Giorgi TSITAISHVILI of FC METZ and Joel MVUKA of FC Lorient during the Ligue 1 McDonald's match between Lorient and Metz at Stade du Moustoir on...გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ ზედიზედ მეხუთე თამაში აღარ წააგო, „ლორიანთან’’ სტუმრად 1:1 ითამაშა, ოღონდ ეგაა, რომ მოგება შეეძლო, რადგან 29-ე წუთიდან 73-ე წუთამდე სენეგალელი მცველის სადიბუ სანეს გოლით იგებდა. მეცელთა სამწუხაროდ ბამბა დიენგმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. სტუმართათვის განსაკუთრებით უსიამოვნო ის იყო, რომ მასპინძლების საგოლე შეტევა მათი ნახევარმცველის, მალელი ბუბაქარ ტრაორეს დაუფიქრებელ პასს მოჰყვა. „ლორიანმა’’ 80-ე წუთზე ერთი გოლი, თან ძალიან ეფექტური კიდევ გაიტანა, მაგრამ ოდნავი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა.

ამ შეხვედრაში წიტაიშვილმა 84-ე წუთამდე ითამაშა. მართალია გიორგის გოლი არ გაუტანია და საგოლე პასი არ გადაუწოდებია, მაგრამ აქტიური და დაუღალავი იყო. მან flashscore-გან 6.9 ქულა მიიღო. ამდენივე მიიღო მისმა კიდევ ორმა თანაგუნდელმა. მათზე მეტი კი მხოლოდ გოლის ავტორმა სანემ (8.3) და მარცხენა მცველმა მაქსიმ კოლინმა (7.0) დაიმსახურეს.

Sofascore-ს ქართველის თამაში ნაკლებად მოეწონა და 6.3 დაუწერა. ამ საიტმა თვით მეტოქის საგოლე შეტევის წამომწყებ ტრაორესაც კი მეტი არგუნა – 6.5.

Whoscored-გან გიორგის 6.7 ერგო, რაც გახლდათ თანაგუნდელთა შორის მესამე შეფასება მეკარე ჯონათან ფიშერისა და ზემოთ უკვე ორჯერ ნახსენები სანეს შემდეგ.

Fotmob-ის ვერსიით კი წიტაიშვილმა 6.6-ზე ითამაშა, რაც თანაგუნდელთა შორის მეშვიდე შეფასებაა.

აბუაშვილს არ უთამაშია.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენს’’, მან მოსაწყენ პარიზულ დერბიში ქართველის გარეშე 2:1 მოუგო „პარიზს’’. კვარაცხელიამ პარასკევის ვარჯიშზე ფეხი იტკინა და ლუის ენრიკემ სუპერთასის თამაშისთვის დაასვენა.

17 ტურის შემდეგ „პარი სენ ჟერმენი’’ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ლანსს’’, ხოლო „მეცი’’ ბოლო ადგილზეა, თუმცა „ოსერის’’ მსგავსად 12 ქულა აქვს.