„ლივერპულის’’ ბრაზილიელი მეკარე ალისონი მოედანს სავარაუდოდ ნოემბრის სანაკრებო კვირეულის შემდეგ დაუბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს თამაშებში მერსისაიელთა კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

The Athletic წერს, რომ ორთავა კუნთის დაშავების გამო ალისონს რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაშის გამოტოვება მოუწევს. ლაპარაკია შეხვედრებზე „ჩელსისთან’’, „მანჩესტერ იუნაიტედთან’’, „ფრანკფურტთან’’, „ბრენტფორდთან’’, „კრისტალ პალასთან’’, „ასტონ ვილასთან’’, „რეალთან’’ და „მანჩესტერ სიტისთან’’.

ამ მატჩებში მოედანზე მამარდაშვილს უნდა ველოდოთ. ქართველის დებიუტი პრემიერლიგაში შაბათს „ჩელსის’’ წინააღმდეგ შედგება.

ალისონს ბოლო წლებში ხშირად აწუხებდა ტრავმები. 2024-25 წლების სეზონში მან 26 თამაში მარტო საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა, რასაც დაემატა ბარძაყის პრობლემებისა და ტვინის შერყევის გამო გაცდენილი მატჩები.