Fotis Ioannidis of Greece is challenged by Temirlan Yerlanov and Marat Bystrov of Kazakhstan during the UEFA EURO 2024 Play-Offs semifinal match...ვინ არის საბერძნეთის ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი? ევრო 2024-ის შესარჩევი ფლეი-ოფის ნახევარფინალში, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ამ პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში 24 წლის ფოტის იოანიდისმა ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ბერძნებმა მოიგეს 5:0. იოანიდისს flashscore-მა 7.5 ქულა დაუწერა. „პანათინაიკოსის” 24 წლის თავდამსხმელმა, რომლის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა, მოედანზე 63 წუთი დაჰყო, შემდეგ კი ის პაოკ-ის 21 წლის ნახევარმცველმა ჯიანის კონსტანტელიასმა შეცვალა.

ბერძნული საიტმა sport24-მა სტატისტიკის მთვლელ ბრიტანულ კომპანია Opta-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა წერილი, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ იოანიდისმა წინა სეზონთან შედარებით თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ეს უპირველეს ყოვლისა კლუბში გატანილი გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობის ზრდით გამოიხატება, რაც იმით არის განპირობებული, რომ მისი სახიფათოობის კოეფიციენტი 0.28-დან 0.40-მდე გაიზარდა. საინტერესოა, რომ ფორვარდმა შედეგები სტილის შეცვლის გარეშე გააუმჯობესა ანუ აკეთებს იმავეს, რასაც აკეთებდა წინა წლებში, მაგრამ უკეთესად.

იოანიდისი გასულ სეზონში ბურთს საშუალოდ 38-ჯერ ათამაშებდა, მიმდინარე სეზონში კი ეს მაჩვენებელი 46-მდე გაზარდა. შეტევაში მის მიერ გადაწოდებული ზუსტი პასების რაოდენობა გახდა 11.

ფორვარდმა საჯარიმო მოედანს მიღმა თამაშიც გააუმჯობესა. შესაბამისი კოეფიციენტი 5.7-დან 6.9-მდე გაიზარდა. ბურთის ფლობა 8.3-დან 9.6-მდე გაუმჯობესდა. დრიბლინგების რაოდენობა კი ერთ შეხვედრაში უკვე 2-ზე მეტი აქვს.

საიტი წერს, რომ ზოგადად ფეხბურთელები ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად თამაშის ხარისხსაც აუმჯობესებენ, მაგრამ ეს იოანიდისის შემთხვევა არ არის. მან ნახტომისებური წინსვლა განიცადა და მეტოქის საჯარიმოში ქმედებების რაოდენობა 6.9-მდე გაზარდა. საბერძნეთის ლიგაში ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ აეკ-ის არგენტინელ თავდამსხმელ ეზეკიელ პონსეს ჩამოუვარდება. სამაგიეროდ, „პანათინაიკოსის” ვარსკვლავი პონსეს ცრუმოძრაობების რაოდენობით უსწრებს. 2.1 — ასეთია მისი მაჩვენებელი.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ფოტის იოანიდისს 9 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.