პორტსმუთელები ასეთ მაღალ საფეხურზე 12 წელიწადია აღარ ყოფილან. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიფი ინგლისური ფეხბურთის იერარქიაში პრემიერლიგის...

ნაპოლი — უარესი ჩემპიონთა შორის

გასულ სეზონში „ნაპოლიმ" შთამბეჭდავად მოიგო სკუდეტო. „პარტენოპეელებმა" მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშეს და მეტოქეები თავიდანვე ჩამოიტოვეს. მიმდინარე სეზონი კი გუნდს კატასტროფული აქვს — ერთი წლის წინანდელი „ნაპოლიდან" არაფერია დარჩენილი. ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე რჩება შთაბეჭდილება, რომ ნეაპოლელები ვეღარაფერს შეცვლიან —...

რატომ გადაწყვიტა ბუდიმირმა ბოლოწამს კუთხის შეცვლა?

ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრისთვის „ოსასუნასა" და „ვალენსიას" შესხვედრა უპირველეს ყოვლისა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ „ღამურებს" ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა უკაპიტნა. ესპანეთში ტრადიციაა: კაპიტნის სამკლაურს ის ფეხბურთელი იკეთებს, რომელსაც ამ კონკრეტულ გუნდში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. წარმოიდგინეთ, რა სტაბილური და...

გრიზმანის მაიამი

საფრანგეთის ნაკრების და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი შესაძლოა დარჩეს ესპანეთის ჩემპიონატში და გააგრძელოს კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან. გრიზმანს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, თუმცა კლუბი უკვე ცდილობს ფრანგ ფორვარდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორვარდის მომსახურებით „პარი სენ-ჟერმენი“ და ამერიკული...

რას ნიშნავდა ოსიმენის საქციელი?

„ნაპოლიმ" კიდევ ერთი წარუმატებელი თამაში უნდა დაივიწყოს — გუნდმა, რომელიც ჯერ კიდევ მაღალ მიზნებს ისახავს, შინ ვერ მოუგო „ფროზინონეს", 2:2. ჩოჩარელებთან შეხვედრამ „ნაპოლის" ყველა ნაკლი ერთად წარმოაჩინა. დაცვა დაცვად და „აძურიმ" რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან. ყველაზე მეტად...

შეფასებები: კვარა კარში დარტყმის მანიით არის შეპყრობილი

„ნაპოლიმ" რომელიც ევროთასზე გამსვლელი ადგილისთვის იბრძვის, ერთ-ერთ აუტსაიდერ „ფროზინონეს" ვერ მოუგო — 2:2. სეზონის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე „აძურის" 49 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ასეთი შეფასებები მიიღო: calciomercato — 6 ჩვეულებრივზე ნაკლებ ეპიზოდში...

პარი სენ ჟერმენ, არც იოცნებო!

სად ითამაშებს ვიქტორ ოსიმენი მომდევნო სეზონში? დადის ორნაირი ჭორი. ერთნი ამბობენ, რომ „ნაპოლის" მეცხრე ნომერი პრემიერლიგაში გადაბარგდება, მეორენი კი „პარი სენ ჟერმენის" ვერსიას უფრო სანდოდ მიიჩნევენ. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ პარიზელები აურელიო დე ლაურენტისის მიერ დაწესებული გამოსასყიდი თანხის დაკლების...

ხელოვნური ინტელექტის ვერსიით

გასულ სეზონში „ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო. ასეთი წარმატებისთვის კამპანიის დედაქალაქის გუნდს 33 წელია არ მიუღწევია. „აძურიმ" ჩემპიონის ტიტული მოიპოვა შთამბეჭდავად, დიდი უპირატესობით, მაგრამ მიმდინარე სეზონში ვითარება დრამატულად შეიცვალა. ამჯერად „ინტერი" მიიწევს წინ. ამასობაში კი ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს ავითარებენ და... თავისსავე...

კურვა A და B დე ლაურენტისს უტევენ

ახალგაღვიძებულ ნეაპოლს თითქმის ყველა ქუჩაზე ფლაერები დახვდა გაკრული. ტექსტს ხელს ერთად აწერდნენ კურვა A და კურვა B ანუ „ნაპოლის" გულშემატკივართა დაჯგუფებები, რომლებიც თამაშების დროს კარებს უკანა ტრიბუნებზე იყრიან თავს. ჩვეულებრივ ფურცელზე ეწერა მიმართვა აურელიო დი ლაურენტისისადმი, რომელთანაც ერთი წლის...

