„ჩელსისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას სლოვენიელი მსაჯი სლავკო ვინჩიჩი გაუძღვება. ეს ის არბიტრია, რომელმაც 29 იანვარს „პარკ დე პრენსზე’’ ჯგუფური ეტაპის შეხვედრა იმსაჯა „ნიუკასლის’’ წინააღმდეგ – 1:1.
46 წლის ვინჩიჩს ბედმა პსჟ-ს თამაშების გაძღოლა უკვე ხუთჯერ არგუნა. გასულ სეზონში მას მას ერგო პარიზელთა ორივე შეხვედრა „არსენალთან’’, როგორც ჯგუფურ ეტაპზე („არსელანმა’’ მოიგო 2:0) ასევე ნახევარფინალში, როდესაც ლუის ენრიკეს შეგირდებმა 1:0 გაიმარჯვეს.
სლოვენიელისთვის, რომელმაც 2024 წელს „დორტმუნდისა’’ და „რეალის’’ ჩემპიონთალიგური ფინალი იმსაჯა ეს ამ შეჯიბრებაში 49-ე შეხვედრაა.
ვინჩიჩს სანაკრებო ფეხბურთში მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს. მან ევრო 2024-ზე იმსაჯა ესპანეთისა და საფრანგეთის ნახევარფინალური შეხვედრა.
„ჩელსის’’ ვინჩიჩი კარგად ჰყავს დაცდილი. მან ჩემპიონთა ლიგაში ორჯერ იმსაჯა დასავლეთ ლონდონელთა მატჩი და ორივე „ლურჯების’’ გამარჯვებით დამთავრდა.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალის პირველ შეხვედრაში პსჟ-მ „ჩელსის’’ 5:2 მოუგო.





