Magic's Goga Bitadze, Lakers' Luka Doncic trade tough talkNBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო“ „ლეიკერსს“ საკუთარ მოედანზე გაეჯიბრა და ქულით – 104:105 დამარცხდა.

ფლორიდელებს ძირითად ცენტრი, ვენდელ კარტერი დაუბრუნდათ და ბითაძეც სათადარიგოთა სკამზე დარჩა. თუმცა, სხვა მატჩებისგან განსხვავებით მწვრთნელი ამჯერად მეტად ენდო და მოედანზე 18.06 წუთი გაატარა. ჩვენებურმაც ნდობა გაუმართლა და გუნდს 9 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით შეეწია. გოგამ სამიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი პარკეტზე ყოფნის პერიოდში კი „ორლანდომ“ „ლეიკერსს“ ცხრა ქულით მეტი ჩაუგდო.

ფლორიდელები 38 მოგებითა და 32 მარცხით კონფერენციაში მერვე ადგილზე არიან, რაც ფლეი ინის ზონაა. გუნდს მომდევნო მატჩი სტუმრად, „ფინიქსთან“ ელის.

წილი
წინა სტატიამამარდამ ეშხში შესული ბრაიტონი შეაკავა
შემდეგი სტატიაორ-ორი ოქრო და ბრინჯაო
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...