ვიტინიამ კარისკენ დაარტყა, ხვიჩა კვარაცხელიას ბურთი ბეჭზე მოხვდა და… ასე დაწინაურდა პსჟ სიეტლთან საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში. გოლი, ცხადია, ხვიჩას ანგარიშზე ჩაიწერა, ჩვენ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დიდ საფეხბურთო ფორუმზე პირველი ქართული გოლი ვნახეთ. ცოტა კურიოზული, მაგრამ მაინც ჩვენი…