კონტე ნეაპოლში ბინას ეძებს

ანტონიო კონტე ყველაზე დიდი ფიგურაა მათ შორის, ვისაც „ნაპოლისთან" აკავშირებენ. ერთი ხნის წინ მის შესახებ „პარტენოპეელთა" ყოფილმა პრეს-ოფიცერმა მასიმო სპარნელიმ ილაპარაკა, თუმცა მის იმდროინდელ სიტყვებს მაინც აკლდა კატეგორიულობა, ახლა კი Tele A-ს გადაცემა Tifosi Napoletani-ში ჟურნალისტმა ახალი ფაქტები მოიტანა. „ანტონიო...

კლოპი კბილის ექიმთან

პეპ გვარდიოლას აქვს ნათქვამი, „ატალანტასთან" თამაში კბილის ექიმთან მისვლას ჰგავსო. ეს რომ მართლა ასეა, ახლა უკვე იურგენ კლოპმაც იცის, რომელიც „ლივერპულთან" დიდ გამომშვიდობებას 22 მაისს დუბლინის „ავივა სთედიუმზე",  ევროლიგის ფინალში გეგმავდა, მაგრამ იცნებას დიდი ჩრდილი მიადგა — ბერგამოელებმა მერსისაიდელებს...

ჰარი კეინის შვილები გადარჩნენ

ჰარი კეინის სამი შვილი საავადმყოფოში გააქანეს — გერმანიაში მომხდარი ავარია, რომელშიც სამი ავტომობილი მოყვა, ინგლისელი თავდამსხმელის ოჯახსაც შეეხო. იმ დღეს კეინი და მისი გუნდი „ბაიერნი" ლონდონში ჩაფრინდნენ, სადაც მეორე დღეს „არსენალთან" 2:2 ითამაშეს. ამ შეხვედრაში 30 წლის კეინმა გოლი...

ბარსელონასთან დონარუმამ წააგო

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ბარსელონამ" სტუმრად დაამარცხა „პარი სენ ჟერმენი" - 3:2. პარიზელთა წაგება დიდწილად იტალიელ მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას დაბრალდა. ფრანგულმა გაზეთებმა გოლკიპერის თამაში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და ძალიან დაბალი ქულები დაუწერეს: „ლე პარიზიენმა" — 3.5, ხოლო „ეკიპმა"...

თეორიული შანსი: როგორ მოხვდება ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაში

ის, რომ იტალიამ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ოთხის ნაცვლად შეიძლება ხუთი გუნდი გაიყვანოს, ქართველ გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი „ნაპოლის" გამო აინტერესებს. როგორც იცით, ევროპის უდიდესი საკლუბო შეჯიბრება მომავალი სეზონიდან სახეს იცვლის. 36 მონაწილე ჯგუფურ ეტაპს ეგრეთწოდებული შვეიცარიული სისტემით...

კვარა მარტის MVP

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა თვის საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთხელ დაასახელეს! საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერი გულშემატკივრებმა მარტის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) გუნდის ოფიციალურ ვებგვერზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად დაასახელეს. „კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მარტის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მარტში კვარა „ნაპოლის“ ლამაზი სპექტაკლების მთავარი...

არის გოდერძის ლიცენზიაც

პარიზის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს უკვე რვა ლიცენზიანტი ჰყავს. ბოლოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება ბაქოში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე, გოდერძი ძებისაშვილმა (65კგ) მოიპოვა. ლიცენზიის მოსაპოვებლად აუცილებელი იყო ფინალში გასვლა, რაც ქართველმა ფალავანმა წარმატებით შეძლო. ძებისაშვილი, რომელსაც ნაკრებში დებიუტი წლეულს...

მშრალ თამაშებს ვალენსია ევროპისკენ მიჰყავს

თერთმეტი მშრალი თამაში. თერთმეტი მატჩი, რომლებშიც გიორგი მამარდაშვილს კარიდან ბურთი არ გამოუტანია. თერთმეტი შეხვედრა, რომელთაგან რვა გამარჯვებით დამთავრდა და რუბენ ბარახას გუნდს შესაძლებლობას აძლევს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოცნებას მისდიოს — იბრძოლოს მეშვიდე ადგილისთვის, რაც მომავალ სეზონში ევროპულ თასზე მონაწილეობის...

რა ურჩევნია ხვიჩას?

