თებერვალ-მარტის შედეგების გათვალისწინებით ფიფა-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები77-ე ადგილამდე დაწინაურდა.

2022 წელი ჩვენებმა 78-ე ადგილზე დაასრულეს. მარტში კი ვილი სანიოლის გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს 6:1 მოუგო, ხოლო ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველი შეხვედრა ნორვეგიასთან ფრედ – 1:1 ითამაშა, შედეგად რეიტინგში 5,53 ქულა დაემატა და ერთი საფეხურით დაწინაურდა.

ეს ბოლო 10 წელიწადში საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგია – 2013 წელს გუნდი 69-ე პოზიციაზე იყო.

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ეროვნული ნაკრების მეტოქეების რეიტინგი:

10. ესპანეთი – 1682.85, 36. შოტლანდია – 1500,52, 44. ნორვეგია – 1463,77, 77. საქართველო – 1311.51, 111. კვიპროსი – 1179,45.

ფიფა-ს რეიტინგის საუკეთესო ათეული:

  1. არგენტინა – 1840.93, 2. საფრანგეთი – 1838.45, 3. ბრაზილია – 1834.21, 4. ბელგია – 1792.53, 5. ინგლისი – 1792.43, 6. ნიდერლანდები – 1731.23, 7. ხორვატია – 1730.02, 8. იტალია – 1713.66, 9. პორტუგალია – 1707.22, 10. ესპანეთი – 1682.85.