Thanks to everyone for support" - Georgian tennis player Nikoloz  Basilashvili defeated at Wimbledon - GeorgianJournalდაიწყო „უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც სამი ჩვენიანიდან ორმა უკვე ითამაშა, ერთიც საქმეში ხვალ ჩაერთვება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა. 33 წლის ჩოგბურთელმა საწყის მატჩში ესპანელ პაბლო ლამას რუისს 6:3; 4:6; 6:3 აჯობა. მეორე რაუნდში ნიკას მეტოქე 21 წლის ჰონგ კონგელი ჩაკ ლამ კოლმან ვონგი იქნება, ვინაც ესპანელ პოლ მარტინ ტიფონს სძლია – 6:3, 6:4.

საბა ფურცელაძის დებიუტი კი დიდი სლემის ტურნირებზე წარუმატებელი აღმოჩნდა. საბას მეტოქე შვეიცარიელ დომინიკ შტრიკერი იყო და ორ სეტში დამარცხდა – 3:6; 2:6.

მარიამ ბოლქვაძეს კი ჯერ არ უთამაშია, მაგრამ მეტოქის ვინაობა გაიგო – საწყის რაუნდში 39 წლის ვეტერან ვარვარა ლეპჩენკოს გაეჯიბრება.