„ილ რომას" ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო OttoChannel-ის გადაცემა „ლა დომენიკა აძურაში" ზოგადად „ნაპოლის" და კერძოდ ხვიჩა კვარაცხელიას თემას შეეხო. მან თქვა: „ანტონიო კონტეს „მარადონაზე" მისვლა სრულიად შესაძლებელია. მხარეები ერთმანეთს ჯერ კიდევ ოქტომბერში დაუკავშირდნენ, მომდევნო კავშირი კი ნოემბერში შედგა, როდესაც „ნაპოლიმ" რუდი...

ნეაპოლში კვლავ მსაჯს უჩივიან

„ნაპოლიმ" „მონცას" სტუმრად 4:2 მოუგო, მაგრამ ნეაპოლში მსაჯობით მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ. რეგიონული საიტები დანიელე დოვერის გადაწყვეტილებებს სკანდალურს უწოდებენ. საიტი napolipiu, რომელიც მსაჯის კრიტიკის საქმეში მარტო არ არის წერს, რომ დოვერიმ ნგონგე პირველივე ჯარიმისთვის გააფრთხილა, მაშინ, როდესაც მონცელებს გალიარდინის, ჯურიჩსა...

შეფასებები: ერთი და იგივე დრიბლინგი მარცხნიდან ცენტრისკენ და შემდეგ დარტყმა

„ნაპოლიმ" მონცაში 4:2 მოიგო. ამ შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ნატკენმა ფეხმა „ატალანტასთან" სერია A-ს წინა ტურის შეხვედრა გამოატოვებინა. ამჯერად ხვიჩამ მოედანზე 68 წუთი დაჰყო და სხვადასხვა პორტალებისგან ასეთი შეფასებები მიიღო: calciomercato — 6 მაშინაც, როდესაც საქმე კარგად...

ოქრი დინამოში

თორნიკე ოქრიაშვილი „დინამოს“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. „დინამოსა“ და თორნიკე ოქრიაშვილს შორის შეთანხმება შედგა. საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი კარიერას დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს. მხარეებს შორის ერთიწლიანი კონტრაქტი გაფორმდა“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში. თორნიკე ოქრიაშვილი საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ აღზრდილია. სხვადასხვა დროს „მარიუპოლის“, „ჩერნომორეცის“, „გენკის“,...

მამუკელაშვილის ხვავრიელი სასტარტო

მიმდინარე სეზონში პირველად სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიოს“ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ჩინებულადაც ითამაშა. ტეხასურმა გუნდმა კი, სტუმრად, ნიუ ორლეანი 111:109 დაამარცხა. მამუმ მოედანზე 27 წუთი ისე გაატარა, რომ ბურთი არ დაუკარგავს, მონაგარი კი ხვავრიელი ჰქონდა – 15 ქულა, 5 მოხსნა,...

კობლიაშვილი მეშვიდე პარიზელია

პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს მეშვიდე ლიცენზიანტი ჰყავს. ბაქოში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე რობერტ კობლიაშვილი (97კგ.) ფინალში გავიდა და საფრანგეთის დედაქალაქში ჭიდაობის უფლება მიიღო. ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა და მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოსანმა მერვედფინალში იტალიის სახელით...

ვინ გადაიხდის 130 მილიონს?

ნეაპოლური გაზეთი „რეპუბლიკა" წერს, რომ მართალია „ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა არ უნდა და ვიქტორ ოსიმენთან განშორების შემდეგ ახალი გუნდის ქვაკუთხედად სწორედ ქართველს მოიაზრებს, მაგრამ 130 მილიონი ევრო მაცთუნებელი თანხაა, რომელსაც ის ვერ გაუძლებს. სადღეისო მდგომარეობა ყველასთვის...

AS: ბარსას ხვიჩა სურს

ესპანური AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა. „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ნეაპოლელთა მეპატრონეს დაუკავშირდა. იტალიური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი კი ქართველის გაყიდვას 130 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს. შემდეგ სეზონში, „ნაპოლი“ გუნდის აშენებას ხვიჩას გარშემო გეგმავს. ნაკლებად სავარაუდოა,...

კონტემ ხელი მოაწერა?

„ნაპოლის" პრეს-სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მასიმო სპარნელიმ Tele A-ზე გადაცემა Tifosi Napoletani-ში თქვა, რომ ანტონიო კონტემ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას და მომავალი სეზონიდან „პარტენოპეელებს" სათავეში ჩაუდგება. გადაცემაში თავიდან ვინჩენცოზე იტალიანოზე ლაპარაკობდნენ. სპარნელიმ თქვა: ის, რომ იტალიანო მთავარი კანდიდატი იყო ჩემი ინფორმაცია...

ბილბაო, გაიყვანე მამარდა ევროთასზე!

