კადისში, „ნუევო მირანდილიაზე” გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში ორმოცდამეათე შეხვედრა ჩაატარა.

„ვალენსიას” ისტორიაში ამდენი 22 მეკარეს უთამაშია, მაგრამ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ქართველი მეკარესავით დაღვინებული ერთი მათგანიც არ ყოფილა.

ხვალ, ვილიარეალთან შეხვედრაში მამარდაშვილი ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით გაუტოლდება ჯასპერ სილესენს, ჰოლანდიელ მეკარეს, რომელიც მან სათადარიგოთა სკამზე დასვა და თუ რამე არ შეუშლის ხელს, 21 მაისს, „რეალთან”, ტიმორსაც ჩამოიტოვებს.

მამარდაშვილმა ორმოცდამეათე მატჩი 22 წლისამ, 8 თვისამ და ერთი დღისამ ითამაშა. აქამდე იმ კარის მცველთა შორის, რომელთაც 50 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, 23 წელზე უმცროსი არავინ იყო.

არადა, კარში დგომა მეტად სპეციფიკური საქმეა, რომლისთვისაც ასაკი მნიშვნელოვანი გახლავთ. ახალგაზრდა მეკარეებს ჩვეულებრივ დაცდა უწევთ ხოლმე.

რასაკვირველია, „ვალენსიას” ისტორიაში იყვნენ მეკარეები, რომლებიც წლებთან შედარებით დაღვინებულები იყვნენ, მაგრამ ქართველს ვერავინ შეედრება.

ადრე მომწიფებით მან ისეთ მითოლოგიურ გმირებს აჯობა, როგორებიც იყვნენ იგნასიო ეისაგირე (23 წელი, 2 თვე და 9 დღე), მანსადენო (23 წელი, 3 თვე და 17 დღე) და სემპერე (23 წელი, 10 თვე და 24 დღე).

კონრად ველი, AS