ნონა შეთანხმდა!!!
ნონა გაფრინდაშვილსა და Netflix-ს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა.
შეთანხმებას გაფრინდაშვილსი ადვოკატი, რუფუს-აიზეკსი ადასტურებს. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.
მოგეხსენებათ, ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სერიალში გახმაურებულ ფრაზას ედავებოდა, სადაც ნათქვამია, რომ ქართველ დედოფალს კაც დიდოსტატებთან არ უთამაშია, რაც სიცრუეა.
დრამა მიუნხენში
ორი ქართველი იდგა მიუნხენის ოლიმპიდის კვარცხლბეკზე, უცხო დროშის ქვეშ, უცხო ჰიმნის ფონზე. ტელევიზორში ალბათ ისინიც რუსები ეგონათ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით: ქართველებმა დიდი ისტორიის დაწერაში ლომის წილი დაიდეს.
https://www.youtube.com/watch?v=r_5W0yrk39k
ვილი ისიანი ევროპაში დაბრუნდა
25 წლის ქართველი კალათბურთელი, ვილი ისიანი ამერიკიდან ევროპაში დაბრუნდა.
ჩრდილოეთ კაროლინას საუნივერსიტეტო გუნდის შემდეგ, ვილი ახლა უკვე ესპანურ „კასერესში“ ითამაშებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო ბლანკომ ახლწვეულის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„ის სამიანებს შესანიშნავად ისვრის და ვფიქრობ, სწორედ ისეთი კალათბურთელია, რომელიც პარკეტზე...
შარშანწინდელიც კი გვახსოვს…
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაშია და ერთა ლიგის მე-3 ტურის მატჩისთვის ემზადება...
მაკედონიელებს საქართველო კარგად ახსოვთ. ან როგორ არ ემახსოვრებათ – ჩვენთვისაც და მათთვისაც ისტორიული მატჩი მოგვიგეს. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი თამაში თბილისში 0:1 წავაგეთ.
იმ ავადსახსენებელი შეხვედრის გარდა, მაკედონიელებს კიდევ ორჯერ...
დათო-შოუ ლიონში
ქართველმა ლეგიონერებმა სარაგბო ევროთასების მეოთხედფინალური სტადია ძალზე ნაყოფიერად ჩაატარეს და ეს უმთავრესად ქართული და აწ უკვე ევროპული რაგბის ამომავალ ვარსკვლავს, 19 წლის დავით ნინიაშვილს ეხება.
15-ნომრიანი ღვინისფერი კვართის მფლობელი ჭაბუკი თავის „ლიონში“ განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს - 11 ნომრად, ანუ გარემარბად....
აფრიკა
არსენ ვენგერმა მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეზე ისაუბრა: აფრიკელები რომ არიან, მაინც სხვა ამტანობა აქვთო...
„შეხედეთ მათ, რა ამბებს სჩადიან. აფრიკის თასზე ითამაშეს, ფინალამდე მივიდნენ, მერე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევშიც ბოლომდე მიჰყვნენ. და ამის შემდეგ როგორ მხნედ გამოიყურებიან, უბრალოდ წარმოუდგენელია.
...ევროპელები რომ...
ტენ ჰაგმა იუნაიტედის დირექტორატი დაკითხა
ერიკ ტენ ჰაგს „მანჩესტერ იუნაიტედის" შეფები გაუოგნებია. მარტში, მანკუნიანელთა დირექტორები დარენ ფლეტჩერი და ჯონ მარტოუ ამსტერდამში ყოფილან, სადაც „აიაქსის" თავკაცს შეხვედრიან და უთხოვიათ დაესახელებინა პრიორიტეტული თემები, რომლებზეც ის მათი გუნდის მწვრთნელად გახდომის შემთხვევაში იმუშავებს. „სანი" წერს, რომ ახლაღა შეიტყო,...
ოჯახი უკრაინაში ომის წინა დღეს გაუშვა
ანდრეი იარმოლენკო უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფეხბურთზე ვეღარ ფიქრობს. რუსეთის აგრესია რომ დაიწყო, „ვესტ ჰემის“ ვარსკვლავს კლუბმა შვებულება მისცა, რათა ოჯახისთვის მიეხედა. უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში 32 წლის თავდამსხმელმა ვლადიმირ პუტინს გენოციდში დასდო ბრალი.
იარმოლენკოს ოჯახი ნაწილობრივ მშობლიურ ჩერნიჰივში (ჩერნიგოვი)...
ცუდი კაცი
უკრაინის საფეხბურთო კავშირის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტმა ქვეყნის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკი კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა და მისთვის ყველა ჯილდოს ჩამორთმევა მოითხოვა.
კომიტეტის განცხადებაში წერია: „ტიმოშჩუკი უკრაინის ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით. არის უკრაინის, გერმანიის, რუსეთის ჩემპიონი, ასევე ჩემპიონთა...
ლივერპულმა კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მოიგო
„ლივერპულმა“ მილანში, „ინტერის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ციდან ვარსკვლავები ნამდვილად ვერ მოწყვიტა, მაგრამ 2:0 მოიგო. მერსისაიდელებმა მტკიცე ხასიათი და გამარჯვებისადმი ლტოლვა გამოამჟღავნეს. აშკარაა, რომ ისინი 28 მაისს, პეტერბურგში, ფინალში თამაშს უმიზნებენ.
„მთავარი ის კი არ არის, რომ ყველა შეხვედრაში ათიანზე...
ბეტისის ზღაპარი გრძელდება
„ბეტისმა“ „რეალ სოსიედადს“ სან სებასტიანში 4:0 მოუგო და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა.
ანგარიში მე-12 წუთზე ხუანმიმ გახსნა, 39-ზე კი ბელგიელ ადნან იანუზაის ეგონა, რომ გაქვითა, მაგრამ გოლი VAR-მა გაუუქმა.
მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე, ხუანმიმ მეორეც შეაგდო. 83-ზე ამას მოჰყვა ვილიან...
ყური არავინ შეიბერტყა
პრემიერლიგაში „ჩელსიმ“ „ტოტენჰემს“ 2:0 მოუგო. მატჩის შემდეგ „ლურჯების“ მწვრთნელი თომას ტუხელი შეშფოთებული იყო, რომ ბოლოხანს ინგლისურ ფეხბურთში მაყურებლის მხრიდან ძალადობამ იმატა. ასე მაგალითად, მისი გუნდის გერმანელ მცველს ანტონიო რუდიგერს „სფურზის“ ფანებმა ტრიბუნიდან ბოთლის გასახსნელი და სანთებელა ესროლეს. შეხვედრას დაახლოებით...
გარდაიცვალა ბადრი კეთილაძე
ძმაო, ბადრი!
შენ წახვედი, დაგვტოვე და წარმოდგენა არ გაქვს რა დავკარგეთ იმ ხალხმა ვინც ახლა უაზროდ შევჩერებივართ ერთმანეთს. წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავდა თითოეული ჩვენგანისთვის შენთან ურთიერთობა.
ჩვენო ბადრი, შენ ვერც კი ხვდებოდი რამდენად კარგი ადამიანი იყავი და როგორ ამართლებდი საოცარ...
ბენზემას მიუსაჯეს
საფრანგეთის ნაკრებისა და „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა თანაგუნდელის ფარული ჩანაწერით შანტაჟის საქმეში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ თავდამსხმელს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა და 75 000 ევროს ტოლი ჯარიმა დააკისრა.
ბენზემა, რომელიც დღეს 33 წლისაა, გახლავთ ერთი იმ ხუთთაგანი, რომელთაც ერთი თვის წინ სასამართლოს წინაშე,...
აბა, პასპორტი მაჩვენე…
გენდერული სკანდალით ჩვენ დროში ვიღას გააკვირვებ. თუმცა სპორტს ეს მაინც იშვიათად ეხება ხოლმე. ერთი ასეთი ამბავი ახლა მოხდა: იორდანიის ფეხბურთის ფედერაციამ აზიის საფეხბურთო კონფედერაციას ოფიციალურად მოსთხოვა შემოწმება, ირანის ქალთა ნაკრებში შემთხვევით მამაკაცი ხომ არ თამაშობსო.
