მთავარი დავთარი

დავთარი

ჩელსი მილიარდიან სტადიონს იშენებს

რამდენიმე წელიწადში ლონდონის „ჩელსის“ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული სტადიონი ექნება. ვარაუდობენ, რომ მშენებლობა დაახლოებით 1 მილიარდი გირვანქა დაჯდება. თავიდან კლუბის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი პროექტში 500 მილიონის დახრჯვას აპირებდა, თუმცა ჩინელ პარტნიორებთან მოლაპარაკების შემდეგ, სტადიონის კიდევ უფრო გაზრდა და თანხის გაორმაგება გადაწყდა....

მაფია ტოჩის იოკოძუნად ამზადებს?

სუმოს იმაზე გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სპორტის ამ სახეობაში ფულიც არანაკლები ტრიალებს, ვიდრე სხვაგან. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ არსებობს სუმოს მოყვარულთა ინტერნეტფორუმები მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე. ამ ფორუმებზე კი ლევან გორგაძე ერთ-ერთი განხილვადი ფიგურაა. როგორც ნებისმიერ ვარსკვლავს შეშვენის, ტოჩინოშინზეც...

საქართველო ბოლოში დარჩა…

„აკროპოლისის თასი“ საბერძნეთმა მოიგო! ტურნირის ბოლო მატჩში მასპინძლებმა თურქები დაამარცხეს. კოსტას ანტეტენკუმპოს შესანიშნავი თამაშით ბერძნებმა პირველი მეოთხედი 22:15 მოიგეს. თურქები დროულად გამოფხიზლდნენ – იანის ანტეტენკუმპოს გარეშე დარჩენილ მასპინძლებს (ზურგის ტრავმა) სტუმრებმა 3 წამიან ზონაში სერიოზული პრობლემები შეუქმნეს და შესვენებაზე 43:42 დაწინაურებულები...

პარალელური შანსები

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპს დღეს E და F ჯგუფების ოთხი გუნდი მოილევს, ოთხიც - შინ გაემგზავრება. კანადის გარდა ყატარში დარჩენის შანსი ყველა გუნდს აქვს, თუმც ამისთვის საჭიროა, რომ... E ჯგუფი იაპონია - ესპანეთი (23:00) კოსტა რიკა - გერმანია (23:00) - ესპანეთი გავა ფლეი...

დინამო ბათუმში საბურთალომ გაუშვა

67-ე წუთზე, მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა, საბურთალოელ ნიკა სანდოხაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში. მატჩში, რომლის პირველ ნახევარში მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ სჯობდა მეტოქეს და კოხრეიძის ეფექტური გოლით უგებდა კიდეც. მეორე ტაიმში სცენარი დიდად არ შეცვლილა,...

ვაისის გულის თამაში და კორონა-ცრემლები

ჩრდ. მაკედონიასთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პრესკონფერენცია გამართეს. ვლადიმირ ვაისი - ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ გავიმარჯვებთ და ხალხს გავახარებთ. წინა პრესკონფერენციაზე მკითხეთ კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქეა თუ ჩრდილოეთ მაკედონია, გიპასუხეთ, კორონავირუსი-მეთქი....

რიგითი ტური ტოპ 14-ში

ტოპ 14-ის მე-5 ტურში 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, არადა განაცხადებში ერთით მეტი ჩვენებური იყო. საქმე ისაა, რომ „ლიონის“ დამრიგებელმა პიერ მინიონიმ ვერ გარისკა ნორჩი დავით ნინიაშვილის ჩართვა „ბორდოსთან“ ურთულეს საშინაო მატჩში, რომელიც მაპინძელმა ლიონელებმა საბოლოოდ მაინც დათმეს (15:20)...

