მთავარი კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ტიმმა, ტოკიო არაო

ოლიმპიური თამაშები ოთხწლეულის ყველაზე მასშტაბური, გრანდიოზული, პრესტიჟული და მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმია, რომელშიც არათუ გამარჯვება ან მედლის მოპოვება, მონაწილეობაც კი საამაყოა. ჩოგბურთი, ზაფხულის ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილი მისი დაარსებიდანვე ანუ 1896 წლიდან იყო, თუმცა მხოლოდ 1924 წლამდე. შემდეგ სამეფო სპორტი გარკვეულ მიზეზთა...

ესეც ერთა ლიგა

დღეს ლოზანაში გამართულმა ერთა ლიგის წილისყრამ ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი ისტორიული ფურცელი გადაშალა. ახალი ტურნირის მონაწილეები ჯგუფებში გადანაწილდნენ და ახლა სექტემბერს დაელოდებიან, როცა უშუალოდ მატჩების დრო დადგება.  წილისყრის შედეგები ასეთია: A ლიგა 1 ჯგუფი: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია 2 ჯგუფი: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია 3 ჯგუფი:...

ვავრინკა წლეულს ფიქრობს, ნადალი – საგაისოდ

მსოფლიო პანდემიით შეჩერებულია საჩოგბურთო სამყარო. სადღეისოდ ტურნირების განახლება 13 ივლისისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ არის შანსი ამ თარიღმა გადაიწიოს. რაც შეეხება დიდი მუზარადის ტურნირებს, რომელიც წლეულს იყო დაგეგმილი, „უიმბლდონი“ ნამდვილად აღარ გაიმართება, „როლან გაროსის“ დაწყების თარიღი 27 სექტემბერია, ამერიკის ღია...

სიცხე – ტოკიოს მთავარი გამოწვევა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელთათვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება ამ ფორუმის პერიოდში (24 ივლისი - 9 აგვისტო) ცხელ ამინდთან ბრძოლა. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მარათონელთა სტარტამდე ერთი წლით ადრე ტოკიოს ახალი ეროვნული სტადიონის სიახლოვეს, დილის 6 საათზე მინიმუმ...

დიეგო სიმეONE

მადრიდის “ატლეტიკო“ ის გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გარდა, ტიტულებს ჭერში აწყობს. აგროვებს და აგროვებს, აი, სუპერთასი სულაც მესამედ მოიგო. 2010, 2012 და  მესამედ ახლა, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში. აბა, გადაავლეთ თვალი, ბოლო წლებში თითქოს ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ “რაელი“-“ატლეტიკოს“ შეხვედრა თუ...

მამუკა გორგოძე გადარჩა

  ქართული სარაგბო ლეგიონისთვის გასული უქმეები არაერთგვაროვანი გამოდგა. ზოგიერთი ჩვენებურის გუნდმა წარმატებით იასპარეზა ევროთასების მეორე ტურში, ზოგიერთის კი, პირიქით, ჩაფლავდა. დავით ზირაქაშვილის „კლერმონი“ ირლანდიურ „ალსტერს“ ეწვია და უდრამატულეს ბრძოლაში 13:18 დამარცხდა. 36 წლის ქართველი თამაშში მარქაფიდან 36-ე წუთზე ჩაერთო და მანამდე...

ბასილაშვილმა მელცერი გაიარა

საქართველოს პირველმა და მსოფლიოს 61-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ვინაც მესამედ მოხვდა ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში, პირველად მოახერხა საწყისი ეტაპის დაძლევა. ჩვენებურის პირველი მეტოქე 27 წლის ჰერალდ მელცერი გახლდათ - მსოფლიოს ექსმერვე ჩოგნის, იურგენ მელცერის უმცროსი ძმა. მათი ბოლო შეხვედრა...

მანჩინიმ კურიოზი გამოაცხო

იტალიის ნაკრებმა ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ერთა ლიგის მატჩში 1:1 ითამაშა. ნამატჩევს ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში კიელინი. მის მაგივრად მოედანზე აჩერბი გავიდა. რობერტო მანჩინიმ ეს ასე ახსნა: „როცა სასტარტო შემადგენლობა მომიტანეს, სათვალის გაკეთება დამავიწყდა და ვერ შევნიშნე,...

მოერევა ჰემილტონი შუმახერს?

„მერსედესის“ ინგლისელი მეფორმულე ლუის ჰემილტონი მსოფლიოს ჩემპიონატის გასრულებამდე ხუთი რბოლით ადრე უმთავრეს კონკურენტ ფერარელ სებასტიან ფეტელს 34 ქულთ უსწრებს და მეოთხედ ტიტულის დასაკუთრების რეალური შანსი აქვს. მაგრამ, როგორც არაერთხელ უთქვამს, მისთვის საჩემპიონო გვირგვინების რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია მოგებული ეტაპების რეკორდის დამხობა. შვიდგზის...

ძველ ნევადაში წმინდა პატრიკის დღეს

დილით ორიკვირისწინანდელ ამბავს ვუბრუნდებით, სადაც მძიმე წონის ჩემპიონ კორბეტსა და საშუალოწონოსან პრეტენდენტ ფიცსიმონსის დიადი შერკინების წინაპირობები იყო აღწერილი. ამ ჯერზე, ორთაბრძოლის დღის, 1897 წლის 13 მარტის ამბავს მოგითხრობთ, ფიცსისა და კორბეტის დიდ შეყრას აღვწერთ. ეს იყო ნევადაში, ქალაქ კარსონ სიტიში. ის დღე გამოვიდა უღრუბლო,...

მოდი აქ, შე სალაჰანა!

„არსენალის" მცველმა სოკრატის პაპასტათოპულოსმა „ენფილდ როუდზე" „ლივერპულთან" შეხვედრის შესვენებისას გაწევ-გამოწევა მოაწყო. „ლივერპულმა" „არსენალს" 5:1 მოუგო. სოკრატისის გამო პირველი ნახევრის ბოლოწამს ლონდონელების კარში პენალტი დაინიშნა. ბერძენმა მოჰამედ სალაჰი წააქცია და ეგვიპტელმა თავად გაიტანა თერთმეტი მეტრიდან. ასე გახდა ანგარიში 4:1. როდესაც ფეხბურთელები...

19-წლამდელები ბოსნიაში ბოსნიით

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 8 ნოემბრიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს. შესარჩევის ჩვენთვის საინტერესო ჯგუფი ბოსნიაში გაიმართება. გიორგი ყიფიანის ნაკრების მეტოქეები, მასპინძელთა გარდა, საფრანგეთი და ანდორა იქნებიან. ელიტრაუნდში, როგორც ხდება ხოლმე, ორნი გავლენ. ასეთი სულ 13 ჯგუფია და კიდევ ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც...

ტოჩინოშინის მუქთა მეშვიდე

წესით და რიგით, დღეს დილით ლევან გორგაძე, ვისაც ამომავალი მზის ქვეყანაში ტოჩინოშინად უხმობენ, მასავით კომუსუბის ტიტულის მქონე ენდოს უნდა დაჯახებოდა. შეტაკება არ შედგა. ენდოს მიტაკუემისთან გუშინდელ ბრძოლაში მარჯვენა ხელი უღრძვია და დღეს დოჰიოზე გასვლა იუარა. ენდოს უფლება აქვს, თუ ჯანზე მოვიდა, ორშაბათს...

ევროტანკი

საკალათბურთო ევროლიგამ პირველი წრე შეაჯამა და პოზიციების მიხედვით საუკეთესოებიც გამოავლინა. თორნიკე შენგელია მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ევროლიგაში მეორე კაცად აღიარეს. „ბასკონიას“ ქართველი „ტანკი“ ყოველ შეხვედრაში საშუალოდ 15,3 ქულას, 6 მოხსნას და 1,8 შედეგიან გადაცემას ასრულებს. მასზე წინ რეიტინგში ლიტვური „ჟალგირისის“ პაულიუს...

ასე გადაირია სესკ ფაბრეგასი (video)

ეს სახალისო ვიდეო სესკ ფაბრეგასის ტვიტერზე ვნახეთ. იზოლაციის მეოთხე დღეა და სახლში ჯდომისგან ხალხი გადაირიაო, წერს „მონაკოს" 32 წლის ვარსკვლავი. კადრში კი ხედავთ, თუ როგორ გამოდის მსოფლიოს 2010 წლისა და ევროპის 2008 და 2012 წლების ესპანელი ჩემპიონი დილით აივანზე და ყვირის: —...