საჯაროდ გამოქვეყნებულ ოფიციალურ წერილში ფეხბურთელის...
პირველი ავტოგოლი ისტორიაში
ინგლისური პრემიერლიგის მე-11 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ „ოლდ ტრაფორდზე“ თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
პირველი ბურთი საკუთარ კარში მასპინძელთა კოტ დ'ივუარელმა ნახევარმცველმა ერიკ ბაილიმ მე-7 წუთზე ჩაჭრა.
ფაქტი ისტორიულია, რადგან „მანჩესტერის“ კარში დერბის ფარგლებში ავტოგოლი პირველად გავიდა.
მეორე გოლი პირველი...
პაიჭაძიდან კალაძემდე
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ოცნების გუნდი შეადგინა. ცხადია, საქმეში საქართველოც მოხვდა.
ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან, ცხადია, ვერავინ მოხვდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ კახა კალაძე. 10 ფეხბურთელი კი საბჭოთა პერიოდიდან არის.
IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს...
გერმანულ დინამოში ქართველი ითამაშებს
საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი გურამ გიორბელიძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დრეზდენის „დინამოში“ ითამაშებს.
დრეზდენელებმა ჩვენებური ოფიციალურად წარადგინეს და მასზე დიდ იმედსაც ამყარებენ.
„გიორბელიძე ჩვენს ფილოსოფიას როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ განასახიერებს და თამაშის სტილით გამოირჩევა. მოხარული ვარ, რომ ყველა პოზიციაზე ორი...
წამში გამქრალი ოქრო
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ბოლო ექვს წამში მეტოქეს ხუთი ქულა აჩუქა, 8:10 დამარცხდა და კისერზე ჩამოკიდებული ოქროს მედალი ამერიკელ დან გეიბლ სტივენსონს გაატანა.
პირველი პერიოდის შემდეგ ამერიკელი 4:0 დაწინაურდა. გენომ მეორეში მოუმატა და 8:5...
აურზაური ბელუ ორიზონტეში
ლიბერტადორესის თასის საპასუხო მერვედფინალური მატჩი ბრაზილიურ „ატლეტიკო მინეიროსა“ და არგენტინულ „ბოკა ხუნიორსს“ შორის, ბელუ ორიზონტეში, დიდი დავიდარაბით დამთავრდა. შედეგად, „ბოკას“ ექვს ფეხბურთელსა და ოფიციალურ პირს ბრაზილიის პოლიციაში ყურყუტიც მოუწია.
საქმე ის არის, რომ ორივე მერვედფინალური მატჩი უგოლოდ დამთავრდა. პენალტების სერიაში...
შოტლანდიაც გაუქმდა
დიახ, ამ ზაფხულს ბორჯღალოსნებს ერთადერთი ტესტ-მატჩით დაკმაყოფილება მოუწევთ.
სამხრეთ აფრიკაში ორმატჩიანი სერიის გასამართად ჩასულ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონთან მხოლოდ ერთხელ მოუწია ჯახმა. მეორე შეხვედრა „ქურციკთა“ შორის COVID-19-ის აფეთქებამ ჩაშალა, თან ინფიცირებულები ქართველთა ბანაკშიც აღმოჩნდნენ: სულ სამი, მათ შორის ლევან...
ბათუმმა გაასამა
„ბათუმმა“ მიმდიმარე სეზონში მესამედ დაამარცხა უშუალო კონკურენტი - „დინამო.“ ერთხელ ბათუმში და აი, ხუთშაბათს მეორედ თბილისში.
თუ შარშანდელ ჩემპიონატს გავიხსენებთ, მაშინაც კარგა ხანს ლიდერობდნენ ზღვისპირელები მაგრამ სტაბილურობა აკლდათ, დაუგეგმავ ქულებს კარგავდნენ და ბოლოს მაინც თბილისელებმა აჯობეს.
