Ousmane Dembélé blessé et source de tensions entre l'équipe de France et le Paris Saint-Germain„პარი სენ ჟერმენსა’’ და საფრანგეთის ნაკრებს შორის ურთიერთობა იძაბება. პარიზელთათვის „ლურჯერიბს’’ უკრაინასთან 2:0 გამარჯვება ოსმან დემბელეს მარჯვენა ფეხის ორთავა კუნთისა და დეზირე დუეს მარჯვენა კოჭის ტრავმებმა გადაფარა. დემბელე გუნდს სავარაუდოდ ექვსი, ხოლო დუე ოთხი კვირით დააკლდება.

ორი წამყვანი ფეხბურთელის ტრავმა ცუდ დროს დაემთხვა, რადგან იწყება ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება და ჯგუფურ ეტაპზე თითოეულს ქულას საგანგებო მნიშვნელობა აქვს. თან, პსჟ აცხადებს, რომ მან საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას თავისი ფეხბურთელების ჯნმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით წინასწარ დეტალური უნფორმაცია მიაწოდა. ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპ დიალოს სახელზე 4 სექტემბერს გაგზავნილ წერილში პარიზულმა კლუბმა გამოთქვა გაკვირვება იმის გამო, რომ მისი სამედიცინო პერსონალის დასკვნის მიუხედავად ნაკრებში გამოიძახეს დემბელე და ლუკა ერნანდესი. კლუბი ეროვნულ გუნდს ბრალს გადაწყვეტილების ცალმხრივად მიღებაში სდებს. პსჟ-ს აზრით, იმას, რაც ნაკრების ხელმძღვანელობამ გააკეთა „გაუმართლებელი რისკი’’ ჰქვია.

კიდევ „პარი სენ ჟერმენის’’ წერილში ლაპარაკია სამ შემთხვევაზე, როდესაც ფეხბურთის ფედერაციამ კლუბთან ჯეროვნად არ ითანამშრომლა და ინფორმაცია არ მიაწოდა. 2025 წლის ივნისში ეს იმავ დემბელესა და ბრედლი ბარკოლას შეეხო, 2024 წლის სექტემბერში კი უარენ ზაირ-ემერის. პსჟ ამბობს, რომ სამივე შემთხვევაში მოთამაშეთა ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ მან დაბრუნების შემდეგ თავად ფეხბურთელებისგან შეიტყო და არა ფედერაციისგან.

დიდიე დეშამი და მისი სტაფი თავის მხრივ აცხადებენ, რომ ის ფეხბურთელები, რომელთა თამაშიც „მაღალ რისკს’’ შეიცავს, მხოლოდ და მხოლოდ უშუალოდ მათთან გასაუბრების და მათი თანხმობის შემდეგ გაყავთ მოედანზე.

„პარი სენ ჟერმენის’’ უკმაყოფილება იმიტომაც გაძლიერდა, რომ, როგორც ირკვევა, პარიზულ კლუბს სხვა ქვეყნების ფედერაციებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ვიდრე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან. საფრანგეთის ჩემპიონი ითხოვს ფორმალიზებული პროტოკოლის შემოღებას და ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახებისა და თამაშის ნებართვის გამკაცრებას.

წერილში პსჟ-მ დაადასტურა, რომ დემბელე და დუე გამოტოვებენ სულ მცირე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს „ატალანტასთან’’ (17 სექტემბერი) და „ბარსელონასთან’’ (1 ოქტომბერი) და ლიგა 1-ის მატჩს „მარსელთან’’.