კორიერე დელო სპორტის” რწმენით მაკედონიელმა ელიფ ელმასმა კვლავ დაარწმუნა ხვიჩა კვარაცხელია, რომ მისი ღირსეულად შეცვლა შეუძლია. გაზეთი ელმასს ჯოკერს უწოდებს და ამბობს, რომ ქართველს საქმე სანანებლად არ გაჰხდომია — „უდინეზესთან” (3:2) შეხვედრაში „ნაპოლის” მარცხენა ფრთაზე კვლავ გმირი ჰყავდა, რომელმაც გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ DAZN-მა მაკედონიელს, რომელმაც სეზონის პირველი მონაკვეთი მეტწილად სათადარიგოთა სკამზე გაატარა, კომენტარი სთხოვა.

„გოლი როგორ გავიტანე? დავინახე, ბურთი ანგისას ჰქონდა და იმედი გამიჩნდა, რომ პასს მე მომაწოდებდა. შემდეგ ფინტი გავაკეთე და კარში შევაგდე. გოლის აღსანიშნავად ტრიბუნისკენ იმიტომ გავიქეცი, რომ გულშემატკივრებთან ერთად მინდოდა მეზეიმა.

კვარაცხელიასავით ვითამაშე? მთავარი ის არის, რომ ასეთ რაღაცებს ბავშვობაში ვაკეთებდი, მაგრამ ხანდახან მოედანზე ისეთი პოზიცია გიჭირავს, მეტოქის მოტყუება ძნელია. ასეთებს კვარაც აკეთებს. მისი წარმატებაც მიხარია და ჩემიც.

კვარასთან კონკურენცია კარგია. საერთოდ, კარგია, როდესაც გუნდში კონკურენციაა. იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენც წაგვადგება და ფანებსაც გავახარებთ. ასე კლუბი წარმატებას მიაღწევს”