Brawl breaks out after a tackle during the FIFA World Cup Qatar 2022 quarter final match between Netherlands and Argentina at Lusail Stadium on...არგენტინელები ემილიანო მარტინესი და ლეო მესი სანქციებს გადაურჩნენ. ისინი დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ  ითამაშებენ.

მეოთხედფინალში ჰოლანდიის ნაკრებთან პენალტებით გამარჯვების შემდეგ, არგენტინის ეროვნული გუნდის მეკარემ და კაპიტანმა მატჩისშემდგომ კომენტარებში მსაჯის, ესპანელი მატეუ ლაოსის წინააღმდეგ აგრესიულად ილაპარაკეს, რის გამოც ფიფა მათ დასჯაზე მსჯელობდა. არგენტინელმა ფეხბურთელებმა თქვეს, რომ მათ ნიდერლანდებთან შეხვედრაში მსაჯობის ეშინოდათ, რადგან მატეუ ლაოსს კარგად იცნობენ და იცოდნენ, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში ფიფას სუსტი არბიტრი არ უნდა დაენიშნა.

სადისციპლინო კომიტეტი იხილავდა ლეანდრო პარედესის საქციელსაც. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში პარედესმა ბურთს ფეხი ჰოლანდიის ნაკრების სათადარიგოთა სკამის მიმართულებით დაარტყა, რითაც კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვია. მის საქციელს პირდაპირ ესადაგებოდა სადისციპლინო კოდექსის მე-16 მუხლი რომელიც მეტოქის უპატივცემულობას გულისხმობს, მაგრამ ფიფამ მაყურებლის ინტერესი გაითვალისწინა და გადაწყვიტა ინდივიდუალურად არც მესი დაესაჯა, არც მარტინესი და არც პარედესი. მათ ნაცლად დაისჯება არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც ჯარიმას გადაიხდის.

ფიფას არც მატეო ლაოსის მსაჯობა მოეწონა. ესპანელმა არბიტრმა არგენტინისა და ნიდერლანდების შეხვედრაში 18 ყვითელი ბარათი ამოიღო. სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა არბიტრი მიმდინარე მუნდიალის დარჩენილი შეხვედრებიდან მოკვეთოს.

არგენტინისა და ხორვატიის ნახევარფინალურ შეხვედრას განსჯის იტალიელი დანიელე ორსატო, რომლისთვისაც ეს შეხვედრა ყატარში მესამე იქნება. საინტერესოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ის უკვე გაუძღვა არგენტინის ნაკრების მატჩს მექსიკასთან, რომელიც „ალბისელესტემ” 2:0 მიგო.