ესპანეთის ლა ლიგა2-ის კლუბმა „კადისმა“ ოფიციალურად დაადასტურა იური ტაბატაძის ტრანსფერი, რომელიც კლუბმა თბილისის „იბერიიდან“ დაიმატა.
„ესპანური „კადისი“ და თბილისის „იბერია 1999“ იური ტაბატაძის ტრანსფერზე შეთანხმდნენ – ფეხბურთელმა ჩვენს კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა“.
ქუთაისში დაბადებულმა იური ტაბატაძემ ფეხბურთის თამაში „საბურთალოს“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც მოგვიანებით მთავრ გუნდში დააწინაურეს.
შემდეგ გარკვეული პერიოდი სლოვაკურ „ვიონში“ იჯარით გამოდიოდა, საიდანაც კვლავ „იბერიაში“ დაბრუნდა და ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა და კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ითამაშა.
ტაბატაძემ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 154 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 22 საგოლე პასი გააკეთა.





