Orlando Magic at Charlotte Hornets (March 25, 2025): 3 Things to Watch,  Odds, and Predictionგოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ს ფლეი ოფში ითამაშებს.

ფლეი ინის ბოლო მატჩში ფლორიდელებმა „შარლოტი“ 121:90 გაანადგურეს, რაშიც წვლილი ჩვენებურმაც შეიტანა. გოგა საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15.44 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება მოასწრო. ბითაძემ ორიდან ორი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურს პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი „ორლანდომ“ მეტოქეზე 16 ქულით მეტი ჩააგდო.

„ორლანდო“ ფლეი ოფში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულ „დეტროიტზე“ გავიდა, რომელსაც მოედნის უპირატესობაც ექნება. ამ გუნდებმა რეგულარულ სეზონში ოთხჯერ ითამაშეს, სადაც სრული თანაფარდობაა – 2-2 მოგება.

წილი
წინა სტატიაერთი დღის ორი ოქრო
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...