წლეულსაც დაახლოებით იგივე სცენარით ვითრდება...
გერმანიას უემბლი დაუკეტეს
9 ივნისს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისი „უემბლიზე“ დაუხვდება გერმანიას. ცხადია, მატჩისნწინა ტემპერატურის დუღილიც უკვე საკმარისზე მაღალია.
პირველი, რაც თვალს არასასიმოვნოდ მოხვდა, ის არის, რომ გერმანელებს „უემბლიზე“ ვარჯიში აუკრძალეს. მანამდე, ამ არენის გაზონის მატჩამდე დაჭაშნიკების უფლება არც იტალიასა და ავსტრიას მისცეს.
სტადიონის...
კუმანის მომავალს საფრთხე ემუქრება?
ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ თუ „ბარსელონა" „ბილბაოს" ფინალში ვერ მოუგებს და „სამეფო თასს" ვერ აღმართავს, რონალდ კუმანს თანამდებობიდან მოხსნიან. თავად კუმანი, ასეთი ცნობების გამოჩენამ ძალიან გააკვირვა.
ჰოლანდიელმა „ბარსა" გასულ აგვისტოს, კლუბისთვის რთულ დროს ჩაიბარა, მაგრამ თასის ფინალში გაიყვანა და ლა...
მესის რომ ბარსელონაში არ ეთამაშა…
სერხიო რამოსმა თქვა, ლეო მესი „ბარსელონას" ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, „რეალი" გაცილებით მეტ ტიტულს მოიგებდაო.
მადრიდელების კაპიტანმა მესის მსგავსად ოთხჯერ(!) მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონი მხოლოდ ხუთჯერ გახდა, მაშინ როდესაც არგენტინელმა ათჯერ იზეიმა ლა ლიგის პირველობა.
„ამ წლების განმავლობაში პრობლემებს...
ბასილაშვილი ფედერერისკენ მიდის
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო. არადა, გასული წლის მარტის შემდეგ ორად-ორი მოგება იანვარში გამოერია და სულ ეს იყო.
დოჰას საკმაოდ პრესტიჟული ტურნირის პირველ წრეში კი ბასილაშვილმა ავსტრალიელი ჯეიმს მილმანი გააკრა კორტს – 2:6, 6:4, 6:2.
არადა, ჩვენებურმა ისე დაიწყო, იფიქრებდით, ბოლო დროინდელ „ტრადიციას“...
კანკავა საფრანგეთში დაბრუნდა
N 6, საფრანგეთი ლიგა 2, „ვალანსიენი“, კოტრაქტი სეზონის ბოლომდე - საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახური „ტობოლიდან“ საფრანგეთში დაბრუნდა. დაბრუნდა, რადგანაც ყაზახეთამდე, 2015-2017 წლებში, კანკავა სწორედ საფრანგეთში, კერძოდ „რეიმსში“ თამაშობდა.
„ვალანსიენში“ ლიგა-2-ში 24 ქულით მეათე ადგილზეა და დღეს ფ.კ. პარიზს...
ბელგრადს ზღაპრების არ სჯერა
მადრიდის „რეალის“ სერბ თავდამსხმელ ლუკა იოვიჩს სამშობლოში არ ჩაესვლება. საქმე ის არის, რომ საზღვრის გადაკვეთისთანავე, ფეხბურთელს „ვირის აბანოში“ ამოაყოფიებენ თავს.
22 წლის ფეხბურთელს ბრალად ბელგრადში საკარანტინო წესების დარღვევა ედება და ექვსი თვე პატიმრობა ელის.
იოვიჩმა 19 მარტს დაარღვია კარანტინი, რომელიც კორონავირუსის...
მარხელმა 28 შეარჩია
ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ის 28 ფეხბურთელი დაასახელა, რომლითაც 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ გუნდთან თბილისური დაპირისპირებისთვის მოემზადება.
ეს ევრო 2020-ის ფლეი ოფის ნახევარფინალი იქნება. წყვილის უმჯობესი ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს შორის გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს შეეცილება.
მარხელმა თბილისში გასამართი...