20 წლის შემდეგ (მიჩელ სალგადოს მოგონებებიდან)

საქველმოქმედო მატჩი  მახსენდება,  თბილისში რომ ვითამაშეთ. ახლა კი მაგონდება ტკბილად, მაგრამ მაშინ კარიერა წავიხდინე. ანჯელო დი ლივიო და ფრანჩესკო ტოტი შემხვდნენ  რომის აეროპორტში, თბილისში მივდივართ, წამოდიო. არა მეთქი, მაგრამ დი ლივიომ ისეთი „პადკატი“ გამიკეთა,  უარი ვეღარ ვუთხარი. ტოტიმაც კვერი დაუკრა,...

სელფი და მეორე მოგება

„მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მეორედ ჩავიდა „ოლდ ტრეფორდზე", ამჯერად ახალი გუნდის შემადგენლობაში და კვლავ გაიმარჯვა. პლუს, მან სელფი გადაიღო ახალგაზრდა ფანთან, რომელიც მოედანზე შევარდა. ფანი ისე იყო ეგზალტირებული, რომ „სტრეტფორდ ენდიდან" პორტუგალიელამდე მიირბინა, სადაც სკაუტებმა იხელთეს. რონალდო ახალგაზრდასთან...

კოუტინიუს მანჩესტერთან თავისი ანგარიში აქვს

ფილიპე კოუტინიუმ თქვა, პრემიერლიგაში არ დავბრუნდებიო. მართალია, ბრაზილიელი „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ვერ ხვდება, მაგრამ მაინც „კამ ნოუზე“ უნდა დარჩენა. შეგახსენებთ: კოუტინიუ „ბარსაში“ „ლივერპულიდან“ გადავიდა. ეს 2018 წლის იანვარში მოხდა. ესპანეთის ჩემპიონმა მასში 144 მილიონი გირვანქა გადაიხადა. იმის გამო, რომ 26...

ვალვერდე ბარსაში რჩება

ერნესტო ვალვერდე კიდევ ერთი წლით რჩება „ბარსელონაში". გარდა ამისა, ახალ ხელშეკრულებაში შეტანილია პუნქტი თანამშრომლობის ამის შემდგომი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობის შესახებ ანუ, როდესაც შემდეგი სეზონი ჩამთავრდება თუ მხარეები ერთმანეთით კმაყოფილები იქნებიან, ბასკი მწვრთნელი კატალონიურ გუნდში მუშაობას განაგრძობს. ერნესტო ვალვერდეს პრეს-კონფერენცია დღეს,...

ერთი შეტევით ორი ჯილდო

რომაელთა ბატონობისას ახლანდელი ალბერვილის ადგილას არსებული პატარა დასახლება მილანი-ვენის გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტი ყოფილა. მდინარეებს - არლსა და იზერს შორის რომაელებს საბაჟოც ჰქონიათ მოწყობილი. XII საუკუნის ბოლოს რაინდ სენ ჟან იერუსალემელს წმინდა მიწისკენ დაძრული მომლოცველებისთვის რამდენიმე შესასვენებელი ადგილი მოუწყვია,...

ოკუპაცია: ლივერპულელებმა მიუნხენი დაიკავეს!

-აქ ვერ შემოხვალთ, უნდა გაბრუნდეთ! -ხუმრობთ, ეს ჩემი ქალაქია... -გთხოვთ გაბრუნდეთ, ვერ შეგიშვებთ... -თქვენი დედაც და ამ წყეული ინგლისელებისაც... ეს ერთი შეხედვითაც არცთუ უწყინარი დიალოგი მიუნხენის ცენტრში მარიამ პლაცზე შედგა, ინგლისელებით ანექსირებულ ბარს "ბაიერნის" კეპიანი კაცი მიადგა, დაცვა კი...