მესამე რაულის და რუნის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგაში წუხელ ბევრი ისეთი მატჩი შედგა, „ზალცბურგი“-„გენკის“ შედეგიც კი ნაკლებად დააინტერესებდა ფეხბურთის გურმანს. არადა, დღის გმირი სწორედ ამ დაპირისპირებამ შვა. „ზალცბურგი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს 1994 წელს მოხვდა და ახლა 25 წლის განმავლობაში ნაგროვები ემოცია ავსტრიელებმა ბელგიურ „გენკს“...

სერხიო რამოსი – CR II

ჩინებული ბურთაობა იყო ტალინში. მადრიდის "ატლეტიკოს" მონაწილეობით მატჩები, ზოგადად, უხვგოლიანობით არასოდეს გამოირჩევა და აქ ერთბაშად ექვსი! ამ ექვსიდან ოთხი კი ვინმე "ოსასუნას" კი არა, "რეალის" კარში გავიდა. როგორი გვეჩვენა ურონალდუო "სამეფო კლუბი" ან რა სიახლე შევნიშნეთ დიეგო სიმეონეს მგლების...

ოქრო გაძვირდა

რომში ეროვნული ჰიმნის აჟღერება არც ამჯერად გამოვიდა, თუმცა შარშანდელი შედეგი მაინც გაუმჯობესებულია. ჩემპიონობა კი ორჯერ სულ რაღაც ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ ეს სპორტია, სადაც დადგენილი წესებია და ფინალსაც ორი გამარჯვებული ვერ ეყოლება. სამწუხაროა, რომ სარბიელი ორივეჯერ გულდაწყვეტილებმა ქართველმა ფალავანებმა...

ეს არის ზესტაფონი…

რომელ ლიგაშიც არ უნდა იყოს, „ზესტაფონი“ ყურადღებას იპყრობს. ეს ბრენდია. რამდენიმე ფაქტორია. არა მხოლოდ ორგზის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასები. კლუბს კარგი პირობები აქვს და მეტიც, ბალახის მოედნების მხრივ, საქართველოში საუკეთესოც კი. ლიგა 4-ისთვის ცოდოა... მითუმეტეს, ახლა კარგი გუნდიც შექმნეს. ნოსტალგიის...

ხელი აწიეთ, ვინც მის შესახებ იცოდით და არ იყიდეთ

სპორტულო დირექტორებო, მწვრთნელებო, შუამავლებო, რომელთათვისაც კვარაცხელიას ფენომენი უცხო არ იყო, ხელი აწიეთ. განა დე ლაურენტისმა, ჯიუნტოლიმ და მათმა პარტნიორებმა წლის გადატრიალება არ მოახდინეს? ძაკარდო, საკვანძო ფიგურა გახდა, არადა, ოპერაციაში გვიან ჩაერთო. კითხვა კი ასეთია: თუკი კვარაცხელია თქვენთვის უცნობი ფიგურა...

33

საქართველოს ჩემპიონატის 33-ე სეზონი დაიწყო. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ტურნირს კრისტალბეტ ეროვნული ლიგა ჰქვია. 11 თებერვალს სფფ-ის აღმასკომმა ჩემპიონატის ფორმატი დაამტკიცა. ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში გასული სეზონების მსგავსად, შეჯიბრება ოთხ წრედ გაიმართება (შარშანდელისგან განსხვავებით, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ორ...

ერთი ფოტოს ნახვის შემდეგ…

- არველაძეებს იცნობ..? ფეხბურთის ანა-ბანას რომ ვსწავლობდი, მაშინ გამუდმებით ეს სიტყვები ჩამესმოდა. მერე, ისე მოხდა, ორი წელიწადი 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვისწავლე და ერთი-ორი მატჩი არველაძეების წინააღმდეგაც ჩავატარე... მერე, მე სარბიელში აღმოვჩნდი,  არველაძეები - დინამოში... მერე - არველაძეები ტრაბზონში წავიდნენ. მერე - ორივე ჰოლანდიაში:  შოთა...

