მთავარი კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ჟორჟმა ალბათ რეალისთვის დაისვენა

ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში შინ „აიაქსთან’’ 1:2 წააგო. ქართველი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, ორ ეპიზოდში შეხვედრის გამწვავება სცადა, მაგრამ პირველ შემთხვევაში მისი მიმართულებით გადაწოდებული ბოლო პასი სტუმარი გუნდის მცველმა ჩაჭრა, მეორეში კი ჟორჟმა კარში...

სილაგაძე იბერიიდან პოდბრეზოვაში

თბილისის „იბერიის“ თავდამსხმელი ლუკა სილაგაძე კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს - ქართველმა ფეხბურთელმა „პოდბრეზოვასთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი - ტრანსფერი სლოვაკურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 26 წლის სილაგაძეს თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია,  ძირითადად კი გარემარბად თამაშობს. პროფესიული კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, მალე...

ხვიჩა სასტარტოში იქნება

ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ ამჯერად „პარი სენ ჟერმენს’’ ქუვეითში „ჯაბერ ალ-აჰმადზე’’ „მარსელის’’ ჯავრი აქვს საყრელი: ლიგა 1-ის მე-5 ტურში, „ველოდრომზე’’ რობერტო დე ძერბის გუნდმა ლუის ენრიკესას 1:0 მოუგო. შეუძლებელია ეს ამბავი პარიზელთათვის დამატებითი მოტივაცია არ იყოს. პსჟ-ს კაპიტანი მარკინიოსი:...

თერთმეტი ფეხბურთელი გისოსებს მიღმა დატოვეს

თურქულ ფეხბურთში სკანდალი გრძელდება. ორშაბათს სტამბოლის სასამართლომ ქვეყნის მთავარი და მეორე ლიგის თერთმეტი ფეხბურთელი პატიმრობაში დატოვა. მათგან ცხრას ბრალად თავიანთი გუნდების შეხვედრებზე ფსონების ჩასვლა ედება. გისოსებს მიღმა აღმოჩნდა ხუთი უმაღლესი დივიზიონის ფეხბურთელი. მათ შორის არიან „გალათასარაის’’ მცველი მეტეჰან ბალტაჩი, „ქონიასფორის’’...

რატომ ჩააგდო ლივერპულმა სალაჰი ავტობუსის ქვეშ?

მო სალაჰმა „ლივერპულს’’ მის ავტობუსის ქვეშ ჩაგდებაში დასდო ბრალი. ეგვიპტელი შაბათს „ლიდსისა’’ მერსისაიდელების შეხვედრაში (3:3) სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მატჩის დამთავრების შემდეგ კი თქვა, რომ კარიერას არ დაამთავრებს კლუბში, სადაც ვიღაცას მისთვის ხელების შეწმენდა სურს. 33 წლის ვარსკვლავმა დაუფარავად ილაპარაკა:...

კვარას გაღვიძების დრო

ტრიბუნაზე იჯდა ეტან მბაპე, მოედანზე კი იყო შვიდი ნომერი, რომელმაც მთელი „პარკ დე პრენსი’’ როგორც ერთი კაცი ისე წამოაყენა ფეხზე. ფოტოს რომელიც თქვენ წინაშეა შეეძლო დროის მანქანის როლიც ეთამაშა, მაგრამ მან თანამედროვე თავდამსხმელების წყვილისკენ გამავალი ფანჯარა გახსნა. ახალგაზრდული გუნდის...

ხვიჩას საღამო…

საფრანგეთის ჩემპიონატში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „რენო“ 5:0 დაამარცხა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 67-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი 70-ე წუთზე შეცვალა - კვარა მატჩის სასუკეთესო მოთამაშედ დასახელდა (შეფასება: Flashscore -...

რა ჯანდაბა ხდება კამერუნში?

რამდენიმე დღეში მას მერე, რაც სამუელ ეტო’ო ხელახლა აირჩიეს კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, მან თანამდებობიდან მოხსნა ნაკრების ბელგიელი მწვრთნელი მარკ ბრისი. ბრისს ბრალდებათა მთელი ნუსხა წაუყენეს, რომელთა შორის იყო ფეხბურთელების წაქეზება ― თითქოს მწვრთნელს სურდა მოთამაშეები ფედერაციას არ დამორჩილებოდნენ....

