ქართულმა გუნდებმა კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაოზე წარმატებით ითამაშეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

10 ფეხბურთელით დაჩენილმა ქუთაისის „ტორპედომ“ შიმკენტში „ორდაბასთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგო და მომდევნ ეტაპზე, 24 ივლისს სტუმრად კვიპროსში „ომონიას“ დაუპირისპირდება.

„ტორპედომ“ ანგარიში პირველ ტაიმში ირაკლი ბიძინაშვილის მიერ გატანილი ბურთით გახსხა,  შიმკენტელბმა არბიტრის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.

გორში „დილამ“ 10 ფეხბურთელით დარჩენილი ლუქსემბურგის „რასინგის“ წინააღმდეგობის დაძლევა მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლო, ერთდერთი გოლი იბრაჰიმა დრამემ გაიტანა და „დილას“ გამარჯვება მოუტანა.

გორელები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 24 ივლისს სტუმრად ჩაატარებენ, მათი მეტოქე ლატვიური „რიგასი“ იქნება.