ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერი, ტრავმის გამო, ბრაზილიის ნაკრების სიიდან ამოშალა.
როგორც ირკვევა, ბრაზილიელი მეკარე დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ ორივე მეოთხედფინალურ მატჩში „ლივერპულის“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
პირველი მატჩი „პარკ დე პრენსზე“ 8 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო 14-ში – „ენფილდზე“.
დიდი ალბათობით, 21 მარტს, პრემიერლიგაში „ლივერპულისა“და „ბრაიტონის“ შეხვედრაში, მერსისაიდელთა სასტარტო შემადგენლობაში საქართველელოს ნაკრების მეკარე იდგება.