მანჩინიმ კურიოზი გამოაცხო
იტალიის ნაკრებმა ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ერთა ლიგის მატჩში 1:1 ითამაშა. ნამატჩევს ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში კიელინი. მის მაგივრად მოედანზე აჩერბი გავიდა.
რობერტო მანჩინიმ ეს ასე ახსნა: „როცა სასტარტო შემადგენლობა მომიტანეს, სათვალის გაკეთება დამავიწყდა და ვერ შევნიშნე,...
ბარსამ რონალდ კუმანი დაამატა
ესპანურ „ბარსელონას“ სასწრაფოდ სჭირდება ახალი მთავარი მწვრთნელი. კიკე სეტიენის დღეები დათვლილია. არადა, მას შედეგზე მეტად ქარიზმას ედავებიან - ვერაფრით მოიპოვა ავტორიტეტი ფეხბურთელებს შორის, რაც სათამაშო დისციპლინაზე აისახა.
ახალ მწვრთნელს ევერესტისხელა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს. ადრე ლამის ერთადერთ კანდიდატად ჩავი ერნანდესი განიხილებოდა,...
ალვერტისი და დიამანტიდისი პაოში დაბრუნდნენ
ლეგენდარული ბერძენი კალათბურთელები, ფრაგიკოს ალვერტისი და დიმიტრის დიამანტიდისი, ტაკის ტრაინტოპოლუსთან ერთად „პანათინაიკოსის“ ხელმძღვანელობაში იქნებიან, თუმცა, მხოლოდ კლუბის გაყიდვამდე.
საკალათბურთო კარიერის დროს ალვერტისი და დიამანტიდისი „პანათინაიკოსის“ ღირსებას იცავდნენ. ალვერტისმა 5-ჯერ მოიგო ევროლიგის ტიტული, ხოლო დიამანტიდისმა – 3-ჯერ.
ამ კალათბურთელების გუნდის ხელმძღვანელობაში მისვლა...
ვავრინკა წლეულს ფიქრობს, ნადალი – საგაისოდ
მსოფლიო პანდემიით შეჩერებულია საჩოგბურთო სამყარო. სადღეისოდ ტურნირების განახლება 13 ივლისისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ არის შანსი ამ თარიღმა გადაიწიოს. რაც შეეხება დიდი მუზარადის ტურნირებს, რომელიც წლეულს იყო დაგეგმილი, „უიმბლდონი“ ნამდვილად აღარ გაიმართება, „როლან გაროსის“ დაწყების თარიღი 27 სექტემბერია, ამერიკის ღია...
ასე გადაირია სესკ ფაბრეგასი (video)
ეს სახალისო ვიდეო სესკ ფაბრეგასის ტვიტერზე ვნახეთ. იზოლაციის მეოთხე დღეა და სახლში ჯდომისგან ხალხი გადაირიაო, წერს „მონაკოს" 32 წლის ვარსკვლავი.
კადრში კი ხედავთ, თუ როგორ გამოდის მსოფლიოს 2010 წლისა და ევროპის 2008 და 2012 წლების ესპანელი ჩემპიონი დილით აივანზე და ყვირის:
—...
კორონა-სპორტი
☣ კორონავირუსმა უპრეცედენტო ზიანი მიაყენმა პოროფესიულ სპორტს. შეჩერებულია ჩემპიონატები, გუნდები კარანტინში არიან წასულები, შეჯიბრები უმაყურებლოდ ტარდება. ამ წუთისთვის არავინ იცის რა ბედი ელის წლის უმთავრეს სპორტულ მოვლენებს: ზაფხულის ოოლიმპიადას, ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ევრო 2020-ს, თუმცა მათი გადადების ალბათობა უკვე...
ოლიმპიადა მაყურებლების გარეშე
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტი მუდმივ კავშირშია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან.
მთავარი კითხვა: რამდენად შეამცირებს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ოთხწლეულის უმთავრესი სტარტების ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართვა.
ბუნებრივია, უმაყურებლო ოლიმპიადა ზარალია, მაგრამ ამის ალტერნატივა შეიძლება მსუყე სატელევიზიო კონტრაქტები გახდეს.
