საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბარგი ჩაალაგა… ჩაალაგა და წამოვიდა…
თუმცა, ჯერ მხოლოდ შეკრებაზე, რომელიც საქართველოს ნაკრების 25 და 29 მარტს გასამართი მატჩებისთვის არის დაგეგმილი.
კვარაცხელიაზე ბოლო დროს ბევრი დაიწერა: წამოვიდეს, დარჩეს, სხვა რა გზა აქვს…
ჩვენი ინფორმაციით კი ხვიჩა კვარაცხელია „რუბინიდან“ ახლა ნამდვილად წამოვიდა – ბარგი ისე ჩაალაგა, რომ ყაზანში მიმბრუნებელი აღარ არის. ცეესკასთან რუსული პრემიერლიგის მატჩი, სადაც ჩვენიანი „რუბინს“ კაპიტნობდა, მის ყაზანურ კარიერაში ბოლო გამოდგა.
ახლა წინ სანაკრებო თამაშებია და მერე გუნდი, რომელიც უნდა მოიძებნოს. ამბობენ, ამ ეტაპზე კვარაცხელია „ნაპოლისთან“ არის კონტაქტზეო. დანარჩენი ვნახოთ… მადლობა ფიფას და უეფას, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის დაწყებული ომის გამო ჩვენიანს და არა მხოლოდ მას, კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მისცეს.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება