
გოგა ბითაძის „ორლანდომ“ შვიდმატჩიანი მეგობათა სერია ატლანტაში შეწყვიტა, სადაც „ჰოუკსთან“ 112:124 დამარცხდა.
ფლორიდელთა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ ჩვენებური მოედანზე მაშინ შეუშვა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. შედეგად, გოგას სათამაშოდ 5:29 წუთი ერგო და ამ დროში 4 ქულა, 3 (სამივე მეტოქის ფარზე) მოხსნა და 1 პასი მოინაგრა.
ბითაძემ სულ სამი ორქულიანი ისროლა და ორი ჩააგდო. მისი პარკეტზე ყოფნისას „ორლანდომ“ მეტოქეზე რვა ქულით მეტი ჩააგდო. „ჯადოქრები“ 38 მოგებითა და 29 მარცხით კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.
იდენტური მაჩვენებელი აქვს მეხუთე ადგილზე მყოფ სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტოსაც“.