ჯერჯერობით ორგანიზატორები ამის იმედად არიან, თუმცა უმთავრესი...
კიი და ბევრი ფული
სნუკერის ტურნირების სერიებს 2020 წლიდან ერთი სერიოზული შეჯიბრიც ემატება, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება. აბა, იქაური შეიხები რისი შეიხები იქნებოდნენ ტურნირისთვის დამატებითი ინტრიგა არ შეეძინათ და უფრო განსაკუთრებული არ გაეხადათ, ვიდრე რიგითი სერიის გათამაშებაა. და რითი შეიძლება ევრო-დილარებში მობანავე შეიხებმა,...
შემდეგი გაჩერება ბრუკლინი
დაადგა საშველი: ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჰაბიბ ნურმაგომედოვი მორიგ ბრძოლას 2020 წლის 18 აპრილს გამართავს. ფიქრობთ მეტოქე მისი დაუძინებელი მტერი კონორ მაკგრეგორი იქნება? არა, შერეკილ ირლანდიელს, როგორც მას თავად დაღესტნელი მებრძოლი და მისი აგენტი ხშირად მოიხსენიებენ, ისევ დალოდება მოუწევს. თუმცა...
მამუკა გორგოძე გადარჩა
ქართული სარაგბო ლეგიონისთვის გასული უქმეები არაერთგვაროვანი გამოდგა. ზოგიერთი ჩვენებურის გუნდმა წარმატებით იასპარეზა ევროთასების მეორე ტურში, ზოგიერთის კი, პირიქით, ჩაფლავდა.
დავით ზირაქაშვილის „კლერმონი“ ირლანდიურ „ალსტერს“ ეწვია და უდრამატულეს ბრძოლაში 13:18 დამარცხდა. 36 წლის ქართველი თამაშში მარქაფიდან 36-ე წუთზე ჩაერთო და მანამდე...
„ცხუმ-აფხაზეთი“ და „ქართული კალათბურთი“
საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ვარჯიშობს საქართველოს 2019 წლის სუპერთასის მფლობელი და სუპერლიგის მონაწილე გუნდი „ცხუმ-აფაზეთი“ ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს კინოაკადემიის წევრის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ქართული კალათბურთის“ ჩვენება შედგა. ამის შესახებ გუნდი "ცხუმ-აფხაზეთის" პრეს-სამსახური...
უქულო რვანახევარი
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინდიანა პეისერსმა“ მიჯრით წაგებული 3 თამაში შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. ინდიანაპოლისელები ნიუ იორკში ჩავიდნენ და ადგილობრივი „ბრუკლინი“ 118:108 დაამარცხეს.
მიმდინარე სეზონში თუ რატომ არის „ინდიანა“ ჩვენი მხრიდან გამადიდებელი ლუპის ქვეშ კალათბურთის ქომაგებს ალბათ არ ესწავლებათ. ქართული...
უეფამ მესამე ევროთასი მონათლა
გერმანული „ბილდის“ ინფორმაციით, უეფამ სახელი შეურჩია მესამე ევროთასის გათამაშებას, რომლის სტარტიც 2021-2022 წლებისთვის არის დაგეგმილი.
ტურნირს „კონფერენციათა ლიგა“ ერქმევა და მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 ქვეჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა 1/8-ფინალში, მეორეადგოლოსნები კი ევროპის ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულებს...
ქათამს თავი მოაჭამა
ბიქსანტ ლალარდი ბასკური პელოტას ფრანგულ კლუბში თამაშობს და წარმატებითაც. სპორტის ეს სახეობა კრიკეტს ჩამოჰგავს და ბასკეთში ძალიან პოპულარულია.
ივნისში ესპანეთში გამართული ჩემპიონატის შემდეგ გამართულ ბანკეტზე გვარიანად გადამთვრალმა ლალარდმა ცოცხალ ქათამს თავი ღიმილით მოაჭამა.
ინტერნეტში მისი დასჯის მოთხოვნით სპეციალურ პეტიციას უკვე 60...
