საქართველო ხელბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი ესპანელი რუბენ გარაბაია იქნება – 47 წლის სპეციალისტისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დანიშვნა, 11 მაისს ოფიციალურად გამოცხადდება და გარაბია პირველ სანაკრებო შეკრებას გამართავს, რომელიც ორ კვირამდე გაგრძელდება და გაცნობითი ხასიათის იქნება.

გარაბაიამ პროფესიული კარიერა კლუბ „კორვერაში“ დაიწყო. 2007-2010 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 2009 და 2010 წელს ესპანეთის სამეფო თასი მოიგო, ითამაშა EHF-ის ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც მისი გუნდი გერმანულ „კილთან“ დამარცხდა.

კარიერის ბოლოს „ლოგრონიოში“ გამოდიოდა და იქვე დაიწყო სამწვრთნელო საქმიანობა მწვრთნელის ასისტენტის რანგში.

2021 წელს ჩინეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ ცოტა ხანში ეგვიპტის მამაკაცთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი გახდა, სადაც ხმელთაშუა ზღვის თამაშებზე ვერცლის მედალი მოიპოვა და აფრიკის თასის გამარჯვებული გახდა.

ესპანელი სპეციალისტი ბოლოს მაკედონიის ჩემპიონატში „ევროფარმ პელისტერის“ მწვრთნელი იყო.

გარაბაიამ ესპანეთის ნაკრებში 2001-2011 წლებში 168 მატჩში 318 გოლი გაიტანა. არის მსოფლიო ჩემპიონი (2005) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი (2011). ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2006), პეკინის ოლიმპიადზე ბრინჯაოს მედალოსანი (2008).