დამღლელი

ერთი შეხედვით, მადრიდის „ატლეტიკო“ ჩვეულ პოზიციაზეა. პრიმერას ცხრილში მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც გავიდა, სადაც ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება. დეკემბერში შვიდი წელიწადი გახდა, რაც დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ თავკაცობს. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია და ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა....

ზეიმი პირველი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეძლო: არა შეუძლებელი, მაგრამ ძნელი. უეფას ერთა ლიგის D-ჯგუფის პლეი-ოფის ნახევარფინალში არ ყოფილა ეპიზოდები, რომლებიც ისტორიას გასწვდება, მაგრამ ესთეტიკას და სილამაზეს დღეს ბელარუსთან დღეის თამაშში ბოლო ადგილი ეჭირა. ნერვული 96 წუთის შემდეგ შედეგი დადგა, რომელმაც...

20 ქართველი მე-8 ტურში

ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის მერვე ტური სარეკორდო გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. არა, ჩვენს ბიჭებს, სამწუხაროდ, არც ლელო დაუდიათ, არც რეალიზაცია, ჯარიმა თუ არეკნი გაუტანიათ. უბრალოდ, ტურის 7 მატჩში ერთბაშად 20-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და სწორედ ესაა ამ მხრივ უმაღლესი მიღწევა....

სინდისი სინდისია…

➡ ამბის დასაწყისი წაიკითხეთ აქ რა გინდა რომ თქვა.. რა უნდა უთხრა ადამიანს, რომელიც თავისივე არათუ ნათქვამს, დაწერილს უარყოფს. როცა გიმტკიცებს, რომ რაც დაწერა, არ დაუწერია. თან ამას ისე ამბობს, თითქოს შენ იყო წერა-კითხვის უცოდინარი. ასეთ ხალხთან კამათი სისულელეა. რა უნდა უმტკიცო?! მკითხველისთვის ვწერთ....

გიგაშვილი ევროთასის ფინალში

გასული სარაგბო უიქ-ენდის მთავარი ამბავი, რაღა თქმა უნდა, ევროთასების ნახევარფინალები იყო და მეტად სასიამოვნო ფაქტია, რომ ამ მატჩების შედეგად გაირკვა ბექა გიგაშვილის „ტულონის“ ჩელენჯ კაპის ზედიზედ მეორე ფინალისტობა, ხოლო სანდრო ქუნთელიას „ლა როშელი“ ჩემპიონთა თასის შენარჩუნებას ეცდება, რაშიც მას...

ნუ შეჭამეთ ქართული ფეხბურთი!

ამას ჟურნალისტი არ ვამბობ. ქართული ფეხბურთის ქომაგი ვამბობ. დიდი „დინამოს“ ქომაგობით რომ არ დამიმთავრებია ფეხბურთის სიყვარული, იმის გამო ვამბობ. ქინქლაძის „მრეტების“ თამაშს რომ არ ვაცდენდი და არველაძეების „დინამოს“ „სამგურალებთან“ 8:1- ს, იმის გამოც. ვინ ხართ? რა კასტა ხართ ეგეთი, რომ არათუ მომიკლათ,...

ბათუმი პირველზე მყარად დადგა

„ბათუმმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ჯერჯერობით ეროვნულ ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს - 5 მატჩი, 5 მოგება. ამჯერად ბათუმელებს საკმაოდ რთული შეხვედრა გამოუვიდათ „ტორპედოსთან,“ ერთი ხანი აგებდნენ კიდეც, მაგრამ მაინც მოიგეს. გამარჯვების გოლი 97-ე წუთზე გაიტანა ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით. „კოლხეთზე“...

ბაიერნმა სისხლის სუნი აიღო

ხშირად ამბობენ, გრანდების ჩამოწერა არ შეიძლება, ისინი ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა არიანო. სწორედ ეს მგონია მიზეზი, რამაც „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა მიყოლებით 3-ჯერ მოაგებინა. იცოდნენ სადაც თამაშობდნენ და გამარჯვებულის მენტალიტეტიც ჰქონდათ. ეს დიდი გუნდების დამახასიათებელი ნიშანია... „ბაიერნის“ გულშემატკივრები კი ნიკო კოვაჩს ხშირად...

