სლოვანმა გამოაცხადა: ჩაკვეტაძე ოფიციალურად!ბრატისლავის „სლოვანმა“ ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ერთწლიანი იჯარით ამ კლუბში ითამაშებს. ჩვენიანი შემტევი 70-ნომრიან მაისურას მოირგებს…

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელია და სლოვაკეთამდე გერმანულ „ჰამბურგში“ იყო განათხოვრებული. შეგახსენებთ ასევე, რომ „სლოვანში“ გიორგის თანამემამულეები – ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა და კაპიტანი გურამ კაშია დახვდებიან. „სლოვანი“ ქვეყნის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ შეხვდება, თუმც გიორგი „ბათუმთან“ ვერ ითამაშებს.

„კაშიამ და კანკავამ მშვენიერი რეკომენდაცია გამიწიეს მეც და კლუბსაც. ისინი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მაგრამ რა თქმა უნდა, „სლოვანის“ ყველა ფეხბურთელის გაცნობას მოუთმენლად ველი. ვიცნობ მწვრთნელ ვაისს, მან პირველმა მათამაშა საქართველოს ნაკრებში. ვიცი, რას ითხოვს ფეხბურთლებისგან და როგორი ხედვა აქვს. დიდი სურვილი მაქვს, სლოვანს დავეხმარო ჩემპიონატშიც და ევროტურნირებზეც. ყველაზე კარგად თავს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვგრძნობ“, – თქვა ბრატისლავაში ჩასვლისას გიორგი ჩაკვეტაძემ.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მდგომარე და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება