გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ლა ლიგის ახალი სეზონი „ჟირონასთან” 1:0 გამარჯვებით დაიწყო. ამ თამაშის შესახებ უპირველეს ყოვლისა ის ვთქვათ, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს: მამარდას მთელი მატჩის განმავლობაში საქმე დიდად არ ჰქონია. იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც მას ბურთის კუთხურზე მოგერიება მოუხდა და ამ ეპიზოდს ქვემოთ გთავაზობთ. სხვა მხრივ თვალში შეიძლება ის მოგხვედროდათ, რომ „ვალენსიას” მცველები ბურთს თავიანთ მეკარეს ადრინდელთან შედარებით გაცილებით ხშირად უგორებდნენ და ეგრეთწოდებულ „ბურთის ამოტანის” კომბინაციებს საკუთარ საჯარიმოში და საჯარიმოსთან სახიფათო სიახლოვეს გაბედულად ათამაშებდნენ.

შეხვედრა შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ, შვეიცარიელი ერაი კომერტის გაძევებამდე და მერე. კომერტის გაძევების შემდეგ „ღამურები” დაცვაზე გადაეწყნენ, მანამდე კი კომბინაციური ფეხბურთის თამაშს ცდილობდნენ.

გოლი ზედ შესვენების წინ, თერთმეტმეტრიანი დარტყმით კარლოს სოლერმა გაიტანა.

მასპინძლების ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო „ჩეების” ბოლო ათი თავკაციდან მეორეა, რომელმაც თავისი პირველი თამაში არ წააგო.