მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა დანია ამჯერად შინ დაამარცხა – 89:60.
გამარჯვება ისევ მარტივად მოვიდა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდმა მატჩის დაწყებიდანვე მოიპოვა უპირატესობა და თამაშის ბოლომდე ანგარიშს მეთუდურად ზრდიდა.
სკანდინავიელებთამ ისევ შესანიშნავი თამაში ჰქონდა გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას, ვინაც 29 წუთში 27 ქულა, 11 მოხსნა, 3-3 პასი და ჩაჭრა და 5 დაფარება მოინაგრა.
არანაკლებ წაეშველა გუნდს ახალი ნატურალიზებული მარკიზ რიდი – 28 წუთში 28 ქულა, 7 პასი და 3-3 მოხსნა და ჩაჭრა მიითვალა;
12 ქულით და 8 მოხსნთ შეეშველა გუნდს ალექსანდრე მერკვილაძე, ვინაც ამჯერად სამიდან სამი სამქულიანი ჩააგდო; ჩვენს გუნდს ქულები ასევე დუდა სანძემ, კახა ჯინჭარაძემ (7), გიორგი ტურძილაძემ (4) და მათე ხატიაშვილმა (2) მოუტანეს.
საქართველოს ნაკრებს ორი მოგება მოუგროვდა და შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა. თუმცა, რაც უფრო მეტ ქულას გავიყოლებთ, უკეთესი იქნება. საამისოდ, ივნისში ორი თამაში დაგვრჩა – შინ ესპანეთთან და სტუმრად – უკრაინასთან. პირველ წრეში ორივესთან წავაგეთ.





![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)
