თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეც საქართველოს ჰიმნით დაიხურა.
ჩემპიონი -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა. ფინალში მან სერბი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა. ფინალამდე კი ლუკამ 4 შეხვედრა მოიგო. პირველ ბრძოლაში ფინელ მეტოქეს ვაზარით მოუგო, მეორეში კი სერბს ვაზარისა და იუკოს უპირატესობით. 1/4 ფინალში ბულგარელ ივაინო ივალოვთან ჰქონდა რევანში ასაღები და აიღო კიდეც.მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში იუკო გაუშვა, მისი შემობრუნება იპონით შეძლო. ნახევარფინალში რუმინელ კრეტთს ვაზარით მოუგო.
ევროპის ორგზის ჩემპიონის ტიტულისთვის ლუკა მაისურაძემ მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი, სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა. ეს მათი მესამე დაპირისპირება იყო და სამივე შეხვედრა ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.
დღესვე ვერცხლის მედალს დასჯერდა ტატო გრიგალაშვილმა. ევროპისა და მსოფლიოს სამ-სამგზის ჩემპიონი 81 კგ. წონით კატეგორიაში ფინალი რუს ტიმურ არბუზოვთან წააგო.