მწვრთნელი ვიპ-ლოჟაში მოხსნა
ბელგიურ „ბრიუგესთან“ ჩემპიონთა ლიგაში მარცხის შემდეგ კიევის „დინამოს“ მრისხანე მთავარსარდალმა იგორ სურკისმა მწვწრთნელი იგორ ხაცკევიჩი და მისი შტაბი საფინალო სასტვენთან ერთად პირდაპირ ვიპ-ლოჟიდან გაათავისუფლა.
ვინ შეცვლის ხაცკევიჩს? კანდიდატი ორია: გუნდის სელექციონერი ალექსანდრ ზავაროვი და სპორტული დირექტორი ალექსეი მიხაილიჩენკო.
ორვე კიეველთა ლეგენდარული...
გემი, ჯეიმი და ორი გული
ესეც მატჩის დღე და ძალიან გადაწითლებული სტამბოლი. რაღა თქმა უნდა, ევროპა-აზიის საკვანძო ქალაქში „ჩელსის“ ფანებიც არიან, თუმც, მერსისაიდელების ფონზე ლონდონელთა ფანკლუბი ორ ზღვას შუა მოქცეულ ბოსფორის სრუტესავითაა… დღეს სტამბოლი წითელია და ადუღებული ელოდება ფინალს.
ბოსფორის სრუტის თვალწარმტაცი სილამაზე მართლაც გამოსარჩევი...
ბასილაშვილი და ნაცნობი რუსი
ამერიკის ღია პირველობამდე ჩოგბურთელებს ბოლო რეპეტიცია ცინცინატში ექნებათ, სადაც 11-18 აგვისტოს მორიგი მასტერსი გაიმართება. ეს ტურნირი შტატებში ზაფხულის სპორტის სახეობებს შორის უძველესია, ხოლო უშუალოდ ჩოგბურთში სწორედ US Open-ის შემდეგ ხანდაზმულობით მეორე. 1899 წელს დაარსდა.
ცინცინატის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, ხოლო...
სიცხე – ტოკიოს მთავარი გამოწვევა
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელთათვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება ამ ფორუმის პერიოდში (24 ივლისი - 9 აგვისტო) ცხელ ამინდთან ბრძოლა. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მარათონელთა სტარტამდე ერთი წლით ადრე ტოკიოს ახალი ეროვნული სტადიონის სიახლოვეს, დილის 6 საათზე მინიმუმ...
ტიმმა, ტოკიო არაო
ოლიმპიური თამაშები ოთხწლეულის ყველაზე მასშტაბური, გრანდიოზული, პრესტიჟული და მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმია, რომელშიც არათუ გამარჯვება ან მედლის მოპოვება, მონაწილეობაც კი საამაყოა.
ჩოგბურთი, ზაფხულის ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილი მისი დაარსებიდანვე ანუ 1896 წლიდან იყო, თუმცა მხოლოდ 1924 წლამდე. შემდეგ სამეფო სპორტი გარკვეულ მიზეზთა...
ნახვამდის გრძელო!
„ჩვენმა მშვენიერმა თამაშმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა. ამ ზაფხულს, ბევრი ვიყოყმანე, ვფიქრობდი რა ნაბიჯი გადამედგა და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ საფეხბურთო კარიერა დავასრულო. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც ფეხბურთში მომიყვანა და ჩემს განვითარებას შეუწყო ხელი. მათ გარეშე სპორტის ამ სახეობაში...
გიორგი ჩაკვეტაძე: ყაზახეთთან გოლმა გოლი შემაყვარა
გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ერთი დიდი საქმე უკვე გააკეთა: ვერის (კიროვყოფილი) პარკში, ბუკიას ბაღის საჭადრაკო მაგიდებთან, თბილისური ეზოების და სოფლის ბირჟებზე წლების წინ მინავლულ დისკუსიებს ქართული ფეხბურთის შესახებ დიდი ცეცხლი შეუნთო. მორიდებული სახის და მანერების ახალგაზრდამ ისევ...