საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 9 სექტემბერს, 20:00 საათზე ევროპის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს ქუთაისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ჩაატარებს.
მოახლოებული მატჩისთვის გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე (იბერია 1999).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), საბა გეგიაძე (სპაერი), დავით გოცირიძე (გაგრა).
ახალი ფორმაციის 21-წლამდელების პირველ შეკრებას ინგლისური ნიუკასლის წევრი – ვახტანგ სალია ტრავმის გამო ვერ შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტის, ლატვიის, საბერძნეთისა და გერმანიის 21-წლამდე ნაკრებები იქნებიან.