ესეც მეთერთმე თამაში გაშვებული გოლის გარეშე! გიორგი მამარდაშვილი თანდათანობით „ვალენსიას" ისტორიაში საუკეთესო მეკარეების მარაქაში ერევა, „ღამურები" კი, დიდწილად სწორედ მისი წყალობით, ევროთასზე გასვლასთან არიან ახლოს. გულწრფელად რომ ვთქვათ, „ვალენსიამ" გრანადაში მოსაწონი ფეხბურთი ვერ ითამაშა, მაგრამ მეტოქის სისუსტში, იღბალსა და...

კალცონა მონცაში სამ კაცს შეცვლის

„ატალანტასთან" შინ 0:3 დამარცხების შემდეგ „ნაპოლის" თავკაცი ფრანჩესკო კალცონა „მონცასთან" სტუმრობისთვის ემზადება. სეზონის დამთავრებამდე 8 ტურით ადრე მე-8 ადგილზე მყოფ ნეაპოლელთათვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეის მონაცემებით კონფერენციის ლიგაზე გამსვლელი პოზიცია „ატალანტას" უჭირავს — ბერგამოელები „ნაპოლის" 5 ქულით...

დი ლორენცოს ინტერიც უმიზნებს

„ნაპოლის" კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს შეძენა „ინტერსაც" მოუნდა. ეს ცნობა იტალიურმა რადიომ Kiss Kiss Napoli -მ გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ „ნერაძური" ნეაპოლელთა მარჯვენა მცველის გადაბირებას ყველა ხერხით შეეცდება. ამ ინფორმაციამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ დი ლორენცოს ყიდვით...

რეალი კეპას არ გამოისყიდის

სეზონის ბოლოს, კეპა „ჩელსიში“ დაბრუნდება. მადრიდის „რეალი“ ესპანელი მეკარის ლონდონელებისგან გამოსყიდვას აღარ აპირებს. „რეალს“ უკრაინელი ანდრეი ლუნინის თამაში იმდენად მოეწონა, რომ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავენ. ამჟამინდელი შეთანხმებით ლუნინი მადრიდში 2025-წლამდე უნდა დარჩეს, თუმც ახალი კონტრაქტი სავარაუდოდ გრძელვადიანი იქნება. სხვათა შორის, კეპას...

18-წლამდელებმა ფრანგები დასცეს!

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე 6 ერის ფესტივალზე ნამდვილი ფურორი მოახდინა - 30 მარტს, შოტლანდიელი თანატოლებისგან და აბსოლუტურად მიკერძოებული რეფერისგან განცდილი დასანანი მარცხის (14:22) შემდეგ ნორჩმა ბორჯღალოსნებმა ოთხშაბათს პარმაში ბეჭებზე თვით საფრანგეთის U18 დასცეს, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში...

გიორგი დიდ სიმაღლეებს უტევს

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში პოპულარული მეკარეა, რომელიც თანდათანობით ევროპაშიც ითქვამს სახელს. თამაშის მიხედვით კი ის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესეოა. ამას რომ ვამბობთ, ვითვალისწინებთ მის ასაკს და აქედან გამომდინარე ფაქტს, რომ ჯერ კიდევ იზრდება. და ამ ყველაფრის გამო ის მიიჩნევა გოლიკერად,...

ჯუნტოლი მანას ნეაპოლში უშვებს

„ნაპოლიმ" მომავალი სეზონისთვის საფუძველის ჩაყრა დაიწყო. გუშინ გავრცელებული ხმა, რომ „პარტენოპეელთა" სპორტულ დირექტორად ჯოვანი მანა იმუშავებს, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარცომაც დაადასტურა. ის წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა მანასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. მანა 35 წლისაა. ის „იუვენტუსში" მუშაობს. კარიერა...

ნეაპოლური ამბები – კარტბლანში და ბევრი ფული…

დიდი შანსია, „ნაპოლი“ ანტონიო კონტემ ჩაიბაროს. 54 წლის სპეციალისტი აურელიო დე ლაურენტისისთვის მთავარი კანდიდატია. ნეაპოლელთა პრეზიდენტი კონტესთან თურმე მეგობრობს კიდეც. და რა შეუძლია დე ლაურენტინსმა მწვრთნელს შესთავაზოს? კარტბლანში. კონტე ტრანსფერებს სრულად გააკონტროლებს და ხელფასის სახითაც დაახლოებით იმდენს აიღებს, რამდენსაც „ტოტენჰემში“ იღებდა. „ნაპოლიში“ ვინჩენცო...