Luis Enrique is expected on the bench this Sunday at 5:15 p.m. against Lens at the Parc des Princes. LP/Fred Dugit„პარი სენ ჟერმენი’’ „ლანსს’’ მასპინძლობს. შეხვედრის წინა პრეს კონფერენციაზე თავგადახოტრილი და ხელმოტეხილი ლუის ენრიკე ჟურნალისტების წინაშე წარდგა და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კითხვაზე, ვისი გადაყვანა სჯობს მარჯვენა ფრთაზე ხვიჩა კვარაცხელიასი თუ ბრედლი ბარკოლასი, ასე უპასუხა:

„მე იბრაჰიმ მბაიესაც დავამატებდი. სამივე უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ჩემს გუნდში ოცივე მოთამაშეს შეუძლია მოქმედება როგორც მარჯვნივ ასევე მარცხნივ. ისინი ყველა პოზიციაზე გამოდგებიან’’.

დანარჩენი პრეს-კონფერენციიდან ყველაზე საინტერესო ამონარიდები გადმოვაქართულეთ:

…მე ჩვეულებრივად ჩავატარე ვარჯიში და ხვალაც ჩვეულებრივად ვიჯდები სათადარიგოთა სკამზე. მზად ვარ, ყველაფრის გაკეთება შემიძლია. საერთოდ, მაშინაც კი როდესაც რამე ცუდი ხდება, მე პოზოტიურზე ვფიქრობ…

საფრანგეთის ნაკრებთან გართულებულ ურთიერთობაზე ვერც ცუდს ვიტყვი რამეს და ვერც კარგს. რაიმეს თქმას აზრი არ აქვს, რადგან ამით ჩემს დაშავებულ ფეხბურთელებს (დეზირე დუესა და ოსმან დემბელეს) ვერ გამოვაჯანმრთელებ. მე პსჟ-ს მწვრთნელი ვარ და ჩემთვის მთავარი მათი ჯანმრთელობაა. დემბელესა და დუეს ტრავმებს დიდიე დეშამს თუ ვაბრალებ? მე „პარი სენ ჟერმენის’’ ყველა ფეხბურთელის ჯანმრთელობა მაღელვებს. ახლა ჩვენ ამ საკითხზე ვართ კონცენტრირებულები და ტრავმირებული ფეხბურთელების გამონამრთელებას ვცდილობთ…

…სამ დღეში ჩემპიონთა ლიგის მატჩი გველის „ატალანტასთან’’, ამ შეხვედრიდან ოთხი დღის მერე კი ლიგა 1-ში „მარსელს’’ ვხვდებით. ამ მატჩებისთვის მომზადება ძნელია, რადგან ჩვენს მოთამაშეებს სხვადასხვა რაოდენობის წუთები აქვთ მოედანზე გატარებული, სხვადასხვა რაოდენობის მატჩები აქვთ ჩატარებული და სხვადასხვა მდგომარეობა აქვთ ტრავმებთან დაკავშირებითაც, მაგრამ მშვიდად ვართ ისევე როგორც წინა წლებში და რთული გამოწვევებისთვის ვემზადებით.