ბასილაშვილი და ნაცნობი რუსი

ამერიკის ღია პირველობამდე ჩოგბურთელებს ბოლო რეპეტიცია ცინცინატში ექნებათ, სადაც 11-18 აგვისტოს მორიგი მასტერსი გაიმართება. ეს ტურნირი შტატებში ზაფხულის სპორტის სახეობებს შორის უძველესია, ხოლო უშუალოდ ჩოგბურთში სწორედ US Open-ის შემდეგ ხანდაზმულობით მეორე. 1899 წელს დაარსდა. ცინცინატის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, ხოლო...

ფეხბურთი სამშობლოში ბრუნდება

დღეს ინგლისი მონდიალ-2018-ის ნახევარფინალში რომ გავიდა, "სარბიელელ" კოლეგებს ვთხოვე, მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა-მეთქი. არა იმიტომ, რომ ინგლისის ნაკრების თავგადაკლული ფანი ვარ ან საერთოდ ფეხბურთზე მეკეტება ჭკუა, არამედ ანგლოსაქსური ჯიგრის პატივისცემის გამო. საბურთაო მსოფლიო სპორტი რომ არსებობს, ინგლისელთა ან ამათი...

მედიატურნირი ბოულინგში

გასართობ ცენტრ Ballroom-ში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კიდევ ერთი საინტერესო ტურნირი ჩაატარა. „ბოლრუმის“ პარტნიორობით დ კომპანია „ზედაზენის“ მხარდაჭერით ცენტრმა ბოულინგის მედიატურნირს უმასპინძლა. ტურნირის სპეციალური პარტნიორი იყო სპორტული ამუნიციის რეალიზატორი,მაღაზია SPX, რომელიც სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მდებარეობს და რომელმაც სპეციალური პრიზები...

უეფამ მესამე ევროთასი მონათლა

გერმანული „ბილდის“ ინფორმაციით, უეფამ სახელი შეურჩია მესამე ევროთასის გათამაშებას, რომლის სტარტიც 2021-2022 წლებისთვის არის დაგეგმილი. ტურნირს „კონფერენციათა ლიგა“ ერქმევა და მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 ქვეჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა 1/8-ფინალში, მეორეადგოლოსნები კი ევროპის ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულებს...

გემი, ჯეიმი და ორი გული

ესეც მატჩის დღე და ძალიან გადაწითლებული სტამბოლი. რაღა თქმა უნდა, ევროპა-აზიის საკვანძო ქალაქში „ჩელსის“ ფანებიც არიან, თუმც, მერსისაიდელების ფონზე ლონდონელთა ფანკლუბი ორ ზღვას შუა მოქცეულ ბოსფორის სრუტესავითაა… დღეს სტამბოლი წითელია და ადუღებული ელოდება ფინალს. ბოსფორის სრუტის თვალწარმტაცი სილამაზე მართლაც გამოსარჩევი...

შემდეგი გაჩერება ბრუკლინი

დაადგა საშველი: ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჰაბიბ ნურმაგომედოვი მორიგ ბრძოლას 2020 წლის 18 აპრილს გამართავს. ფიქრობთ მეტოქე მისი დაუძინებელი მტერი კონორ მაკგრეგორი იქნება? არა, შერეკილ ირლანდიელს, როგორც მას თავად დაღესტნელი მებრძოლი და მისი აგენტი ხშირად მოიხსენიებენ, ისევ დალოდება მოუწევს. თუმცა...

ანატოლი მილჩენკო: ბორჯომი-სოხუმი-უემბლი

ზემოაღნიშნული სათაურით გამოიცა წიგნი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო მსაჯად აღიარებული, ბორჯომში დაბადებულ-გაზრდილი და სოხუმში დავაჟკაცებულ და დაქორწინებულ უკრაინელ-ქართველის, ანატოლი მილჩენკოს (1938-2011) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. წიგნის ავტორები არიან ჟურნალისტები თენგიზ პაჭკორია და დემიკო ლოლაძე. ავტორები მადლობას...

ტიტული ბალკანეთში დარჩა

ბარსელონაში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქანცის გამომცლელ ნახევარფინალებში სერბებმა ხორვატები (9:7) და ესპანელებმა იტალიელები (8:7) დაამარცხეს, მაგრამ გადამწყვეტი თამაშისთვის მაინც მხნეობით სავსენი ჩანდნენ, რაც სპეციალისტების გაკვირვებას იწვევდა. ერთერთი კომენტატორის თქმით, წყალბურთელები ყოველ თამაშში ორ კილომეტრამდე მანძილს ფარავენ, რაც დიდად...

