ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” „სან სიროზე” „მილანთან” 0:1 წააგო. გთავაზობთ იტალიური, მეტწილად ნეაპოლური საიტების ერთი ნაწილის შეფასებებს:

calciomercato 6: კვარაცხელია ახალ პოზიციაზე თამაშობდა, ცენტრში, საიდანაც მეტოქეთათვის უფრო მოულოდნელობებით იყო სავსე. „ნაპოლი” ცდილობდა ჩაბღაუჭებოდა მას. ის დრიბლინგს მიმართავდა, სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა, მაგრამ მაინც მარტო იყო. კვარაცხელიამ მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, მერე კი დაიღალა და თანდათანობით სიმწვავე დაკარგა.

iamnaples 6,5: ის ახერხებდა ყველაფერს რასაც ჩაიფიქრებდა, პერიოდულად დრიბლინგით უსხლტებოდა ერთზე მეტ მეტოქეს, შემდეგ თავს წევდა და… ვერავის პოულობდა ბურთი რომ მიეწოდებინა.

areanapoli 6,5: კვარაცხელია უზუსტო, შესაძლებლობების გამნიავებელი და მხდალი „ნაპოლისთვის” მეტისმეტია. ის არის ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ის მიმართავდა ჩინებულ დრიბლინგსა და აწვდიდა ჩინებულ პასებს, მაგრამ რად გინდა, ამხანაგები ამით არ სარგებლობდნენ.

napolipiu 6,5: სიტყვიერი შეფასების გარეშე.

tuttonapoli 6,5: მეათე წუთზე მან შესანსლა მატეო გაბია და ჯოვანი სიმეონეს დიდებული პასი მიაწოდა. ის სისტემატურად უსხლტებოდა მეურვეს, მაგრამ რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

calcionapoli24 6: გათავისუფლდა რა პოზიციური შეზღუდვისგან დაუყოვნებლივ სახიფათო გახდა, მეათე წუთზე მატეო გაბიას გასცდა და ჯოვანი სიმეონეს მიაწოდა ბურთი. შემდეგ, მე-40 წუთზე კარში დაარტყა. 59-ე წუთზე გარღვევის შედეგად შევარდა საჯარმოში, მაგრამ სამწუხაროდ გუნდი კუთხურს დასჯერდა. მარცხნივ დაბრუნებულს ორი მეურვე დახვდა, რის გამოც ცენტრში დაბრუნდა.

calcionapoli1926 6: მან გოლის გასატანად ყველა ღონე იხმარა, მაგრამ მისი საღამო არ იყო. „მილანის” დაცვისთვის ის აშკარად ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენდა. სცადა გუნდი მხრებით ეთრია, მაგრამ მისი თანაგუნდელები ვერ აჰყვნენ.