პლუს ნორვეგია და პორტუგალია

კვირას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ევროპიდან ნორვეგია და პორტუგალია შეემატნენ. პირველმა ამისათვის „სან სიროზე’’ იტალიას მოუგო (4:1) , მეორემ კი სომხეთს დიდი ანგარიშით აჯობა (9:1). გოლების მანქანამ ერლინგ ჰოლანდმა „სკუადრა აძურას’’ ოთხიდან ორი გაუტანა, ხოლო სომხებთან ჰეთ-თრიკი შეასრულეს ბრუნო...

შეგუებული მარცხი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:4. თამაში სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ბოლომდე ასეც გაგრძელდა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. პირველი გოლი პენალტით გავიდა, რომელიც მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების...

შევალიე ფაშისტად გამოაცხადეს

„პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე ლუკა შევალიე კრიტიკის ობიექტი გახდა. მედიას და გულშემატკივარს არ მოსწონს როგორ იცავს ის საფრანგეთის ჩემპიონის კარს, თუმცა ბოლო ხმაური მოედანს მიღმა ამბავმა გამოიწვია. „ლილის’’ ყოფილ მოთამაშეს უკიდურესი მემარჯვენეობა დააბრალეს, ყველაფერი კი ინსტაგრამზე დასმული უბრალო „ლაიქიდან’’...

რას ნიშნავდა კვარას ჟესტი?

„პარიზიენი’’ თავის მკითხველს მოუთხრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია NBA-ს დიდი ფანია. ის პრესტიჟული ამერიკული ლიგის თამაშებს უყურებს და კალათბურთის ვარსკვლავებისგან ზეიმის ვარიანტებს სესხულობს.  გასული წლის თებერვალში ქართველმა სტეფ კარის ჟესტი გამოიყენა, როდესაც ხელები ლოყაზე მიიდო, ძილის სცენა გაითამაშა. კარიმ ასე...

კიტეიშვილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…

ევროპის ლიგის ძირითადი ფაზის მეორე ტურში გრაცის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე გლაგზოს „რეინჯერსს“ მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 ამარცხებს. გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ოთარ კიტეიშვილი და გოლიც გატანა - საქართველოს ნაკრების ლიდერის ზუსტი დარტყმის შემდეგ „შტურმმა“ ანგარიში ორამდე გაზარდა. იხილეთ ვიდეო:  

ეკიტიკეს რუნი გამოესარჩლა

რამდენიმე დღის წინ ინგლისში, ლივერპულში დიდი ყურადღება მიიპყრო ფრანგი თავდამსხმელის უგო ეკიტიკეს საქციელმა, როდესაც „კარაბაოს თასის'' მერვედფინალში „საუთჰემპტონს’’ გამარჯვების გოლი გაუტანა (2:1), სიხარულისგან მაისური გაიხადა, რის გამოც მეორე ყვითელი მიიღო და თანაგუნდელები რიცხოვრივ უმცირესობაში დატოვა. ეკიტიკეს, რომელიც „ლივერპულში’’ ახალი...

ლუის ენრიკე: გვინდა წინა სეზონის მიღწევა გავიმეოროთ

ევროპის სუპერთასზე „ტოტენჰემ ჰოთსფურთან’’ შეხვედრის წინ უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელის ლუის ენრიკეს ინტერვიუ, რომლის ქართულ თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ. როგორ მიიღო პარიზმა გამარჯვება პარიზის ქუჩებში ხალხი დღემდე მადლობას მიხდის. ისინი მეხვევიან, ეს კი ისეთ რამ არის, რასაც მე,...

გოჩოლეიშვილი ჰამბურგში

გერმანიის ბუნდესლიგის „ჰამბურგმა“ საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა - ქართველი ფეხბურთელი გერმანული კლუბის ღირსებას 2025/26 წლების სეზონში იჯარით დაიცავს, ის გუნდს დონეცკის „შახტარიდან“ იჯარით შეუერთდა. „გიორგი გოჩოლეიშვილი სახით გამორჩეული თვისებებისა და და ძლიერი მენტალიტეტის მქონე...

რამაზ სვანაძე: ემოციების მართვა უნდა ვისწავლოთ

ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრებთან პირველი გამარჯვების შემდეგ, სლოვაკეთში მყოფი ქართველი ჟურნალისტები და გულშემატკივრები იმედიანად ველით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეორე შეხვედრას საფრანგეთის გუნდთან, რომელიც 14 ივნისს კვლავ ჟილინაში გაიმართება. მატჩამდე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მომავალ მატჩზე...

