იანიკ სინერი შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულია! იტალიელმა ჩოგბურთელმა ტურინში შეკრებილ უძლიერეს ჩოგბურთელთა შორის იპირველა. სინერმა ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი დამარცხა – 7:6; 7:5.
პირველ სეტში ჩოგბურთელები უშეცდომოდ აწვდიდნენ და საქმე ტაი-ბრეკამდე მივიდა. იქ კი, თავს უფრო კომფორტულად სინერი გრძნობდა და სეტიც წაიღო. მეორე სეტის დასაწყისშივე ალკარასმა ბრეიკი გაახერხა, მაგრამ სინერმა მეექვსე გეიმში დაიბრუნა, ხოლო მე-12 გეიმში გამარჯვების მომტანი ქულაც მიითვალა.
სინერმა ზედიზედ მეორედ მოიგო შემაჯამებელი ტურნირი. ამასთან ისე, რომ სეტიც არ წაუგია.