შავმა ლომმა ჩილელებიც დაამარცხა

„შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს მეორე მატჩში ჩილეს „სილკნემს“ 33:30 მოუგო და უკვე ანგარიშიდანაც შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ეს მატჩი სულ სხვა ხასიათის იყო, ვიდრე ერთი კვირის წინ არგენტინულ ფრენჩაიზთან. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩილეურ ფრენჩაიზში 17 მოთამაშე იყო იმ შემადგენლობიდან,...

აქ ზარი არ დაირეკება

საქართველოს ნაკრების კალენდარი მოახლოვებულ ერთა ლიგის C დივიზიონში, ცნობილია. ოთხი მატჩი ათდღიან ინტერვალში. ერთა ლიგაში 2022 წლის ივნისიდან ისეთი ამბები დაიწყება, გვერწმუნეთ, ბევრი ფეხბურთელი და უფრო მწვრთნელი დაიწყებს კრიტიკას - გადატვირთვა, ტრავმების დიდი ალბათობა, თან დამღლელი სეზონის მერე. სეზონში 65...

პელე გაზაფხულიდან

„სარბიელის“ ვებ-გვერდზე ეს წერილი 2017 წლის 6 დეკემბერს დაიდო. მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის წილისყრისას... ბავშვობაში, 70-იანების ბოლოს, ეზოს ბიჭები ხშირად მივდიოდით ხოლმე კინოთეატრ „გაზაფხულში.“ იქ ისეთ ფილმებს აჩვენებდნენ, რომელიც სხვაგან არ იყო. ერთი ასეთი – „ეს პელეა“ გახლდათ. დასაწყისში ფეხბურთის მეფე...

დავით ნინიაშვილი – წლის მორაგბე!

ქართული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ - საქართველოს რაგბის კავშირმა 2022 წელი შეაჯამა. ცხადია, გასული წელი აბსოლუტურად ყველა მაჩვენებლით ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში და ასეთ სიმაღლეებზე ჩვენი რაგბი მით უფრო არც საბჭოეთის პერიოდში ასულა: ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად...

ესტონეთი დეპოა

ნერვიულობა აღარაფერ შუაშია. ემოციებისთვისაც აღარ დარჩა ადგილი. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნამუსი მაინც უნდა მოეწმინდა ქომაგების წინაშე, ესტონეთს ვერ მოერია. რაც არის, არის. დავეთანხმები ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანს, ბატონ დავით მუჯირს და მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ქომაგები ვიღებთ. მერე რა, რომ უეფამ სტადიონზე 20...

წყვილად!

ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურმა „დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ერთმანეთს გაუთანაბრა. ზღვისპირელებმა სტუმრად „გაგრა“ 4:1 დაამარცხეს, „დინამომ“ კი „თელავთან“ ფრედ ითამაშა (2:2) და სეზონში პირველი ქულები დაკარგა. ახლა ტიტულის მთავარ პრეტენდენტებს 13-13 ქულა მოუგროვდათ და თბილისელები ბურთების უკეთესი სხვაობის გამო...

ლეგენდა პარკეტზე

ბრიტანული "მირორის" ცნობით, გასაოგნებელი ამბავი მოხდა კალიფორმიაში, სადაც კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი კარიერაში პირველად წაიქცა. 50 ელიტარული ბრძოლის მომგებმა ამერიკელმა როგორც იქნა იგემა დაცემის სიმწარე, მერე რა რომ კალათბურთის თამაშისას... ასეთი ამბავი იყო: მეივეზერმა საკალათბურთო ქველმოქმედება მოინდომა და კალიფორნიის მავან...

