საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კამარ ბოლდუინსა და გერმანულ „ბაიერნს“ შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ.

ბოლდუინმა ახალ კლუბთან დაკავშირებით პირველი კომენტარიც გააკეთა:

„მიუნხენში ჩასვლას მოუთმენლად ველი. „ბაიერნში“ გადასვლით მთავარი მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი და გენერალური მენეჯერი დრაგან ტარლაცი ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი. მინდა, რომ გუნდს ბუნდესლიგის მოგებაში დავეხმარო, ევროლიგაში კი, მინიმუმ პლეი ოფში გავიდეთ.

ჩემი ძლიერი მხარეები? გამთამაშებელი ვარ, მაგრამ პირველი და მეორე ნომრების პოზიციაზე თამაში შემიძლია. გასულ სეზონში ჩემი საუკეთესო კალათბურთი არ მიჩვენებია, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ახლა, ვგრძნობ, რომ „ბაიერნისთვის“ სარგებლის მოტანა შემიძლია“, – განაცხადა ბოლდუინმა.

ბოლდუინს ევროლიგის გასულ სეზონში საშუალოდ 7.1 ქულა და 3.7 პასი ჰქონდა, ლიგა ენდესაში კი – 9.3 ქულა, 2.5 მოხსნა და 3.1 პასი.

გეტყვით იმასაც, რომ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი გორდონ ჰერბერტია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უმუშავია, თუმცა, ბოლდუინთან გადაკვეთა არ ჰქონია.