AS: „მან ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ სამი ან ოთხი უნდა გაეტანა. ის შეხვედრაში ძალიან ჩართული და საშიში იყო, მაგრამ სიზუსტე აკლდა’’.
AS (სხვა წერილიდან): „მეორე ტაიმში პეპეს ორი მომენტი ჰქონდა, მიქაუტაძეს კი სამჯერ აშკარად შეეძლო გოლი გატანა. მეტოქის კარის წინ ბევრი უზუსტობა რომ არ მოსვლოდა ქართველს გულშემატკივრები მოედნიდან ხელში აყვანილს გაიყვანდნენ’’.
ტექნიკურად უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჟორჟ მიქაუტაძემ „რეალ სოსიედადთან’’ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა ― ნიკოლა პეპემ სწორედ მისი პასით შეაგდო, თუმცა ამ გოლში ქართველზე მეტი დამსახურება კოტ დ’ივუარელისა იყო. საერთოდ, „ვილიარელმა’’ ბასკური გუნდის კარში გოლების გატანა მეშვიდე წუთიდანვე დაიწყო: პირველი ხერარდ მორენომ შეაგდო, რასაც მე-15 წუთზე მიქაუტაძის შედეგიანი დარტყმა და 23-ე წუთზე პეპეს მეორე მოჰყვა. ხორვატმა ლუკა სუჩიჩმა ერთადერთი საპასუხო გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, 47-ე წუთზე შეაგდო.
ვინაიდან ეს იყო 29-ე ტურის პირველი შეხვედრა სატურნირო ცხრილზე ლაპარაკი ადრეა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ყვითელი წყალქვეშა ნავის’’ კონკურენტი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, „ატლეტიკო’’ კვირა საღამოს „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ „რეალს’’ ხვდება და ქულების დაკარგვის შანსი დიდია. ჯერჯერობით კი „ვილიარეალს’’ 29 თამაშიდან 58 ქულა აქვს, ხოლო „ატლეტიკოს’’ 28 თამაშიდან – 57.
„წარმოუდგენლად ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. 58 ქულა ხუმრობა არ არის. დღეს ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომელზეც ყველა ამბობს, რომ საუკეთესო ფორმაშია. მეტოქის კარის წინ მეტი სიზუსტე რომ გამოგვეჩინა სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა, თუმცა მე გახარებული ვარ არა მხოლოდ იმით, რომ მოვიგეთ არამედ იმითაც, თუ როგორ მოვიგეთ’’, – თქვა მატჩის დამთავრების შემდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელმა მარსელინომ.
მიქაუტაძემ სხვა საიტებისგან ასეთი შეფასებები მიიღო:
flashscore – 8.4 (საუკეთესო); whoscored – 8.2 (საუკეთესო); sofascore – 7.5 (მეორე შეფასება); fotmob – 8.8 (საუკეთესო).