ჯვრის გზა რკინის ჯვარზე

1952 წელს, 21 მარყუჟიანი, 13,8 კილომეტრის და 8,1% დახრილობის ალპ დ’უეზის მთა პირველად მოხვდა ტურ დე ფრანსის მარშრუტში. პირველად ეს უმაღლესი კატეგორიის სირთულე ლეგენდარულმა იტალიელმა ფაუსტო კოპიმ მოიგო. „ამ საშინელ აღმართზე კოპისთვის რომ გეყურებინათ, რომელიც ველოდან არც წამომდგარა, იტყოდით, აკი...

სტატისტიკა, მხოლოდ სტატისტიკა…

ჩაიარა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატმა. ზოგმა, ასეთი ჩემპიონატი ისტორიას არ ახსოვსო, ზოგმაც - რას გავდაო. აზრი ყველას თავისი აქვს, ჩვენ კი პედანტი ხალხი ვართ და საქმეში სტატისტიკის ჩართვას ვაპირებთ, რიცხვებს მოვიმარჯვებთ და ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ მონდიალ-2018 ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდით...

აღდგომას ბათუმი პირველია

ზღაპარი ბათუმში ბათუმში, ქართული რეალობისთვის უცნაური თამაში გაიმართა. ბათუმის „დინამომ“ ლიდერ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. თუმცა, მე-18 წუთისთვის 0:2 აგებდა. ნაღდი თრილერი გამოვიდა. და ტრიბუნებზეც ისეთი ამბავი იყო, კაცს თავი ზღაპარში გეგონებოდა. უყვართ ბათუმში ფეხბურთი და ახალი, ლამაზი სტადიონიც...

კორონავირუსი: სად და როგორ არიან ქართველი მორაგბეები

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა. ახალი კორონავირუსი უსწრაფესად გავრცელდა ევროპაში და სპორტულ ღონისძიებებს ვინ დაეძებს, პლანეტაზე გლობალური დღის წესრიგი შეიცვალა, თუმცა ჩემი პროფილი რაგბია და ამ სფეროზე ვისაუბრებ. ჯერ იყო და ექვსი ერის მესვეურებმა გადაწყვიტეს...

ორიოდ სიტყვა ჩე გევარაზე

ლეგენდარული არგენტინელი რევოლუციონერის, ბოევიკის, კუბის მრეწველობის მინისტრის, მწერლის, ექიმის, დიპლომატის, სამხედრო თეორეტიკოსის და უბრალოდ სისხლიანი კაცის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობიდან ზუსტად 50 წელი გავიდა და ესპანურ გაზეთ "მარკას" გაახსენდა 1952 წლის 6 ივლისი, როდესაც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას "ესტადიო ნემესიო...

იფიქრეთ ბიძიკო, იფიქრეთ…

აღარ ვიცით რა დავწეროთ, რა ვთქვათ ან თავი რით ვინუგეშოთ... მერამდენედ ხდება ჩემპიონთა ლიგას ქართული გუნდები უსახელოდ რომ ემშვიდობებიან. წაგებით ვის არ წაუგია, გრანდებიც კი აგებენ, მაგრამ... თბილისის „დინამომ“ ბაქოს „ნეფთჩისთან“ ორივე მატჩი წააგო. ორივე ერთნაირი ანგარიშით – 1:2. უფრო...

ჰაბიბი, ჰაბიბი…

შერეული ორთაბრძოლები სანახაობრივი სპორტია, UFC კი ყოველ ჯერზე ამ სანახაობას ფულის საჭრელ დაზგად გადააქცევს ხოლმე. ასე იყო 7 ოქტომბრის დილასაც, როცა ამერიკული ვას ვეგასში რინგზე მოქმედი ჩემპიონი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი გავიდნენ. სატიტულო ბრძოლები სპორტის ამ...