კიი და ბევრი ფული

სნუკერის ტურნირების სერიებს 2020 წლიდან ერთი სერიოზული შეჯიბრიც ემატება, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება. აბა, იქაური შეიხები რისი შეიხები იქნებოდნენ ტურნირისთვის დამატებითი ინტრიგა არ შეეძინათ და უფრო განსაკუთრებული არ გაეხადათ, ვიდრე რიგითი სერიის გათამაშებაა. და რითი შეიძლება ევრო-დილარებში მობანავე შეიხებმა,...

ქუთაისში “შავები” დაარბიეს

ქართველმა ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ვადამდე გაინაღდეს. მათი მორიგი მსხვერპლი გერმანიის ნაკრები შეიქნა. გერმანელთა გუნდის სარაგბო მეტსახელი "შავი არწივები"-ა. ჰოდა, ქუთაისლებმა როგორც კი გაიგეს, გერმანელი "შავები" ჩამოდიან მოსაგებადო, ტრიბუნებიც შეავსეს და ჩვენს ბიჭებს ისე უქომაგეს, მათი გამჩერებელი გაცილებით...

Pupils with all this course’s aid will probably understand the developments within the medical...

Documents are a sort of valuation. Writing a discursive article, you'd need to address assortments of opinions. That is the cause why it becomes quite hard to handle discursive essay composing. The final mode of creating the essay is...

ნახვამდის გრძელო!

„ჩვენმა მშვენიერმა თამაშმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა. ამ ზაფხულს, ბევრი ვიყოყმანე, ვფიქრობდი რა ნაბიჯი გადამედგა და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ საფეხბურთო კარიერა დავასრულო. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც ფეხბურთში მომიყვანა და ჩემს განვითარებას შეუწყო ხელი. მათ გარეშე სპორტის ამ სახეობაში...

გიორგი ჩაკვეტაძე: ყაზახეთთან გოლმა გოლი შემაყვარა

გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ერთი დიდი საქმე უკვე გააკეთა: ვერის (კიროვყოფილი) პარკში, ბუკიას ბაღის საჭადრაკო მაგიდებთან, თბილისური ეზოების და სოფლის ბირჟებზე წლების წინ მინავლულ დისკუსიებს ქართული ფეხბურთის შესახებ დიდი ცეცხლი შეუნთო. მორიდებული სახის და მანერების ახალგაზრდამ ისევ...

ბორჯღალოსნებმა საფრანგეთი დაასრულეს

გასული უქმეების შედეგებით, საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატი შვებულებაში გავიდა და საფრანგეთის ჩემმპიონობისთვის ბრძოლას ორი ქართველიღა აგრძელებს: ვეტერანი დავით ზირაქაშვილი, ვინც სანაკრებო კარიერა 4 წლის წინ დაასრულა, და ახალგაზრდა ბექა კაკაბაძე, რომელიც მილთონ ჰეიგს ბორჯღალოსნებში არასდროს გამოუძახებია. ისე მოხდა, რომ...

ლისის ტბაზე სპორტული ჟურნალისტების მედია ფესტივალი – “ბაჩოს თასი 2018“ გაიმართება

7 ივლისს, ლისის ტბაზე, სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი "ბაჩოს თასი 2018" გაიმართება. "ბაჩოს თასი 2018" ქუჩის მინი-ფეხბურთსა და 3/3-ზე კალათბურთში, ასევე მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა გუნდებში გადანაწილებული სპორტული ჟურნალისტები და ბაჩო სვანიძის მეგობრები მიიღებენ. ფესტივალი, 3/3-ზე კალათბურთის ტურნირით...

ყვითელი ჯარი ზირაქაშვილის გარეშე

საფრანგეთის ტოპ 14-ის ტურის მთავარ მატჩში ერთმანეთს „მონპელიე“ და „კლერმონი“ დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ქართული დუელი მიმდინარეობდა: მასპინძელი მონპელიელების შერკინების პირველ ხაზში მარცხნივ მიხეილ ნარიაშვილი იდგა, ხოლო ჩემპიონი კლერმონელების მარჯვენა ბურჯი ვეტერანი დავით ზირაქაშვილი იყო, რაც იმას ნიშნავს,...

