თბილისის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი ირგუნა.
90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქრო ლუკა მაისურაძემ მოიპოვა. მან მიყილებით დაამარცხა ლიეტუველი აუგუსტას სრატერისი, სერბი მილან რადული, გერმანელი იარნე დიუკი და უზბეკ ნურბეკ მურტოზოევი. ჩვენიანმა ფინალში კიდევ სერბი, ნემანია მაიდოვი დაამარცხა და ოქროს მედალი აიღო.
ამავე წონაში მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ლუკა ჯავახიშვილი და აკაკი ჯაფარიძე შეხვდნენ. ბრინჯაოს მედალი ჯავახიშვილს ერგო.
მძიმე წონაში ჩინებულად იასპარეზა ირაკლი დემეტრაშვილმა, ვინაც გჟეგოჟ ტერესინსკი, კპიროსელი იანის ანტონინუ და ნიდერლანდელი იორს სპაიკერსი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის დემეტრაშვილი გერმანელ ლოსენი კონეს იპონით აჯობა და საქართველოს დელეგაციას მეორე ოქრო შესძინა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლებისთვის საბა ინანეიშვილმა რუსი არტიომ ზალატუხინი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ბრინჯაოს მედლები თორნიკე გიგაურმა (66) და გიორგი ლოლაძემ (73) მოუტანეს.