გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

„ივნისში, რუმინეთთან ჩემს გამოსათხოვარ თამაშს ვითამაშებ. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც გვერდში მედგა. 17 წელიწადი საქართველოს ნაკრებში პატარა დრო არ არის. 130 მატჩამდე ვითამაშე, რაც ჩემთვის საამაყოა. მძიმეა ჩემთვის ამაზე საუბარი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში მხარს მიჭერდით. ალბათ დღეს ჩემგან ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადების გაკეთება სიურპრიზი არ არის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ მგულშემატკივრობდით, მამხნევებდით და ჩემ გვერდით იყავით.” – თქვა დანაღვლიანებულმა გურამ კაშიამ.

გურამ კაშია – ეროვნული გუნდის რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით (128 მატჩი) და ნაკრებში ყველაზე ასაკოვანი მეგოლე (35 წლის). მისი სანაკრებო კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც პირველად მოხვდა ბულგარეთთან სამატჩო განაცხადში, პირველად კი 2009 წლის 1 აპრილს მოირგო მონტენეგროსთან ითამაშა.

Image 3