„დინამოს“ ტაჯიკეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი – ალიშერ შუქუროვი შეუერთდა. დედაქალაქურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. შუქუროვმა სამედიცინო შემოწმება თბილისში გაიარა და „დინამოს“ სიდეში, საწვრთნელი შეკრების მეორე ეტაპზე შეუერთდება.

ალიშერ შუქუროვი ტაჯიკური „კუკტოშის“ აღზრდილია და თბილისურ კლუბში გადმოსვლამდე ამავე კლუბის ღირსებას იცავდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში ყველა პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს.

წელს შუკუროვი ქვეყნის ეროვნულ გუნდში მიიწვიეს და მან აზიის თასზე იასპარეზა. კატარში მიმდინარე ტურნირზე მეოთხედფინალში ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ხუთივე მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. მერვედფინალში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა შეასრულა. შუკუროვს ტაჯიკეთის ეროვნულ ნაკრებში 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

წილი
წინა სტატიაცუდი გატუზო
შემდეგი სტატიახმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...