UEFA ranking, Italy could bring up to 6 teams to the Champions Leagueის, რომ იტალიამ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ოთხის ნაცვლად შეიძლება ხუთი გუნდი გაიყვანოს, ქართველ გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი „ნაპოლის” გამო აინტერესებს. როგორც იცით, ევროპის უდიდესი საკლუბო შეჯიბრება მომავალი სეზონიდან სახეს იცვლის. 36 მონაწილე ჯგუფურ ეტაპს ეგრეთწოდებული შვეიცარიული სისტემით ჩაატარებს ანუ თითოეული გუნდი რვა სხვადასხვა მოწინააღმდეგესთან ითამაშებს, რის შემდეგაც შედგება საერთო ცხრილი. ამ ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით გუნდები ფლეი-ოფში გადავლენ, თუმცა ამჯერად ჩვენთვის საინტერესო სხვა რამ არის.

მიმდინარე შეჯიბრება წინა წლების მსგავსად ოცდათორმეტმა გუნდმა დაიწყო, მომდევნო სეზონში კი, როგორც ვთქვით, მათ ოთხი მონაწილე დაემატება. ამ ოთხიდან ორი იქნება იმ ქვეყნების (ფედერაციების) წარმომადგენელი, რომლებიც 2023-24 წლების სეზონის მიხედვით უეფას რეიტინგში პირველ და მეორე ადგილებს დაიკავებენ.

სადღეისოდ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას 17.714 ქულა აქვს და ამ რეიტინგში პირველ პოზიციაზეა. მეორეზე მოდის გერმანიის საფეხბურთო კავშირი 16.357 ქულით. მესამეზეა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, რომელსაც 16.357 ქულა აქვს. მას 14.750 და 14.437 ქულით მოსდევენ საფრანგეთი და ესპანეთი.

იტალიას მალე 0.714 ქულა დაემატება. მიზეზი: ევროლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს „მილანი” და „რომა” ხვდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ იტალიურ გუნდს ნახევარფინალში ადგილი დაბევებული აქვს.

იტალიელთათვის ყველაზე დიდი კონკურენტი არის ინგლისი, რომელსაც ევროპულ შეჯიბრებებში ჯერ კიდევ 5 გუნდი ჰყავს: „მანჩესტერ სიტი”, „არსენალი”, „ლივერპული”, „ვესტ ჰემი” და „ასტონ ვილა”. გერმანიას 3 წარმომადგენელი დარჩა: „ბაიერნი”, „ბორუსია” და „ლევეკუზენი”, მაგრამ მათ დაგროვებული ქულების გაყოფა მოუწევთ იმ გუნდების რაოდენობაზე, რომლითაც შეჯიბრება დაიწყეს. ინგლისის შემთხვევაში ეს არის 8, ხოლო გერმანიის შემთხვევაში – 7. რაც შეეხება იტალიას, მან ჩემპიონთა ლიგა 4 გუნდით დაიწყო და ესეც ერთგვარი უპირატესობაა. ამას დაამატეთ, რომ შემორჩენილ წყვილებს შორის ორი ასეთია: „არსენალი” – „ბაიერნი” და „ლევერკუზენი” – „ვესტ ჰემი”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინგლისელები და გერმანელები ერთმანეთს ქულებს დააკარგინებენ.

და ბოლოს: თეორიულად იტალიამ მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაში შეიძლება 5 კი არა, 6 გუნდი გაიყვანოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ „რომა” ან „ატალანტა” ევროპის ლიგას მოიგებს, მაგრამ სერია A-ში მეხუთე ადგილზე დაბლა გავა. შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი” მეშვიდე ადგილზეა. ის 2 ქულით ჩამორჩება „ატალანტას”, თუმცა მას თამაშით ნაკლები აქვს.