სვანაძე: იმედია, პოლონეთთან იმ გუნდს იხილავთ, რომელსაც იცნობთ…

11 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პოლონეთთან პირველ მატჩს გამართავს. მატჩამდე რამაზ სვანაძემ გუნდი ჟილინაში ავარჯიშა, მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მეორედ ვმონაწილეობთ. დარწმუნებული ვარ, სტაბილურობა შენარჩუნდება და წინსვლასაც მოვახერხებთ. სულ სხვა...

სად წავა პსჟ პარკ დე პრენსიდან?

„პარი სენ ჟერმენი’’ „პარკ დე პრენსზე’’ 1974 წლიდან ბინადრობს, მაგრამ შესაძლოა კლუბს საფრანგეთის დედაქალაქის მე-16 ოლქის დატოვება და ექსკლუზიურად მისთვის აშენებულ ახალ სტადიონზე გადაბარგება მოუწიოს. ამ პერსპექტივამ კლუბის ფანები ორ ნაწილად გაჰყო. „ქალაქის ხელმძღვანელობა სხვა შანსს არ გვიტოვებს’’, ― თქვა...

დარჩება კონტე ნეაპოლში?

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი „ნაპოლი’’ „ჯენოას’’ მასპინძლობს. ნეაპოლელები სკუდეტოსთვის იბრძვიან. ყველაფერი მათ ხელშია, ისინი „ინტერს’’ 3 ქულით უსწრებენ, სეზონის დამთავრებამდე კი 3 ტურია: წინ არის მატჩები „ჯენოასთან’’, „პარმასა’’ და „კალიარისთან’’. თუ „აძური’’ ყველა თამაშს მოიგებს, მდევარი ვერ დაეწევა. გუშინდელ...

ჟორჟი: მეხუთე თამაში, მერვე გოლი [ვიდეო]…

გიორგი მიქაუტაძე ჩინებულ სერიას განაგრძობს - საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა ფორვარდმა გოლი „ლიონშიც“ გაიტანა, თუმცა, მისი გუნდი „სტრასბურგთან“ გასვლით მატჩში 2:4 დამარცხდა. მიქაუტაძეს 0:0-ზეც ჰქონდა შანსი, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მატჩის ბოლოს კი პენალტი ზუსტად შეასრულა. 13 მარტის შემდეგ საქართველოს...

ბუდუს ზედიზედ ორი

ევროპაში ქართველების დღეა: გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში გოლით და საგოლე პასებით გამოიჩინა თავი; დავითაშვილმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტიულ ბუნდესლიგაში იყოჩაღა, გიორგი გოჩოლეიშვილმა დანიაში; საფრანგეთშივე ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა საგოლე პასი... ბუნდესლიგაში კი ბუდუ ზივზივაძემ ივარგა და გოლს საგოლე პასიც მიაყოლა... აუცილებლად ვთქვათ, რომ...

სუპერბუდუ!

ის, რასაც ამდენი ხანი ველოდით, ვნახეთ - ბუდუ ზივზივაძემ ჰაიდენჰაიმში, შესაბამისად კი ბუნდესლიგაში, სადებიუტო გოლი გაიტანა. მისი გუნდი ჰოფენჰაიმს ესტუმრა და ქულას დასჯერდა. ჩვენიანი თავდამსხმელი სთადარიგო იყო, თუმც თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 20 წუთში იხეირა კიდეც. ულამაზესი გოლი იყო. ცაციამ მარჯვენათი...

შეუტევს დემბელე ანრის?

ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი 27 წლის ოსმან დემბელე შესანიშნავ ფორმაშია. 2025 წელს მას გოლი გოლზე გააქვს. ბოლო შეხვედრაში, ჩემპიონთა ლიგაში, „ბრესტს’’ ორჯერ გაუტანა და ახლა, მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, 28 მატჩში 23 შედეგიანი დარტყმა დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ დემბელეს მოედანი...

ბორჯღალოსნები – მცირე ცვლილებებით იტალიასთან

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა იტალიასთან 17 ნოემბერს გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. საქართველო შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით, იტალიას გენუაში, “ლუიჯი ფერარიზე” ჩვენი დროით 17:40 საათზე ერკინება. ეს იქნება ამ გუნდების მეექვსე დაპირისპირება, პირველი 2022 წელს ბათუმში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ. ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში...

მამუს პირველი ქულები

NBA-ს მიმდინარე სეზონში „სან ანტონიო სპურსის“ ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა პირველი ქულების აღება მოახერხა, თუმც, მისი „სან ანტონიო“ ოკლაჰომაში „თანდერთან“ 93:105 დამარცხდა. როგორც ჩანს, „სან ანტონიო“ წლეულსაც ლიგის ერთ-ერთი უსუსტესი გუნდი იქნება, ხოლო მამუკელაშვილი ისევ ღრმა სათადარიგო. მამუკელაშვილს აქამდე მხოლოდ...