შავი ლომი vs დიდი კლუბი

შაბათს, 17 საათზე, „მიხეილ მესხზე“ სარაგბო ევროტურნირის, კერძოდ კი, ჩელენჯ კაპის მატჩი დაიწყება - ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართული „შავი ლომი“ ფრანგულ „კლერმონს“ უმასპინძლებს. ის, რომ ასეთი ბობოლა კლუბი საქართველოს პირველად ეწვევა - თავისთავად დიდი ამბავია. „კლერმონი“ არათუ საფრანგეთის...

იყოს შენზე ალალიო…

მალე, თანამედროვე საჩოგბურთო სამყარო კიდევ ერთ ვარსკვლავს მოისაკლისებს. 15-წლიანი ეპოქა სრულდება. თავისი შესანიშნავი კარიერის მანძილზე ის 71 კვირის მანძილზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო და WTA-ს 30 ტიტულიც მოიხვეჭა. შარშანწინ, ქალთა შორის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ დიდი...

სულ უკან და უკან…

გაინტერესებთ, რა მოიტანა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის შვიდი წლის წინანდელმა გადაწყვეტილებამ? გაინტერესებთ, სადამდე დაეშვა ქართული საკლუბო ფეხბურთი? რა მოიტანა წლევანდელმა ევროთასებმა ქართული კლუბებისთვის ? გაინტერესებთ, რომელ ადგილზეა საქართველო ევროპის საკლუბო რეიტინგში? რომელზეა და რომელზე იყო? ქართული კლუბები შემდეგ კვირაშიც თუ ისევ წარუმატებლად გააგრძელებენ...

მეხუთე …

კვირას, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. იმ ადგილას, სადაც ოდესღაც მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი მექა „ლენსდაუნ როუდი“ იდგა, რომელზეც ბორჯღალოსნებს ორჯერ უთამაშიათ, დღეს მშვენიერი „ავივა სთედიუმია“ აღმართული, რომელიც თავისი წინამორბედის დიდებას...

ეს არის ის?

„პირველად მას ელ პრატზე, „ნაიკის“ მაღაზიაში, მამასთან ერთად შევხვდი. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მასზე უკვე ბევრი რამ მსმენოდა. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია, როცა „ბარსელონაში“ ახალი მისული ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ ის თავის გუნდში გამორჩეული იყო. შევხედე ამ ტანმორჩილ და მორცხვ...

მონდიალი 2018. ყველა გუნდი, ყველა ფეხბურთელი

რუსეთი საფეხბურთო კავშირი დაარსდა 1912 წელს პრეზიდენტი: ვიტალი მუტკო ფიფას წევრი: 1912 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი: IV ადგილი (1966) მიმდინარე ადგილი ფიფას რეიტინგში: 70 მთავარი მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი კაპიტანი: იგორ აკინფეევი მეკარეები 1 იგორ აკინფეევი ცსკა 12 ანდრეი ლუნევი ზენიტი 20 ვლადიმირ გაბულოვი ბრიუგე (ბელგია) მცველები 2 მარიო ფერნანდესი ცსკა 3 ილია...

თქმის ვალდებულება

ვთქვით და საქართველოს უდიდესი ჩოგბურთელი გაგვიბრაზდა... ადრე არ გვითქვამს? ერთხელ, მეორედ, მესამედ ... მეათედ... საჩოგბურთო ელიტაში ნიკა ბასილაშვილის ელვისებური წინსვლით აღვფრთოვანებულვართ და აღფრთოვანებისას ხშირად ზომასაც გადავსულვართ - ქართველები ვართ, სპორტულ ბედნიერებას მოწყურებულნი და როცა იგი გვეწვევა, ჟურნალისტებშიც ზოგჯერ ემოცია გადასძალავს...

ვინ არის კონკია?

- ბილ, ნახე, როგორ გვამკობენ? ევროელიტის კონკიაო. - მაგათთვის უარესი ბობ. მაგათ რა იციან ნამდვილი ფეხბურთის მუღამი. აი, ია იყო ბურთაობა, ჩვენ რომ გვიყვარდა... - მარტო მე და შენ რამდენჯერ გავაჩემპიონეთ „ლივერპული“? - თერთმეტჯერ და ჩვენს გარდა ხომ შვიდი სხვა საჩემპიონო ტიტულიც...

