England manager: Ralf Rangnick, former Schalke manager„ბაიერნმა“, შესაძლოა, მალე მიაღწიოს შეთანხმებას ცნობილ სპეციალისტ რალფ რანგნიკთან, რომელიც ამჟამად ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობს.

Bild-ის ცნობით, რანგნიკი მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელობის ფავორიტია. მხარეებს შორის შეთანხმება არაა გამორიცხული მიმდინარე კვირაში დასრულდეს.

რანგნიკს კარიერაში რამდენიმე კლუბი გაუწვრთნია. ბოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ, რომელიც 2022 წლის მაისში დატოვა, ამჟამად კი ის ავსტრიის ნაკრების თავკაცია.

„ბაიერნს“ ამჟამად თომას ტუხელი ხელმძღვანელობს, ის გერმანულ კლუბს 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს დატოვებს.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მიუნხენური გუნდის რობერტო დე ძერბის, უნაი ემერისა და იულიან ნაგელსმანის მიმართ ინტერესის შესახებ.