კვარა – სექტემბრის MVP

სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. საქართელოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერს ჯილდო 26 ოქტომბერს, „ლეჩესთან“ მატჩამდე „სტადიო დიეგო მარადონაზე“ გადაეცემა. გულშემატკივრების გამოკითხვაში კვარამ ბრემერს („იუვენტუსი“), კასტროს („ბოლონია“), კუტრონეს („კომო„), დიმარკოსა („ინტერი“) და პულიშიჩს („მილანი“) აჯობა. კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელი...

საქართველომ დევისზე მექსიკა დაამარცხა

დევისის თასის მსოფლიოს მეორე ჯგუფში საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა და 2025 წელს მსოფლიო ჯგუფის I ფლეი ოფში ითამაშებს. მატჩი „მზიურის“ საჩოგბურთო კორტებზე შედგა. პირველი დღის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო. საბა ფურცელაძემ მექსიკის ნაკრების მეორე ნომერთან, ალან ფერნანდო რუბიო ფიეროსთან...

რამადანი: მე კვარასთან ახლოს უნდა ვყოფილიყავი

საქართველოს ნაკრებმა „ეარ ალბანიაზე" გიორგი ქოჩორაშვილის გოლით ალბანეთს 1:0 მოუგო. მატჩის შემდეგ მასპინძლეთა ეროვნული გუნდისა და იტალიური „ლეჩეს" გერმანიაში დაბადებულმა ნახევარმცველმა ილბერ რამადანიმ ადგილობრივ SuperSport-თან ინტერვიუში თქვა: „რთული მატჩი გამოვიდა. მეტოქე 5 ფეხბურთელით იცავდა თავს, რომელთა წინ კი კიდეც 3...

ყოჩაღ ბიჭებო!

აშკარად ჩვენი ტურნირია ერთა ლიგა. მორიგი გათამაშება დაიწყო და საქართველოს ნაკრებმა გერმანულ ევრო 2024-ზე დაწყებული ზღაპარი გააგრძელა. თუმცა ბიჭები იმაშიც გვარწმუნებენ, რომ საქმე მთლად ზღაპართანაც არ გვაქვს. კვლავ თავგანწირვა, ჟინი, ხალისი და მაღალი კონცენტრაცია. ევროს შემდეგ ჩვენი გუნდი აშკარად...

გერმანიას ახალი კაპიტანი ეყოლება

ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს ილქაი გიუნდოგნმა, როგორც ჩანს, ბოლოჯერ უკაპიტნმა - 19 აგვისტოს „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, რომელსაც „ბუნდესგუნდში“ 82 მატჩი აქვს ჩატარებული, გატანილი 19 გოლი და გაკეთებული 9 საგოლე პასი, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. „რამდენიმეკვირიანი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება სანაკრები...

ქოჩორა დარბოდა, მამარდა კი ფანჯრიდან მოწყენილი იყურებოდა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ" და გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ" მოსაწყენ შეხვედრაში 0:0 ითამაშეს. ეს გახლდათ ქალაქ ვალენსიას გუნდების დაპირისპირება, რომლის დამთავრების შემდეგ AS-მა დაწერა, რომ მწვრთნელებს რუბენ ბარახასა და ხულიან კალეროს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო. ესპანეთის პირველ და მეორე...

აგენტი პარიზში ჩავიდა

არ ცხრება ლაპარაკი ვიქტორ ოსიმენზე. ბოლო ცნობის თანახმად, გუშინ მისი აგენტი პარიზს გაემგზავრა. ეს ინფორმაცია ფეხბურთელთა ბაზრის სპეციალისტმა, „სქაი სპორტის" ეთერიდან ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. დი მარციო ამბობს, რომ „პარი სენ ჟერმენი" „ნაპოლის" ნიგერიელის სანაცვლოდ ფულის გარდა ასარჩევად რამდენიმე ფეხბურთელსაც...

მბაპეს უქნარას დაარქმევდნენ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა კრის უოდლმა თქვა, რომ ბრიტანეთის საფეხბურთო საზოგადოება ყოველთვის ეძებს მიზეზებს ფეხბურთელების გასაკრიტიკებლად. მისი აზრით, კილიან მბაპეს ახლაც რომ ეთამაშა პრემიერლიგაში, ის კრიტიკის დიდ ულუფას მიიღებდა. „ჩვენ (ინგლისელები) ყოველთვის ვეძებთ ცუდ მხარეებს, ნეგატიურ ასპექტებს მოთამაშეებში. იმის ნაცვლად,...