მონეტა კვერცხებით შეცვალეს

აღდგომა უკვე გადავლილი იყო, მაგრამ ორშაბათს ბულგარეთის ჩემპიონატში არბიტრმა ივაილო სტოიანოვმა ფეხბურთელებს დღესასწაული ორიგინალურად მიულოცა. შეხვედრის სტარტზე არბიტრს მონეტა არ აუგდია. ამის ნაცვლად კაპიტნებს სააღდგომო კვერცხები გადასცა: მასპინძელი პლოვდივის „ბოტევის“ კვერცხი საკლუბო ყვითელ ფერში იყო შეღებილი, სოფიის ცსკა-ს კი წითელში. მეორე...

ბელგრადს ზღაპრების არ სჯერა

მადრიდის „რეალის“ სერბ თავდამსხმელ ლუკა იოვიჩს სამშობლოში არ ჩაესვლება. საქმე ის არის, რომ საზღვრის გადაკვეთისთანავე, ფეხბურთელს „ვირის აბანოში“ ამოაყოფიებენ თავს. 22 წლის ფეხბურთელს ბრალად ბელგრადში საკარანტინო წესების დარღვევა ედება და ექვსი თვე პატიმრობა ელის. იოვიჩმა 19 მარტს დაარღვია კარანტინი, რომელიც კორონავირუსის...

ცოტაცა, ცოტაცა

შემოდგომის ტესტების ორი თამაში გადავლილია და საქართველო გამოჩნდა ხმაურით მსოფლიო გაზეთების სარაგბო ფურცლებზე. ამბავი არა მხოლოდ კანადის ბევრლელოიან ძლევასა და სოსო მათიაშვილის გაქროლებასა და ნახტომშია, არამედ, უფრო ისაა, რომ საქართველოს უელსთან  უკვე დამთავრებულ დროში ხაზთან ახლო ჯარიმით და, შესაბამისად,...

ბარსამ რონალდ კუმანი დაამატა

ესპანურ „ბარსელონას“ სასწრაფოდ სჭირდება ახალი მთავარი მწვრთნელი. კიკე სეტიენის დღეები დათვლილია. არადა, მას შედეგზე მეტად ქარიზმას ედავებიან - ვერაფრით მოიპოვა ავტორიტეტი ფეხბურთელებს შორის, რაც სათამაშო დისციპლინაზე აისახა. ახალ მწვრთნელს ევერესტისხელა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს. ადრე ლამის ერთადერთ კანდიდატად ჩავი ერნანდესი განიხილებოდა,...

დადასტურდა…

უკვე არაერთი ბრიტანული წყარო ადასტურებს იმას რომ ლესტერული ავიაკატასტროფისას კლუბის პრეზიდენტი, ტაილანდელი ვიჩაი სრივასრივადჰანაპრაბჰა ვერტმფრენში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, გუშინ ლესტერი-ვესტჰემის მატჩის შემდგომ, კლუბის მფლობელის ვერტმფრენი სტადიონიდან ორას მეტრში სამოცი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და აფეთქდა. თავდაპირველად ისიც ითქვა რომ ბორტზე ლესტერის მწვრთნელი კლოდ...

ლიოვი ფულშიც ჩემპიონია…

ერთი თვეც და რუსეთში მსოფლიოს რჩეული 32 ნაკრები მჯობნის მჯობნის გარკვევას დაიწყებს. ვინაა ის ხალხი, ვინც რჩეულ ნაკრებებს რუსეთის საგზური მოაპოვებინა და რამდენად ადექვატურია მათი შრომის ანაზღაურება? ჰოლანდიურმა ტელეკომპანიამ Zoomiiv TV ჩემპიონატის მონაწილეთა მწვრთნელების ხელფასებზე ინფორმაცია გაავრცელა. პირველ ათეულში...

