პარასკევს, 29 აგვისტოს საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის ლიგა პრო დ2 დაიწყება და წინასწარი მონაცემებით, პროფესიონალ-ესპუარებიანად მასში 49 ქართველი მორაგბე ჩაებმება.
რაღა თქმა უნდა, საკუთრივ ჩემპიონატში ყველა მათგანი ვერ მიიღებს, რადგან ბევრი პრო დ2-ელი ქართველი იუნიორთა ასაკისაა და თამაში ესპუარების ჩემპიონატში მოუწევს. თუმცა, 16-გუნდიანი ლიგის სასეზონო განაცხადში 49 ქართველის ფიგურირება საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემია. ამ 49 კაცს შორის წამყვანი ბორჯღალოსნებიც არიან. მაგალითად, ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა, თორნიკე ჯალაღონია, გიორგი კვესელაძე…

ეს 49 ქართველი 13 კლუბშია გადანაწილებული, რადგან „კოლომიე“, „დაქსი“ და „ანგულემი“ ზედიზედ მეორე სეზონს გაატარებენ ქართველების დაუხმარებლად. ყველაზე წარმომადგენლობითი კი ამ მხრივ ტრადიციულად „ორიაკია“ რომლის სასეზონო განაცხადში 13 (!) ქართველი მორაგბეა.
2025/2026 წლების პრო დ2-ში სეზონის მონაწილე ქართველ ლეგიონერთა სია (მუქი შრიფტით აღნიშნულია მორაგბე, რომელსაც პროფესიონალთა შორის თამაშის გამოცდილება აქვს):
ორიაკი (13): მირიან ბურდული, გიორგი ქართველიშვილი, ირაკლი მჭედლიძე, ონისე იოსელიანი, ნიკოლოზ კუმარიტოვი, ნიკოლოზ ბალანჩივაძე, გაბრიელ რაზმაძე, ლუკა ნიორაძე, ბასა ხონელიძე, ალექსანდრე ბურდული, კახა შეყილაძე, თედო აბჟანდაძე, დაჩი პაპუნაშვილი.
ნევერი (8): ილია კაიკაციშვილი, ლაშა ფხაკაძე, ლუკა უნგიაძე, დავით მჭედლიძე, საბა ნოზაძე, ლუკა პეტრიაშვილი, რატი ზაზაძე, ნიკოლა რაგოევი.
ოიონაქსი (6): ნიკოლოზ კორახაშვილი, ვანო კარკაძე, თემურ წულუკიძე, ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა, გიგი სირბილაძე.
გრენობლი (4): გიორგი პერტაია, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ჯავახია, გიორგი კვესელაძე.
ბრივი (3): ვახტანგ აბდალაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, გიორგი შველიძე.
მონ-დე-მარსანი (3): ლუკა გოგინავა, ვლადიმერ ჩაჩანიძე, იოანე იაშაღაშვილი.
აჟენი (3): ლაშა მაჭარაშვილი, მამუკა მსტოიანი, არჩილ ნოზაძე.
კარკასონი (3): ვახტანგ ახობაძე, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი აღნიაშვილი.
ბიარიცი (2): გიორგი ნუცუბიძე, თემურ ხუტიაშვილი.
ვანი (1): მიხეილ ალანია.
პროვანსი (1): თორნიკე ჯალაღონია.
ბეზიე (1): ოთარ კინწურაშვილი.
ვალანს რომანი (1): ილია სპანდერაშვილი.