პარი სენ ჟერმენი უკან არ იხევს

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ჯერაც გაურკვეველია. „კორიერე დელო სპორტის" ახალი ინფორმაციით „პარი სენ ჟერმენი" ქართველის შეძენაზე ხელის აღებას არ აპირებს და ფეხბურთელს შესანიშნავ პირობებს სთავაზობს: 4-5 წლიან კონტრაქტს, წელიწადში 11 მილიონი ევროს ტოლი ხელფასით. ეს შეთავაზება მოთამაშისთვის მომხიბვლელია, მაგრამ იმისათვის,...

გრიზმანის მაიამი

საფრანგეთის ნაკრების და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი შესაძლოა დარჩეს ესპანეთის ჩემპიონატში და გააგრძელოს კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან. გრიზმანს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, თუმცა კლუბი უკვე ცდილობს ფრანგ ფორვარდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორვარდის მომსახურებით „პარი სენ-ჟერმენი“ და ამერიკული...

ევროთასები და იო

გასული კვირის მიწურულს ევროპაში საკლუბო სარაგბო ტურნირების პლეი-ოფი დაიწყო, ხოლო საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში - პრო დ2-ში 25-ე ტური შედგა. ჩემპიონთა თასი მთავარი ევროთასის მერვედფინალის მატჩებში მონაწილეობა მხოლოდ ორმა ქართველმა მიიღო. ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ ინგლისურ „სარასენსს“ უმასპინძლა და ყოველგვარი დაძაბვის გარეშე...

ყველაზე მეტი ისტორიაში…

აშშ-ი, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ შეხვედრა, ისტორიაში ყველაზე ყურებადი გამოდგა. პრემიერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, პეპ გვარდიოლას გუნდი „მეთოფეებს“ დაუზავდა (0:0). NBC Sports-ის ინფორმაციით, მატჩს ამერიკაში თვალი 2.12-მა მილიონმა ადამიანმა მიადევნა, რაც პრემიერლიგის შეხვედრებს შორის ისტორიაში ყველაზე მეტია. ტელემუნდოსაც თუ მივათვლით, სადაც...

ვალენსიელი ჟურნალისტი მამარდას გაყიდვის შესახებ

ჩემთვის ყველაფერი ნათელია: გასაყიდი აქტივების სიაში მამარდაშვილი ბოლო ადგილზე მყავს. კარგად ვიცი კლუბის მეპატრონეთა განზრახვებიც, ქართველის ფასიცა და კლუბის საჭიროებანიც, მაგრამ ოღონდ სპორტული თვალსაზრისით მთავარი ფეხბურთელი (ემოციურად მთავარი გაიაა) შევინარჩუნოთ და მე პირადად სულ ალტერნატივათა ძებნაში ვიქნებოდი. ფაქტია, რომ რუბენ...

კლოპი სიტის არ უყურებს

„ლივერპულის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის ტიტულისთვის რბოლის შესახებ ისაუბრა. „თუ ინგლისის ჩემპიონატის ექსპერტი გჭირდებათ, ალბათ მე არ უნდა მკითხოთ, რადგან უფრო ხშირად სეზონს მეორე ადგილზე ვასრულებდით. არ ვნერვიულობ, რომ „სიტის“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ყოველთვის ველით,...

მამარდას ვალენსია ევროპაზე იწყებს ფიქრს

„ალმერიასთან" შინ 2:1 გამარჯვების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის კლუბის „ვალენსიას" მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა, რომ მართალია ბოლო წამამდე რთული ბრძოლის გადატანა მოუხდათ, მაგრა მთავარია, რომ გაიმარჯვეს. „ბრძოლით სავსე მატჩი იყო, პერიოდულად რთული. კარგად დავიწყეთ, ორი გოლი გავიტანეთ და შესვენების შემდეგ მესამეზეც...

ჩემპიონი ბიძინაშვილმაც დატოვა

საქართველოს ჩემპიონი „ბათუმი“ კიდევ ერთ ფეხბურთელს შეელია - გუნდი 26 წლის შემტევმა ირაკლი ბიძინაშვილმა დატოვა და კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში, „ჟენისში“ გააგრძელებს, სადაც მწვრთნელად ლევან კორღალიძე მუშაობს. ბიძინაშვილმა კლუბთნ კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა. ის „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. უთამაშია სომხურ „არცახში“, ლატვიურ...