გარიგებული თამაშები. ესპანური მაფია

სულ რამდენიმე დღე გავიდა ესპანეთში საკლუბო ფეხბურთის სეზონის გასრულებიდან და პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა გარიგებული თამაშების ორგანიზატორების და მონაწ ილეების დასაკავებლად. შავფორმიანი სპეცრაზმელები ერთდროულად უესკაში, მალაგაში, მადრიდში, ლა კორუნიასა და ვალიადოლიდში შევარდნენ ეჭვმიტანილთა სახლებში. ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო "ოიკოსი" რაც...

ნიკოლა, მოსისხლე მტრის ბანაკიდან…

„ბარსელონა“ აღარ ხუმრობს. კატალონიელებმა საკალათბურთო გუნდში კორი ჰიგინსი ხომ მიიყვანეს, პოუ გასოლის დაბრუნებაზეც სერიოზულად დაფიქრდნენ და აგერ, NBA-ს ვარსკვლავი ნიკოლა მიროტიჩიც გადაიბირეს. მიროტიჩის ევროპაში დაბრუნება „ბლაუგრანას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო. ესპანეთის ნაკრების მძიმე ფორვარდმა ერთ დროს მოსისხლე მტერთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა...

მწვრთნელი ვიპ-ლოჟაში მოხსნა

ბელგიურ „ბრიუგესთან“ ჩემპიონთა ლიგაში მარცხის შემდეგ კიევის „დინამოს“ მრისხანე მთავარსარდალმა იგორ სურკისმა მწვწრთნელი იგორ ხაცკევიჩი და მისი შტაბი საფინალო სასტვენთან ერთად პირდაპირ ვიპ-ლოჟიდან გაათავისუფლა. ვინ შეცვლის ხაცკევიჩს? კანდიდატი ორია: გუნდის სელექციონერი ალექსანდრ ზავაროვი და სპორტული დირექტორი ალექსეი მიხაილიჩენკო. ორვე კიეველთა ლეგენდარული...

დედამიწა კონკიას გარშემო

25 წელი გავიდა ამ ამბიდან, მეოთხედი საუკუნე...მაშინ,ჩვენთან,ლიხს აქეთ, თავზე ლენტებწაკრული, “რეიბანიანი” ავტომატიანები დარბოდნენ, ლიხს იქით აფხაზეთი იკარგებოდა, შვედეთში კი საფეხბურთო კონკიას პატარა, ლამაზი ზღაპარი იწერებოდა... რიქარდ მიოლერ-ნილსენი,კაცი რომელიც ამ სამიოდე წლის წინ გარდაიცვალა, 1992 წელს დანიის საფეხბურთო ნაკრებს ედგა...

„ცხუმ-აფხაზეთი“ და „ქართული კალათბურთი“

საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ვარჯიშობს საქართველოს 2019 წლის სუპერთასის მფლობელი და სუპერლიგის მონაწილე გუნდი „ცხუმ-აფაზეთი“  ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს კინოაკადემიის წევრის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ქართული კალათბურთის“  ჩვენება შედგა. ამის შესახებ გუნდი "ცხუმ-აფხაზეთის" პრეს-სამსახური...

ალვერტისი და დიამანტიდისი პაოში დაბრუნდნენ

ლეგენდარული ბერძენი კალათბურთელები, ფრაგიკოს ალვერტისი და დიმიტრის დიამანტიდისი, ტაკის ტრაინტოპოლუსთან ერთად „პანათინაიკოსის“ ხელმძღვანელობაში იქნებიან, თუმცა, მხოლოდ კლუბის გაყიდვამდე. საკალათბურთო კარიერის დროს ალვერტისი და დიამანტიდისი „პანათინაიკოსის“ ღირსებას იცავდნენ. ალვერტისმა 5-ჯერ მოიგო ევროლიგის ტიტული, ხოლო დიამანტიდისმა – 3-ჯერ. ამ კალათბურთელების გუნდის ხელმძღვანელობაში მისვლა...

მარხელმა 28 შეარჩია

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ის 28 ფეხბურთელი დაასახელა, რომლითაც 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ გუნდთან თბილისური დაპირისპირებისთვის მოემზადება. ეს ევრო 2020-ის ფლეი ოფის ნახევარფინალი იქნება. წყვილის უმჯობესი ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს შორის გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს შეეცილება. მარხელმა თბილისში გასამართი...