ჰამბურგის ტრაგედია…

სხვას ვერაფერს დაარქმევ, როცა ბუნდესლიგას დაარსების დღიდან უცვლელი ბინადარი დაემშვიდობება. ბუნდესლიგა კი, აგერ უკვე 55 წელია არსებობს, თუმცა მხოლოდ ბუნდესლიგა რატომ? 1919 წელს სამი ჰაბურგული გუნდის გაერთიანებით შექმნილი კლუბი მას შემდეგ სულ უმაღლესი ლიგის ბინადარი იყო. არადა, "ჰამბურგმა" გუშინ "გლადბახი"...

ჩემპიონი, ტყუილი, საჩუქარი…

ბოლო დღეებში დიდი ამბებია პროფესიული კრივის სამყაროში. 2 ივნისს, ნიუ იორკის „მედისონ სქუეარ გარდენში,“ მექსიკელმა ენდი რუის უმცროსმა, მეშვიდე რაუნდში დასცა თანამედროვეობის უძლეველი მძიმეწონოსანი, ენტონი ჯოშუა. ბრიტანელი ოთხჯერ ჩავარდა ნოკდაუნში. ფაშფაშა რუისმა კი მრავლისმნახველ ჩრდილოამერიკელ მაყურებელს უჩვენა როგორ უნდა...

ვინ ფიქრობს კანკავაზე?

ჯაბა კანკავა რამდენიმე თვის წინ სანაკრებო კარიერას ამთავრებდა. გადაიფიქრა თუ გადააფიქრებინეს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის ვიცით, რომ ამთავრებდა და სხვათაშორის, ამის შესახებ ლევან კობიაშვილმაც თქვა. ამასობაში კი კანკავა ყაზახეთის „ტობოლში“ გადავიდა. მოგვწონს ეს, ან ეკადრება თუ არა ჯაბას...

გამბიტი არ გამოვიდა

გამბიტი, მოგეხსენებათ, იტალიური სიტყვაა და სარმას ნიშნავს. ჭადრაკის ისტორიისთვის სარმის დადება გამოუვიდათ სტრიმინგ-გიგანტ Netflix-ის სცენარისტებს და კონსულტანტებს, როცა კოხტაგოგო ანია ტეილორ ჯოის ნათამაშევი ბეტ ჰარმონის სახით მაყურებელს მოჭადრაკე ვაჟებთან მართლა წარმატებით მეომარი პირველი ქალი წარუდგინეს. არადა ხომ ვიცით... სამართლიანობის აღსადგენად უამრავი...

818 დღე

„რეალმა” ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო — ვიგოში „სელტას” 3:1 მოუგო. მადრიდელთა გარშემო ბოლოხანს ამტყდარი ხმაურის გამო ამ გამარჯვებამ იმაზე მეტი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე სხვა დროს მიიპყრობდა. მოგეხსენებათ, წინა დღეს, „რეალის” მთავარმა მოქიშპემ, „ბარსელონამ”, ბილბაოში წააგო (0:1), რაც იმას ნიშნავს,...

ალონსოს დარჩენა ყველას არ გაუხარდა

ლევერკუზენში ალონსოს დარჩენა ყველას არ გაუხარდა. საინტერესოა, რატომ? „ბედნიერი ვარ, რომ ის აქ ბედნიერია. ცოტა მრცხვენია, რადგან მინდოდა ყველაფერი ცოტა სხვაგვარად განვითარებულიყო. ეს ჩემთვის საოცნებო სცენარი არ ყოფილა,“ - ეს სიტყვები იოზიფ სტანისიჩს ეკუთვნის, რომელიც ჟურნალისტებს „დიუსელდორფთან“ გამარჯვების შემდეგ (4:0)...