კვარამ ერთი რომ შეაგდოს…

დღეს საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის ნახევარფინალია: „ნაპოლი" - „ფიორენტინა". ნეაპოლელთა მწვრთნელი ვალტერ მაცარი ამ შეხვედრის წინ Mediaset-ს ელაპარაკა. „იტალიის სუპერთასი ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა. ყველა ღონე უნდავვიხმაროთ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ამას ხან ვახერხებთ, ხან კი არ გამოგვდის. ასეთ პრესტიჟულ შეჯიბრებაში...

ჩემპიონიდან ქაირათში

საქართველოს ჩემპიონის, „ბათუმის“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, გიორგი ზარია კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში, ალმაათის „ქაირათში“ გააგრძელებს. კლუბსა და  ფეხბურთლს შორის ორწლიანი კონტრაქტის გაფორმდა. 26 წლის ზარიამ კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 2021 წელს „ბათუმში“ გადავიდა. წინა სეზონში ის ზღვისპირელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი...

რეალს ვალენსიასთან ლუნინის დაყენება მოუწევს

შაბათს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" „სანტიაგო ბერნაბეუზე" „რეალს" ხვდება. მადრიდელებს ამ შეხვედრისთვის მეკარის პრობლემა აქვთ. კეპას კუნთი სტკივა და ხსენებულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ჩელსის" ყოფილი გოლკიპერი „ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინა მოთელვაზე დაშავდა. მის ნაცვლად კარში 24 წლის უკრაინელი...

ბასილაშვილმა მოიგო

დიდი ხანია სათაურში გამოტანილი სიტყვები არ დაგვიწერია. დიახ, ქართველმა ჩოგბურთელმა 18 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო. ამასობაში კი ბასილაშვილი რეიტინგში კატასტროფულად დაქვეითდა და ახლა არათუ ATP-ს, არამედ ჩელენჯერის ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებში მონაწილეობს. ერთ-ერთი ასეთი ტურნირი იტალიის ქალაქ ბერგამოში მიმდინარეობს, სადაც ნიკამ მსოფლიოს...

ისევ 7 ქულა

ეროვნული ლიგის 26-ე ტურის  მთავარი მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც „ბათუმმა“ და „დინამომ“ ფრედ - 2:2 ითამაშეს. მათ შორის სხვაობა ისევ 7 ქულაა. ჯერ მასპინძლები იგებდნენ, შემდეგ სტუმრები, თუმცა ბოლოს ყველაფერი ყაიმით დასრულდა. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე კი დინამოელთა  მეკარე გიორგი ლორია...

დი ფრანჩესკო: თქვენ ყველანი ოსიმენზე ლაპარაკობთ, მე კი…

„ფროზინონემ" „ნაპოლისთან" კარგად დაიწყო, პენალტით ანგარიშიც გახსნა, მაგრამ ჯამში იტალიის ჩემპიონმა სერია A-ს დებიუტანტს ყველაფერში აჯობა და 3:1 მოუგო. ამ შეხვედრაში შედგა ქართველი გარემარბის გიორგი კვერნაძის დებიუტი იტალიური ფეხბურთის უმაღლეს დონეზე. გიორგი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. მატჩის შემდეგ, „ფროზინონეს" მწვრთნელმა...

ნოიერი წლეულს საეჭვოა, მამარდაშვილი..?

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარის მანუელ ნოიერის დაბრუნება კიდევ გადაიდო და არ არის გამორიცხული მანს 2023 წელს საერთოდ ვერ ითამაშოს. ნოიერმა ბოლოს გუნდთან ერთად 27 ივლისს ივარჯიშა, შემდეგ კი მზადების პროცესი შეაჩერა და 5 აგვისტოს ინდივიდუალურად სატრენაჟორო დარბაზში ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობით ემზადებიდა. გავრცელებული...

ლუის ენრიკე პარიზიდან გაქცევაზეა

„პარი სენ ჟერმენში" გვარიანი ქაოსია. კილიან მბაპესა და ლუიშ კამპუშის აბურდულ ამბებს ახალდანიშნული მწვრთნელის ლუის ენრიკეს პრობლემაც დაემატა — „მარკას" თქმით ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა შესაძლოა პარიზული კლუბი დატოვოს. როგორც მადრიდული გამოცემა წერს, ლუის ენრიკე აღშფოთებულია. ის ხედავს, რომ პსჟ-ს...